imedi /  14 თებერვალი 2020, 14:28 / სანდო წყარო

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში დახმარება აღარ შეუწყდებათ

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

მიმდინარე წლის აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში მათ საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც დაახლოებით 430 ათასი ადამიანი სარგებლობს. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ დასაბუთებულ ცვლილებებს.

გადამოწმების დროს სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მათთვის ეს პერიოდი მაინც მძიმეა, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის მიღება, შემდეგ კი, მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, პროგრამაში მათი მონაწილეობა გაგრძელდეს ან შეწყდეს. ამისათვის დამატებით საჭიროა წელიწადში 5,4 მილიონი ლარი. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორიციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია რამდენიმე უწყებასთან, ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:03

COVID19

ვახტანგ გომელაური: სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატროარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატროარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2020, 14:03

საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას გაუმართლა, რომ ჩვენს პარტიას ხელმძღვანელობს ლიდერი, რომელიც მთელ თავის რესურსს ქვეყნის განვითარებას ახმარს

„ასევე ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ, როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით კი პარტიის ხელმძღვანელის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:00

COVID19

ირაკლი კობახიძე: უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი”ქართუ” გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია

უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ ჭირდება ფაქტს. ,,ფაქტი არის თვითონ კომენტარი - მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც არის მორიგი უპრეცედენტო მაგალითი ისეთი ქველმოქმედების, რაც ბუნებრივია ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალი ხამენეი

09 აპრილი 2020, 13:56

COVID19

აიათოლა ალი ხამენეი: მსოფლიოში კორონავირუსზე უფრო დიდი პრობლემები არსებობს

კორონავირუსი დიდი პრობლემაა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსზე დიდი პრობლემებიც არის, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

09 აპრილი 2020, 13:50

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის მზად არის

სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა აჭარაში მოქმედმა კომპანიებმაც მიიღეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს

ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის განმარტებით, რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:42

საზოგადოება

გიორგი გახარია: გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა

„31 წლის წინ წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილიდან 31-ე წლისთავს.

გიორგი ვაშაძე

09 აპრილი 2020, 13:33

COVID19

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს: ჩემი გუნდის სამოქედო გეგმა გამოიყენეთ, ისარგებლეთ, იმოქმედეთ სწრაფად

საფრთხე რეალურია, მზად ვართ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევის და ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში, - ამის შესახებ აღნიშნულია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში. გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის შექმნილი სიტუაციიდან გამოსაყვანად მისი გუნდის მიერ გაგზავნილი სამოქედო გეგმა გამოიყენონ.

09 აპრილი 2020, 13:28

COVID19

დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობა და ეკონომიკა

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებებიც შეაქვს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

საზოგადოება

პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

აშშ-ში მყოფი ქართველი სკოლის მოსწავლეები საქართველოში სპეცრეისით ჩამოვლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პრემიერის განმარტებით, სასულიერო პირების რისკჯგუფებში შეყვანა რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იმდენად ისეთი გამოწვევაა დღეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი და ყველას ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი, ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:24

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თანხები სრულად მოხმარდება covid-19-თან ბრძოლას. „უნდ გვესმოდეს ერთი რამ, რომ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან. ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:15

COVID19

გიორგი გახარია: მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკოთ 112-ზე

„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID 19-ის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

დეკანოზი შალვა კეკელია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

მამა შალვა: ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი

ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი, - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ფიზიკური სიკვდილის შიშის გამო მთელი მსოფლიო გაჩერდა. ყველა ადამიანისთვის დადგება დრო, როდესაც ის უფლის წინაშე უნდა წარსდგეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

გიორგი გახარია: გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე. „ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.

გიორგი ხოჯევანიშვილი

09 აპრილი 2020, 13:07

COVID19

გიორგი ხოჯევანიშვილი: დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა. „დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება. 9 აპრილი სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულებაა და მან გვაჩვენა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხოჯევანიშვილმა.

ჯუზეპე კონტე

09 აპრილი 2020, 13:06

COVID19

ჯუზეპე კონტე: თავიდანვე მკაცრი კარანტინი რომ დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იმავეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, - აღნიშნა კონტემ.

პედრო სანჩესი

09 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია, ჩვენ ახლოს ვართ ციფრების შემცირებასთან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, „ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია და ქვეყანა ციფრების შემცირებასთან ახლოსაა. ინფორმაციას ამის შესახებ forexlive ავრცელებს. როგორც სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ხანძარი ნელ-ნელა კონტროლს ექვემდებარება“. “რა თქმა უნდა პროცენტულობაში კორონავირუსთან დაკავშირებული შემთხვევები დამაიმედებელია, მაგრამ ათასობით ახალი დაინფიცირებული - არა“, - განაცხადა სანჩესმა.

ლენტეხი

09 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამო საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართება. შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ რეგიონში პანდემიის პრევენციისთვის.