imedi /  27 თებერვალი 2020, 11:30 / სანდო წყარო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

საარჩევნო სისტემა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ.

მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.

„მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას შევძლებთ. პრაქტიკულად, ის წინადადება, რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას, რას სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს.

„მე მოველი, რომ ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემაზე, იმიტომ რომ ვადა იწურება და უნდა ჩამოვყალიბდეთ. უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რას სთავაზობს საზოგადოებას, რას სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენი გუნდი არის 135/15-ზე. ეს არის შეთავაზება, რომელიც ეყრდნობა რეგიონულ პრინციპს. ჩვენი შეთავაზებაა სავალდებულო იყოს არჩევნებში მონაწილეობა და ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კოდექსში“, - აღნიშნა ინაშვილმა.

25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 19:37

მსოფლიო

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარი

13 აპრილი 2021, 19:36

რეგიონი

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ბრენდა სონგი და მაკოლეი კალკინი

13 აპრილი 2021, 19:29

ტაბლოიდი

ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი მამა გახდა

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი ჯერ კიდევ 5 აპრილს, ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ოფიციალური განცხადება მშობლებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს. 40 წლის კალკინმა და 33 წლის სონგმა ბიჭს დაკოტა დაარქვეს.

ელენე ღუბიანური

13 აპრილი 2021, 19:23

რეგიონი

„ენკას“ წარმომადგენელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი

„ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის“.

ლევან კორღალიძე

13 აპრილი 2021, 19:14

სპორტი

ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რაც დღეს როგორც კორღალიძემ, ასევე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

13 აპრილი 2021, 19:01

COVID19

ინდოეთმა რუსული ვაქცინა დაამტკიცა

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანამ, ინდოეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ დაამტკიცა. „ინდოეთი გახდა მე -60 ქვეყანა, სადაც, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დადებითი შედეგების შემდეგ, ვაქცინა „სპუტნიკი“ დაარეგისტრირეს“ - წერის ვაქცინის Twitter-გვერდზე.

ლევან რატიანი

13 აპრილი 2021, 18:42

COVID19

ლევან რატიანი: ვაქცინაცია ერთადერთია, რასაც სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია

„ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს. პანდემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველამ ერთი მიზანი უნდა დაისახოს, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ვაქცინა არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:36

COVID19

საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

13 აპრილი 2021, 18:33

სამართალი

პროკურორი: ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკანორ მელიასთან მიმართებით, შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე ან გამოყენებაზე არ ჩამოუყალიბებია

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, - განაცხადა გულუაშვილმა.

ლევან რატიანი

13 აპრილი 2021, 18:26

COVID19

როდის აიცრება ლევან რატიანი

„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა - 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:26

ეკონომიკა

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

​​​​​​​თიბისისა და ვიზას ინიციატივით, ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად, ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით, კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს.

13 აპრილი 2021, 18:19

მსოფლიო

ბლინკენი: დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე და ჯიმ რიში

13 აპრილი 2021, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება

დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

თამთა მეგრელიშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

თამთა მეგრელიშვილი: ჩინური ვაქცინით აცრა 40 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა

საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი წერს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ხალხი დამატებით შეზღუდვებს ვერ გაუძლებს, ჩვეული ცხოვრებისკენ დაბრუნების წინაპირობად კი რეგულაციების დაცვასა და მოსახლეობის ვაქცინაციას მიიჩნევს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2021, 18:10

მსოფლიო

16 აპრილს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნამახვანი

13 აპრილი 2021, 18:01

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისთან გზის გადაკეტვას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები გუმათჰესიდან დაიძრნენ და კომპანიის ოფისთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავენ.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 18:01

COVID19

პაატა იმნაძე: სერბეთის შემთხვევაში, ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ვაქცინებს

საინტერესოა სერბეთის გამოცდილება. ამ ქვეყანას ყველა ვაქცინა აქვს: „ფაიზერიც“, „ასტრაზენეკაც“, რუსული ვაქცინაც და ჩინური „სინოფარმიც“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - დანარჩენ სამს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

13 აპრილი 2021, 17:51

COVID19

ტყიბულში, ქელეხში 10-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

„ეს მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოგვიჩნდა კლასტერები. ეს კლასტერები დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან, ქელეხთან. საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ ვერ შევალთ ყველა ოჯახში და იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

13 აპრილი 2021, 17:48

სამართალი

შრომის ინსპექციამ კოსტავას N25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა

შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად თბილისში, კოსტავას N25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს „ოცნება-2“ დალუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ პირველ აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.