პროკურატურა: ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წარედგინა
ოთარ ფარცხალაძე
ფოტო: არქივი
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წარუდგინეს.
„საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას“, - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
მისივე ინფორმაციით, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.
პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც გამოიკითხება.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშრებით ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს გირაო შეეფარდა. პარალელურად ლაშა თორდიას ადვოკატებმა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება მოითხოვეს.
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას მხოლოდ 37 დღის განმავლობაში მართავდა და არც მანამდე და არც მერე პრესასთან საჯარო კომუნიკაციის ინტერესი არ გამოუჩენია.
ფარცხალაძის გვარი დაკავშირებულია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსთან ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებასთან და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში სპორტის ყოფილ მინისტრთან ასევე შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებასთან.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2024, 21:22
სპორტი
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
10 სექტემბერი 2024, 21:10
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია და ნიშნავს შენგენის ზონის დე ფაქტო შეჩერებას.
10 სექტემბერი 2024, 21:07
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოურო ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?
10 სექტემბერი 2024, 20:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს
რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.
10 სექტემბერი 2024, 20:54
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი
„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
10 სექტემბერი 2024, 20:53
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.
10 სექტემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი
ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
10 სექტემბერი 2024, 20:46
საზოგადოება
პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია
ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
10 სექტემბერი 2024, 20:22
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
10 სექტემბერი 2024, 20:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საქართველოს დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან
საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
10 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა
დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას.
10 სექტემბერი 2024, 20:02
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს. LIVE
ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.
10 სექტემბერი 2024, 19:59
მსოფლიო
ბაიდენი სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავს.
10 სექტემბერი 2024, 19:32
მსოფლიო
საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს
საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში ექსპორტს ევროპის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2024, 18:56
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად უნდა 2025 წლის ბოლოსთვის.
10 სექტემბერი 2024, 18:45
საზოგადოება
ალექსანდრე მესხი მათემატიკის XIV კონფერენციაზე: წელს გვყავდა რეკორდულად ბევრი მომხსენებელი და მონაწილე მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ისინი არიან თავიანთი დარგის გამორჩეული სპეციალისტები
წელს გვქონდა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა, ის მიეძღვნა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის დაარსებიდან 100 წლისთავს. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტრადიციები გააჩნია ქართულ მათემატიკურ სკოლას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ მეცნიერმა, მათემატიკოსმა ალექსანდრე მესხმა.
10 სექტემბერი 2024, 18:38
საზოგადოება
ალექსანდრე მესხი: საქართველოში მათემატიკის სპეციალური სკოლები გვაქვს, ბევრი მათი მოსწავლე სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტს ირჩევს. რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან
„როგორც წესი, კომპიუტერულ მეცნიერებაში დაინტერესება მეტია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მოთხოვნა მათზე მეტია. სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეუძლიათ მაღალანაზღაურებად კომპანიებს მიმართონ და გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. რაც შეეხება მათემატიკას, საქართველოში ყოველთვის იყო მის მიმართ ინტერესი. ჩვენთან როგორც წესი, ყოველწლიურად 20 ადგილია გამოყოფილი. მოდიან ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. მოგეხსენებათ, საქართველოში მათემატიკის სპეციალური სკოლები გვაქვს, ბევრი მათი მოსწავლე სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტს ირჩევს. რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან“ , - აღნიშნა პროფესორმა.