imedi /  25 მარტი 2020, 16:03 / სანდო წყარო

ასლან ბჟანია: აფხაზეთსა და საქართველოს მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი მოედანი სჭირდება

ასლან ბჟანია

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი მოედანი სჭირდებათ.

„ქართველები და საქართველო ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, დიდი რაოდენობით კონტაქტი გვაქვს მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს. ხალხს სხვადასხვა პრობლემა უჩნდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს უწევს იქ წასვლა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ისეც ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენები საქართველოში იმალებიან. პირიქითაც ხდება. ასევე მოგეხსენებათ, რომ ენგურის ჰესს ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყველა სიახლე

30 მარტი 2020, 13:18

COVID19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო აღნიშნული პრეპარატების გამოყენებას საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მკურნალობისთვის.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 13:14

COVID19

აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში გადაყვანილ პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს

„განყოფილებაში აჟამად მოთავსებულია სამი პაციენტი, მათგან ერთი კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევაა, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კი დაკვირვების ქვეშაა და მის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

დარღვევა ჯარიმა

30 მარტი 2020, 13:10

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:01

სამართალი

სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

30 მარტი 2020, 12:54

COVID19

კორონავირუსის გამო 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

კორონავირუსის გამო მსოფლიოში მილიარდნახევარზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ იუნესკო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 160-ზე მეტმა ქვეყანამ სრულად, 24-მა ქვეყანამ კი ნაწილობრივ შეაჩერა. ჯამში გადაწყვეტილება მოსწავლეთა და სტუდენტთა 87%-ს შეეხო.

ნავთობის ფასი

30 მარტი 2020, 12:52

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ BBC წერს. Brent-ის მარკის საწვავის ღირებულებამ ბოლო 24 დღის განმავლობაში 7,9 დოლარით დაიკლო და ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 23,03 დოლარით განისაზღვრა. 20 დოლარამდე დაეცა WTI-ის მარკის საწვავის ღირებულებაც.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 12:51

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა მოქალაქის პასუხი უარყოფითია

ჰოსპიტალში ვინც იმყოფებოდა და დასკვნებს ველოდით, ყველასთან პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს, გუშინდელი მომართვიანობიდან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი, 7 პაციენტთან რამდენიმე ხანში თბილისიდან პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

30 მარტი 2020, 12:47

COVID19

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე ადამიანმა დატოვა

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი გავიდა, შესაბამისად, ჯანმრთელი ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის კარანტინში რჩება 2000-მდე მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 200-მდე პირია. აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა შექმნილი.

30 მარტი 2020, 12:42

COVID19

ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: ონკოპაციენტები განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არიან, თუ ყველა წესს იცავენ

ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი არანაირი განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არის, თუ ის კონტროლის ქვეშაა და იცავს ყველა წესს, რაც ზოგადადაა გაცემული, - ამის შესახებ ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე არც ერთი ადამიანისთვის კორონავირისის დიაგნოზი არ დაუსვამთ.

30 მარტი 2020, 12:41

COVID19

კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი „თელავის ღვინის მარანს" ესტუმრნენ.

კორონავირუსი ჩინეთი

30 მარტი 2020, 12:41

COVID19

ჩინეთში კორონავირუსისგან 75 770 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც დაავადებულთა 93 პროცენტია

ჩინეთში ჰუბეის პროვინციაში და ქალაქ უჰანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 მარტი 2020, 12:40

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი. ვიდეო

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ჩანს, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი და სხვადასხვა ზედაპირიდან ადამიანს გადაედება.

30 მარტი 2020, 12:38

ეკონომიკა

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამუშაოები სპეციალური წესების დაცვით მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

გეგმური დასუფთავება მშვიდობის ხიდზე

30 მარტი 2020, 12:36

COVID19

მშვიდობის ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს ატარებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება. ამასთან, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

ლევან რატიანი

30 მარტი 2020, 12:34

COVID19

ლევან რატიანი: სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მცნება მოგზაურობის ამოაგდო და აქედან გამომდინარე ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია, ანამნეზი - ცხელება პლიუს სუნთქვის უკმარისობა - კორონავირუსზე გამოკვლევას ექვემდებარება“, - აღნიშნა რატიანმა.

ელტონ ჯონი

30 მარტი 2020, 12:31

COVID19

ელტონ ჯონი: როდესაც ეს რთული პერიოდი ჩაივლის, წინ უკეთესი დღეები გველოდება

ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა სახლიდან ონლაინ კონცერტი გამართა და თაყვანისმცემლები გაამხნევა. ამის შესახებ გამოცემა Billboard-ი წერს.

30 მარტი 2020, 12:25

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის გამო 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იზოლაციაშია

ბოლო 1 კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფებიან. AFP-ის ცნობით, 29 მარტის მონაცემებით, ეს ზომა 78 ქვეყაბაში არანაკლებ 3 მილიარდ 381 მილიონ ადამიანს შეეხო. ეს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 43%-ია. სააგენტოს ინფორმაციით, 48 ქვეყანაში კარანტინი სავალდებულო ზომაა.

ნელი ხიზანიშვილი

30 მარტი 2020, 12:12

COVID19

თვითიზოლაციის შესაძლებლობის არქონის გამო ერთი ადამიანი კახეთიდან თბილისშია გადაყვანილი

თვითიზოლაციის შესაძლებლობების არქონის გამო, ერთი მოქალაქე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო თბილისშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფრომა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის 9 საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების რაოდენობა 580-დან 603-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში მყოფი ადმიანების რაოდენობა კი 227-მდე შემცირდა, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 83-ს მოეხსნა.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 12:10

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში სასურსათო კრიზისის საფრთხე არ არსებობს

მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, ქვემო ქართლში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, იმ შეზღუდვების დაცვით, რაც დაწესებულია, ყველა მიმართულებით: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, აგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სასურსათო კრიზისის საფრთხე არ არსებობს.

მაკა სოლოღაშვილი

30 მარტი 2020, 12:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში შვიდი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირება დღეს მხოლოდ ორი პაციენტს ჩაუტარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ კვლევაში ჩართული შვიდივე პაციენტის ტესტირების პასუხები უარყოფითია. „გუშინ კვლევაში ჩართული 7 პაციენტის ტესტირებაზე ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს მხოლოდ ორი პაციენტის ტესტირება ჩატარდა და პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი“, - განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.