კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს
კარლ ჰარცელი
ფოტო: Twitter
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს გამოეხმაურა. შესაბამის განცხადება ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - განაცხადა ჰარცელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
2019 წლის 20 ივნისს საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 02:13
სპორტი
საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
ბოსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
10 ივლისი 2026, 01:30
მსოფლიო
Radio France Internationale: 7 ივლისიდან ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია მძღოლის მონიტორინგის კამერის გარეშე შეუძლებელი გახდა - კრიტიკოსები ევროპელ კანონმდებლებს პირადი თავისუფლებების ხელყოფასა და „თვალთვალის კამერების“ დანერგვის გამო აკრიტიკებენ, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეულ რისკებს აჩენს
2026 წლის 7 ივლისიდან ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია მძღოლის მონიტორინგის კამერის გარეშე შეუძლებელი გახდა, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale (RFI).
10 ივლისი 2026, 00:39
მსოფლიო
ზელენსკი: ვიშნევოეში საბრძოლო მასალის საწყობი იყო, მტერმა ამ საწყობზე მიიტანა იერიში - ბევრი ადამიანი დაშავდა და დიდი დანაკარგია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევოეში რუსული თავდასხმის შედეგად აფეთქდა „უკრობორონპრომის“ ერთ-ერთი საწარმოს საბრძოლო მასალის საწყობი.
10 ივლისი 2026, 00:20
მსოფლიო
ზელენსკი: ნატოში გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას
საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წლებით იზომება, როდესაც ყველა ლიდერი მსჯელობს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
10 ივლისი 2026, 00:08
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს - უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში და ამის შესაბამის შედეგებს ყველა ხედავს
ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეცვალა თუ არა დონალდ ტრამპთან შეხვედრამ მისი ხედვა უახლოეს მომავალში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
10 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ვინმემ თქვა ევროპაში, რომ შუა დერეფანი არ სურთ?! კი, ერთი-ორჯერ საქართველო არ ახსენეს და რა თქმა უნდა კომიკური იყო, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მათთვის სასარგებლო არაა
ვინმემ თქვა ევროპაში რომ დერეფანი არ სურთ?! კი, ერთი ორჯერ საქართველო არ ახსენეს და რა თქმა უნდა კომიკური იყო, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მათთვის სასარგებლო არაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
10 ივლისი 2026, 00:05
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: იქნებ ვცადოთ ნეიტრალიტეტი, ვცადოთ „ნეიტრალური საქართველოს“ მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან თანამშრომლობაზე
იქნებ ვცადოთ ნეიტრალიტეტი, ვცადოთ ნეიტრალური საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მიმართული როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან თანამშრომლობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კოტე ჟღენტმა. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო პროცესები ლიბერალურ-გლობალისტურ ძალებსა და კონსერვატორულ ძალებს შორის ბრძოლაა.
09 ივლისი 2026, 23:56
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე: „მოღალატეები, აგენტები“ - ამ სიტყვებს ატრიალებდნენ. საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ეკუთვნის ეს იარლიყი - იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანა ომის მოჯადოებული წრიდან გამოიყვანონ და ორგანიზაციებს თავისი სახე შეუნარჩუნდეს, თუ იმათ, ვისაც ამ მოჯადოებულ წრეში უნდათ ქვეყნის დატოვება
რაც უფრო მძიმედ აქვთ ქვეყნის შიგნით საქმე, მით უფრო გაცხოველებულია საგარეო მიმართულებით მათი ძალისხმევა და მცდელობები. დღესაც ამას ვხედავთ, რომ შიგნით არაფერი სათქმელი საკუთარ მოსახლეობასთან არ აქვთ და ასე ჯო უილსონის და ვიღაცების რეზოლუციებით ცდილობენ გარედან დაზაფრონ მოსახლეობა, რომ თითქოს რაღაც ხდება. სინამდვილეში, რაც მოხდა, მოხდა ის, რომ წერტილი დაესვა საერთაშორისო სამართალს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
09 ივლისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავისივე „ოდირის“ დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან „ოდირს“, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში, რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და განსაჯონ, რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში
თავისივე ოდირის დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან ოდირს, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში და რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და იყვნენ უმაღლესი მსაჯულები, თავად განსაჯონ რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
09 ივლისი 2026, 23:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებაზე საუბრისას. მისივე თქმით, პროტესტის შემდეგ ბევრი დაინტერესდა რას ნიშნავდა საქართველოს ნაბიჯი.
09 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 23:41
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
09 ივლისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი
არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ რაღაც კენჭისყრა იმართებოდა, მერე მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - ხომ იცით ყველანი პოლიტიკოსები ვართ, რა ვქნათ. რომ ვეუბნებით, რომ აყალბებთ თქვენსავე, ოდირის დასკვნის ჩანაწერებს. ბოლოს იყო ასე, რომ რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
09 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში
ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჰააგში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას. მისივე თქმით, ის პერიპეტიები, რაც მიმდინარეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამ კონტექსტშია განსახილველი.
09 ივლისი 2026, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს
აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივლისი 2026, 22:33
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.
09 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: განვსაზღვროთ რა ნაბიჯებს ვდგამთ, თუ ნეგატიურად წავიდა ყველაფერი და არც 2028 წლისთვის და არც 2030 წლისთვის არ შეიცვალა ევროკავშირი და იგივე განაგრძო. აი, მაშინ საქართველო რას აკეთებს? ისევ ვაცხადებთ იმას, რომ გინდა თუ არა მივდივართ ევროკავშირში, როგორიც არის ისეთში და როგორც გვექცევა ისეთში?!
ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ როდისმე ისინი შეწყვეტენ მოთხოვნას, რომ შევცვალოთ ჩვენი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ნარატივს, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. პირიქით, მგონია, რომ კიდევ გაძლიერდება ეს წნეხი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
09 ივლისი 2026, 22:13
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ომი არ დასრულებულა - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერნი უნდა დავრჩეთ
ისრაელის ძალები ლიბანში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
09 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღებაზე: ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის
ევროპარლამენტის წევრმა, ფიდიას პანაიოტოუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღება რეალობად იქცა.
09 ივლისი 2026, 21:39
საზოგადოება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ


