Imedi /  13 თებერვალი 2020, 11:26 / სანდო წყარო

სავალუტო ფონდი: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებული მიგნებებს მოიცავს.

"წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6-პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით", - ნათქვამია რელიზში.

როგორც პრესრელიზში წერია, საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინფლაციის 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2020 წლის ბოლოსთვის შესამცირებლად.

„სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.

მიმდინარე წლის 5-11 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი: 

"საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6-პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი, კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით.

"საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

"2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით, რათა ფისკალური რისკები არ დაგროვდეს. 

"სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს. 

"სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში. სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის", - წერია პრესრელოიზში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს

მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას

ახლახანს არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.

11 ივნისი 2026, 00:26

მსოფლიო

ბელფასტში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიდეო

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი

ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:15

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში

სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს?

ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

10 ივნისი 2026, 23:51

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.

პიტ ჰეგსეტი

10 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს. ამით მან გაიმეორა მუქარა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისში გააჟღერა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:47

პოლიტიკა

პაპუაშვილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას

ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჯო უილსონმა წარადგინა. „რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვევრო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში? ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ? რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთზე და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს? ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასუდ პეზეშკიანი

10 ივნისი 2026, 23:46

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მუქარა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესახებ სისუსტის ნიშანია

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა ძალის ნაცვლად სისუსტის ნიშანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მტკიცედ დახვდება ზეწოლასა და მუქარებს.

ვატო შაქარიშვილი

10 ივნისი 2026, 23:45

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს

“საბჭოთა კავშირი კუბში - ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე”, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

ირაკლი კირცხალია

10 ივნისი 2026, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ყველა კრიტერიუმით

კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

ნანა კაკაბაძე

10 ივნისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი

სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში

ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას. მისივე თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე. ევროპამ ასეთი ტურბულენტობის დროს ბევრჯერ წაიტეხა ცხვირი

გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომის არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ჩანაცვლება ხდება სომხეთით. ასეა ეს?

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება

ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.