27 თებერვალი 2020, 14:39 / სანდო წყარო

ნინო ბურჯანაძე: ჯერჯერობით იმ ვარიანტების მოთელვა იყო, რაზეც შეთანხმება შეიძლება

ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე

ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარი პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ მინიმუმ 40 პროცენტი უნდა მიიღოს, რათა მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ჰქონდეს. „კონკრეტული ციფრები და ფორმულები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით იმ ვარიანტების მოთელვა იყო, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. მთავარი პრინციპი 40 პროცენტია, ამის ფარგლებში არის სხვადასხვა ვერსია როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე, 130/20-ზე. ეს სხვადასხვა ვარიანტია. მთავარია, აქ იყოს ისეთი მექანიზმები ჩადებული, პირველი, პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება თუ მას მოსახლეობის 40 პროცენტი მაინც არ უჭერს მხარს და მეორე ის, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პროპორციულთან ის ციფრები, რომელიც საბოლოოდ შეჯერდება. ამ ეტაპზე კვლავ დღის წესრიგში არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრა რჩება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110/40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 18:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 18:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

07 აპრილი 2020, 18:07

COVID19

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 18:05

სამართალი

იმერეთში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს მოგების 30%-ის გადახდას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.

ალექსანდრ ლუკაშენკო

07 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: მზად ვარ, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად ვუმკურნალო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად უმკურნალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბელარუსის მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკვე იმსჯელა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად წავიდოდნენ და საავადმყოფოში იმუშავებდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

მთვარე

07 აპრილი 2020, 17:42

მსოფლიო

რუსეთი აშშ-ს სხვა პლანეტების ტერიტორიების აგრესიული მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მთვარის და სხვა ციური სხეულების კომერციულ ათვისებას უჭერს მხარს. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, ქვეყნის პოლიტიკა კი კოსმოსის კომერციული ათვისების სტიმულირებას უნდა უწყობდეს ხელს.

კაილი ჯენერი

07 აპრილი 2020, 17:37

ეკონომიკა

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა დაასახელა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება. პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი და კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა.

07 აპრილი 2020, 17:21

COVID19

პარიზში დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალა

პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. კერძოდ, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება. პარიზის მერიაში ასევე აღნიშნეს, მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებენ.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ უნდა გაძვირდეს

„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 17:11

რეგიონი

მაშველებმა ცაგერში, წყალში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პოლონეთი სეიმი

07 აპრილი 2020, 17:08

მსოფლიო

პოლონეთის სეიმმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემას დაუჭირა მხარი

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:07

COVID19

ლევან დავითაშვილი: თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს, გააგრძელებენ მუშაობას

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახლში მკურნალობა პაციენტის ბედის ანაბარა დატოვებას არ ნიშნავს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა. მისივე თქმით, სახლში მკურნალობა არ ნიშნავს პაცინეტის ბინაზე დატოვებას და ოჯახის წევრებთან ყოფნას.

ნინო გუგუშვილი

07 აპრილი 2020, 16:54

COVID19

ნინო გუგუშვილი: ოჯახი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა, თვითიზოლაციაშია

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

07 აპრილი 2020, 16:51

COVID19

იტალიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის ექიმთა ასოციაციაში განაცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:48

COVID19

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 ახალშობილი დაინფიცირდა

რუმინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიმიშოარას საავადმყოფოში 10 ახალშობილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ნელუ ტერატუს თქმით, ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედეცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ. მისივე თქმით, ახალშობილების დედებს ანალიზები აუღეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 16:46

სამართალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაშია შესაძლებელი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან ერთად, გასაჩივრება ამ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:39

COVID19

პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი მოყვანილი ყვავილების თაიგულები ექიმებს გაუგზავნეს

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

07 აპრილი 2020, 16:37

COVID19

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე კორონავირუსით ინფიცირებულ სტიქაროსანზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არის ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის. „ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის,“ - აცხადებს მამა სერაფიმე.

07 აპრილი 2020, 16:34

COVID19

NYT: „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცეტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.