10 ივნისი 2026, 23:35 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი შეფასებით, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი

„ყველას გვახსოვს 2 წლის წინ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. ჯერ ოპოზიციონერებმა ატეხეს ცრუ ყიჟინა, რომ ობიექტურ არჩევნებში, მათ მიერვე ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ჯამური გამარჯვება, ოპოზიციამ მოიპოვა. ცოტა ხანში, რეალობის გამოვლენის შემდეგ ოპოზიციონერებმა მყისიერად გადააბრუნეს "პლასტინკა“ და გადავიდნენ იმის მტკიცებაზე, რომ არჩევნები იყო არაობიექტური, გამოირჩეოდა ზეწოლებით, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა (თურმე „ბიულეტენებმა გაჟონეს“), რომ ხელისუფლებამ გამოიყენა „კარუსელები“, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას, დაშინებას და ა. შ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის არათუ „მასობრივი“, არამედ ათეულობით დამადასტურებელი ფაქტებიც კი ვერ იქნა მოტანილი, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე, 2 წელია „ამტკიცებს“, რომ ხელისფლებამ გააყალბა 400 ათასი ხმა და ამიტომ ის არალეგიტიმურიაო.
მართალია, ეუთო-ოდირის დასკვნაში მსგავსი არაფერი თქმულა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდათ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მიმდინარე მძლავრი პიარისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ღია გალაშქრება და საკუთარი პოზიციების დაცვა, რის გამოც ერთი-ორ სიტყვასაც ძლივს ამოილუღლუღებდნენ ხოლმე ანგარიშში მათ მიერვე ასახული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, დადებით მომენტებზე და პედალირებას ახდენდნენ ასევე მათ მიერ ამ არჩევნებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე, რომელსაც არ შეეძლო გავლენა მოეხფინა არჩევნების შედეგებზე.

ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც წინა პლანზე გამოდის პოლიტიკური კონიუნქტურა და ნეიტრალურად სახელდებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არა სამართლიანობის, არამედ ამ კონიუნქტურის ინტერესების მძევალი ხდება, მაშინ ხარვეზები და გადაცდომები დანაშაულის რანგში ადის. და პირიქით, არჩევნების შედეგებზე რეალურად გავლენის მომხდენ დანაშაულებს როცა მორცხვად ხარვეზებად აფასებ, იქ უკვე გასაგებია, რომ ასეთი დამკვირვებელი ორგანიზაციის ობიექტურობა და ნეიტრალურობა ნულს უტოლდება. ამიტომაც ფართო საზოგადოების თვალში, მათაც და მათ მიერ გაკეთებულ დასკვნასაც ჩალის ფასი აქვს.

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების წინა დღეებში ასზე მეტი ოპოზიციონერი დაეპატიმრებინა (მათ შორის დეპუტატობის კანდიდატები), საკონსტიტუციო სასამართლოსგან არჩევნების წინა დღეს მოეთხოვა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ, საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მასობრივად მიეყვანა ჯარისკაცები ხმის მისაცემად, არ გაეხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ (ალბათ გახსოვთ, რა წივილ-კივილი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა ასეთმა „არადემოკრატიულმა“ გადაწყვეტილებამ), კიდევ ათასი მსგავსი უკანონობა და უსამართლობა ჩაედინა. იქნებოდა თუ არა სწორედ ეს ქმედებები დანაშაულად გამოცხადებული ქართული ოპოზიციის მეგობარი ლობისტი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების თუ პოლიტბიუროკრატიის, ხოლო მათი გავლენით ეუთო-ოდირის მხრიდან?

ალბათ აქ კითხვის ნიშნის დასმაც კი უადგილოა, იმდენად აშკარაა, რომ ეს სწორედ ასე იქნებოდა.
სომხეთის შემთხვევაში კი რა ქნა ეუთო-ოდირმა? მან ისაუბრა საარჩევნო პერიოდის პოლარიზაციაზე, სიძულვილის ენაზე და დიდი დრო დაუთმო ზეწოლებზე საუბარს, მაგრამ ზეწოლაზე როდესაც საუბრობდა, თურმე ამაში ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე წარმოებულ, რეალურად არსებულ აშკარა მუქარებსა და ზეწოლებს კი არ გულისხმობდა, არამედ რუსეთის სახელმწიფოს პოზიციებს მოიაზრებდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ ევროკავშირისკენ არჩეული გზა სომხეთისათვის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეზღუდვებს გამოიწვევდა.

ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთის ადვოკატად არ გამოვდგებით, მაგრამ რასაკვირველია, რუსეთსაც, ისევე როგორც ყველა სხვა დიდ ქვეყანას, საკუთარი ინტერესები გააჩნია სომხეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. ყველა სახელმწიფო ყოველთვის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გულშემატკივრობს მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილ ქვეყნებში. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. უცნაური ის არის, რომ ეუთოს მხრიდან ასეთი ზეწოლის წინა პლანზე წამოწევა და სომხეთის არჩევნების მთავარ მინუსად გამოცხადება, იმ დროს, ანალოგიურად, სომხეთის საკუთარი ფავორიტი პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაზე თვალების დახუჭვა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ აყენებს დამკვირვებელთა ობიექტურობას. მით უმეტეს, ეუთო არა ზეწოლად, არამედ სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდა სულ ცოტა ხნის წინ უნგრეთის არჩევნებში ბრიუსელის მიერ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მილიარდების გადაცემის დაპირებას და იმის განცხადებას, რომ თუ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებდა, კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს დაუწესებდა ამ ქვეყანას.

რაც მთავარია, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი“, - წერს სოციალურ ქესელში ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 15:05

თავდაცვა

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

11 ივლისი 2026, 15:04

პოლიტიკა

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ალეკო ელისაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ელისაშვილის ქმედებას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ტერორიზმის მცდელობის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ მედიების მიერ გაშუქებულ ამბებში ისინი ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

11 ივლისი 2026, 14:54

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს

თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება

ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.

დავით მათიკაშვილი

11 ივლისი 2026, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში

რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.

11 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ

დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.

პაველ ჰერჩინსკი

11 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო

რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 14:10

თავდაცვა

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.

11 ივლისი 2026, 14:02

რეგიონი

რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.

ვახტანგ ცაგარელი
მიხეილ სარჯველაძე

11 ივლისი 2026, 13:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

11 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:48

რეგიონი

ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

11 ივლისი 2026, 13:28

მსოფლიო

Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა

რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:06

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.

დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსი

11 ივლისი 2026, 12:59

მსოფლიო

AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 ივლისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.

11 ივლისი 2026, 12:31

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 12:27

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

11 ივლისი 2026, 12:24

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.