ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებაზე არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ
ოთარ ფარცხალაძე
ლაშა თორდია
ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მესამე სექტორი ეხმაურება. 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ნათქვამია, რომ გენერალური აუდიტორის მაკომპრომეტირებელი ვიდეო საეჭვოდ გავრცელდა. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ვიდეო შესაძლოა ინციდენტის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობაა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ უწყებას ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა. დღემდე დადგენილი არ არის ვიდეოს ავთენტურობა და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. ვიდეოს გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტის გამოძიებას და შესაძლოა, აქტუალობის გადაფარვის მცდელობაა. ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, რაც შესაძლოა სამართალდამცავი სისტემის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეოს გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის განცხადება ლაშა თორდიას შეუფერებელ ქცევაზე. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეოს არსებობის შესახებ. მისი განცხადება შესაძლოა შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინების და მასზე ზემოქმედების მცდელობად. ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის ვიდეოსთან. ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ. ბოლო პერიოდის მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზებაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს. ვიდეოს ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, ინციდენტს უნდა მოყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირება. მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად. უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.
ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“. თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.
17 აგვისტო 2026, 20:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
17 აგვისტო 2026, 20:24
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
17 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.
17 აგვისტო 2026, 20:08
პოლიტიკა
გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.
17 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე
ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
17 აგვისტო 2026, 19:45
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.
17 აგვისტო 2026, 19:39
რეგიონი
მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.


