imedi /  13 თებერვალი 2020, 19:31 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეკონომიკის რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ზრდაზე

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ჩვენი ეკონომიკური ზრდა ვალების დაგროვების, მაღალი დეფიციტის ხარჯზე არ ხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგნოზირებულთან შედარებით, 0,6-ით ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებთან ერთად კომბინაციაში.   

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ კმაყოფილი - ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლისთვის 5,2 შეადგინა და პრაქტიკულად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სავალუტო ფონდს კიდევ უფრო კონსერვატიული მოლოდინი და პროგნოზი ჰქონდა - 4,6. ამდენად, 0,6-ით გადაჭარბება საკმაოდ შთამბეჭდავია. მარტო ამ გადაჭარბებაზე საუბარი არ მოგვცემდა სრულ სურათს. ჩვენ ეს რამდენიმე სხვა ფაქტორთა კომბინაციაში უნდა დავინახოთ. მათ შორისაა მაგალითად, ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ასევე 2019 წლის ფაქტიური მონაცემებით 2,1-ია, როდესაც დაგეგმილი იყო 2,5-2,6 ოდენობით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რეკორდულად დაბალია - 4,4, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ ვერ ვიფიქრებდით. ის 12-13%-იან ნიშნულზე იყო. შესაბამისად, ამ ციფრების კომბინაცია გვაძლევს შემდეგ სურათს: ჩვენი ეკონომიკური ზრდა ვალების დაგროვების, მაღალი დეფიციტის ხარჯზე არ ხდება. ასევე, არ ხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის ხარჯზე. ანუ, პირიქით, მისი შემცირების ფონზეა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ამ მაჩვენებლებით დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეკონომიკის რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ზრდაზე.

„თვისობრივად ჩვენ გვაქვს მაღალი ზრდა და ხარისხობრივად უკეთესი. იმპორტი არ გაზრდილა, გაიზარდა ექსპორტი, რეკორდულად არის შემცირებულა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამავდროულად, ბიუჯეტის დეფიციტი არის 2,1, რომელიც მაჩვენებელია, რომ სესხის, ვალების დამატებითი სტიმულის ხარჯზე კი არ ვიზრდებით, ორგანულად, ხარისხობრივად ვიზრდებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ეს ტრენდი უნდა გაგრძელდეს. „ფონდი იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტიც ასევეა დაგეგმილი. კერძოდ, ბიუჯეტი ფისკალურად ნეიტრალურია და დამატებით სტიმულს არ აკეთებს აღებული ვალების ხარჯზე, არამედ ნეიტრალურია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. "წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6-პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით", - ნათქვამია რელიზში.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

20 სექტემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია. ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

20 სექტემბერი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

20 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

50 Cent-მა „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს $30 000 დაურიგა. ვიდეო

ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 cent-ი „ინსტაგრამ“ ინფლუენსერის, ჯეი მაცინის კამპანიაში ჩაერთო და ნიუ-იორკში, ქუინსში „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს, $30,000-ზე მეტი დაურიგა. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერი და რეპერი ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და მოგვიანებით 2-ვე მათგანმა ვიდეო საკუთარ გვერდზე დაპოსტა.

20 სექტემბერი 2020, 00:10

სამართალი

პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი 2020, 00:03

მსოფლიო

ახალი ტრენდის მიხედვით, „ტიკ-ტოკერები“ კბილებს იქლიბავენ. ვიდეო

ონლაინ ვიდეო პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ახალ ტრენდში ჩაერთვნენ, რომელიც კბილების გაქლიბვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Uni Lad-ი ავრცელებს. პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს გადაღებამდე განაცხადა, რომ მისი კბილები არაა იდეალური და უსწორმასწოროა და ბიუჯეტშიც შეზღუდულია.

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.