imedi /  12 თებერვალი 2020, 00:20 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: აშშ-ის საელჩოს დღევანდელი გზავნილი ჩვენთვის სრულად მისაღებია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები მას ვერ აცნობიერებენ

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელი გზავნილი ჩვენთვის სრულად მისაღებია და ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ თუ ვინმე ვერ აცნობიერებს მას, ეს ოპოზიციური ჯგუფებია, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, მმართველი ძალა ყოველთვის აცხადებდა, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას და მზად არიან ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

„ჩვენი ეს განცხადება რეალურად ასახული და გაზიარებულია კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებაში, ამიტომ ჩვენ დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვინაიდან იყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ 73 მაჟორიტარი ბევრია, მმართველმა ძალამ დიალოგის ფორმატის ფარგლებში ოპოზიციას შესთავაზა გამოსავალი, რომელიც ეფუძნება არა მათ პარტიულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის, საზოგადოების მშვიდობიან, სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრებას.

„თუკი ჩვენ ვაცნობიერებთ ამას და ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივიდან გამოვდივართ, ოპოზიციაც უნდა ფიქრობდეს საკუთარ ხალხზე და მათ შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადმოდგან, თუმცა ისინი ამ შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამენ. მეტიც, მათ უგულავას საქმე საბაბად გამოიყენეს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაეშალათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.      

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 11:39

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14 არასრულწლოვანი რეპეტიტორისგან დაინფიცირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთვევევა გამოვლინდა, მათგან 14 არასრულწლოვანია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, მათგან 20 ნიმუშის პასუხი დადებითია. ახალი შემთხვევებიდან 14 არასრულწლოვანია. მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.

ილჰამ ალიევი

28 სექტემბერი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის განკარგულებით თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სამხედროების გაწვევა დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა უზრუნველყოს.

28 სექტემბერი 2020, 11:36

რეგიონი

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ „კორშა“-ს შესასვლელემდე. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

„დიდი ოცეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თავმჯდომარეობით „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი 21-22 ნოემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 11:27

თემა

რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები? შეიძლება თუ არა Covid-19-ით ხელმეორედ დაინფიცირება?

როდესაც წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩინეთში წარმოქმნილი დაავადების გამომწვევი მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო, ქვეყანაში მზარდი ეპიდემიის შესახებ მეცნიერთა შეშფოთება ლამის სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ამ ვირუსის ოჯახის წარმომადგენლები პაციენტებში ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებენ: გამოჯანმრთელებიდან უკვე ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იმავე ინფექციის დაბრუნება მარტივად შეიძლება. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონავირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში იმუნური დაცვა გაცილებით გრძელვადიანი იყოს, შესაძლოა, სამუდამოც კი. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ძირითადი კითხვები, რომლებზეც ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაა დამოკიდებული, უპასუხოდ რჩება. რა გაიგეს მეცნიერებმა Covid-19-ის იმუნიტეტის შესახებ პანდემიის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ვირუსის მკვლევართა თუ ვაქცინების შემქმნელთა უმეტესობა რატომ არის ოპტიმისტურად განწყობილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

28 სექტემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლად დანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ.

28 სექტემბერი 2020, 11:24

სამართალი

შს სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა და 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

28 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარაში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნონა ეფაძე

28 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ნონა ეფაძე: აჭარაში ინფექციის ახალი კერები არ გვაქვს, ახალი შემთხვევები გამოვლენილ ინფიცირებულთა კონტაქტებია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში კოვიდინფიცირების 175 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. დღეისთვის, რეგიონის კლინიკებში მკურნალობას გადის 492 პაციენტი, მათგან 40 ბავშვია და 14 ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

28 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

28 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

იოსებ ხახალეიშვილი

28 სექტემბერი 2020, 11:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

იოსებ ხახალეიშვილმა მერიის მიერ ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია და ა. შ.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტი აჭარაში, 1 კი თბილისში მკურნალობდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარაში, 32 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:03

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: საქართველოში მოქალაქეთა პროფესიული გადამზადებისთვის რამდენიმე სხვადასხვა პროგრამა მუშაობს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით

,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატებმა ადგილზე მოისმინეს ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 201 305 შემთხვევა გამოვლინდა, 88 453 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 996 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა. მონაცემები ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყების შემდეგ, საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 61 წლის ავღანელი კაცია. ის მალასაკას მიგრანტთა ბანაკში ცხოვრობდა და ბოლო დროს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.