imedi /  04 მაისი 2020, 19:00 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაშია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„რეალურად, მართლაც როცა იყო საქმე გასაკეთებელი, ოპოზიცია მაშინ არიდებდა თავს მუშაობას და გამოცხადებული ჰქონდათ ბოიკოტი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„მართლაც, რომ ღიმილის მომგვრელია და როცა საქმე იყო გასაკეთებელი, მაშინ არიდებდნენ თავს მუშაობას და გამოცხადებული ჰქონდათ ბოიკოტი, ახლა და როდესაც სხვა რეჟიმში უწევს პარლამენტს მუშაობა, მოინდომეს ბოიკოტიდან გასვლა, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია.

ზოგადად, სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში, ოპოზიცია ერთი დღე არ ყოფილა საქმეზე კონცენტრირებული, ეს არ იყო მათი ამოსავალი წერტილი, ისინი დამატებილი ქულების დაწერაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ახლა არის ვითარება, როდესაც, ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის საქმე, კონრეტულად, პანდემიისა და ეკონომიკური პრობლემის დაძლევა.

არავის აინტერესებს, დღეს ვინ დაიწერს პოლიტიკურ ქულებს, მმართველი პარტია თუ ოპიზიცია. ამ ვითარებაში კი, როდესაც ისინი მხოლოდ ქულების დაწერაზე არიან ორიენტირებულნი, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამის გამოვლინებაა მათი განცხადებებიც პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, პარლამენტს საგანგებო რეჟიმში უწევს გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად შეზღუდულ ფარგლებში ტარდება საკომიტეტო და პლენარული სხდომები.

„ასეთია პრაქტიკა დემოკრატიუ სივრცეში, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები შეასრულოს.

ყველა სიახლე

მაგოტი მიამუნი გიბრალტარი

30 მაისი 2020, 18:14

მსოფლიო

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მაიმუნებთან შეხება აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

ბარსელონა

30 მაისი 2020, 17:56

სპორტი

„ბარსელონამ” სელექციის სამსახურის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა

პარალელურად კი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იმედგაცრუებულია ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებით და სელექციონერების სამსახურიდან გაშვებაც ამას უკავშირდება.

დუბრიკ ფოტრაპოვი

30 მაისი 2020, 17:50

ეკონომიკა

AE SOLAR GEORGIA-ს გენდირექტორი: საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დუბრიკ ფოტრაპოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

ხის მოჭრა ტყე

30 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 17:42

ეკონომიკა

საფრანგეთის ელჩი: ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პიზის კოშკი ტურისტები

30 მაისი 2020, 17:25

მსოფლიო

სამთვიანი პაუზის შემდეგ პიზის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

ღირშესანიშნაობის დათვალიერება ერთდროულად მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია. ამასთან, ყველა მათგანმა პირბადე და სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა უნდა ატაროს, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როცა ადამიანებს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლებია.

30 მაისი 2020, 17:12

საზოგადოება

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსით“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსისას“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით პარლამენტის მიერ მიღებულ ტყის ახალ კოდექსს არასამთავრობები ეხმაურებიან.

კარლო ამირგულაშვილი

30 მაისი 2020, 17:04

პოლიტიკა

კარლო ამირგულაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, „ტყის კოდექსი“ ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იყო, რომ ტყის კოდექსი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა გადაცემასთან „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას.

ევროკავშირი დროშა

30 მაისი 2020, 16:59

მსოფლიო

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანმოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

„გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო ძალისხმევით ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

სუსი

30 მაისი 2020, 16:56

სამართალი

სუსი: გარკვეული ჯგუფები ქვემო ქართლსა და კახეთში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

30 მაისი 2020, 16:47

COVID19

მაია ბუწაშვილი საბურთალოს კლასტერზე: შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთ წყაროსთან არის კავშირში

შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ამ შემთხვევების კლასტერი ცნობილია და ერთ წყაროსთან არის კავშირში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

საბერძნეთი ციხე

30 მაისი 2020, 16:47

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საკნებში ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა

საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკნებში ტელევიზორები, მაცივრები და კონდიციონერები, საკნების საპირფარეშოებში კი ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

მაია ბუწაშვილი

30 მაისი 2020, 16:46

COVID19

მაია ბუწაშვილი: ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ

ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ, ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მართალია, ბოლო პერიოდში იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე მივეჩვიეთ, მაგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთიდაიგივე კონტაქტთან არის დაკავშირებული და კონტროლირებადია სიტუაცია.

კორონავირუსი ბელარუსი

30 მაისი 2020, 16:45

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის 894 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 41 658-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 229 პაციენტი გარდაიცვალა.

30 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.

მაია ბუწაშვილი

30 მაისი 2020, 16:44

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამის აუცილებლობა არ არის

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დახურულ სივრცეში კონდიციონერების აკრძალვის მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ სიცხეში პირბადეების მოხმარება კიდევ უფრო რთული იქნება.

30 მაისი 2020, 16:42

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში დაუდგენელი პირების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ბურკინა-ფასოში მოვაჭრეების სატვირთო ავტომობილზე თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2017 წლიდან ბურკინა-ფასოში „ალ-კაიდას“ ტერორისტურ დაჯგუფების თავდასხმები გახშირდა, თუმცა, კოკრეტულ შემთხვევაზე დაჯგუფებას ჯერ პასუხიმგებლობა არ აუღია.

30 მაისი 2020, 16:30

COVID19

უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში? - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასება

მთელ მსოფლიოში უამრაცი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის.

30 მაისი 2020, 16:15

მსოფლიო

ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ჩვენმა ოფიცრებმა უკანონო საპროტესტო აქციების 200-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობას ბრალს გზების ბლოკირების მუხლით წაუყენებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რომან კაკულია

30 მაისი 2020, 16:12

ეკონომიკა

რომან კაკულია თვითდასაქმებულებზე: პირველ რიგში, ეს სწორედ მისთვის არის პრობლემა

რა ზომისაა არაფორმალური სექტორი და ჩრდილოვანი ეკონომიკა, რას კარგავს აღურიცხავი სექტორის გამო ბიუჯეტი და რას კარგავენ რეგისტრაციის გარეშე მყოფი მოქალაქეები. ამ თემაზე იყო საუბარი გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“. ანტიკრიზისულ გეგმაში სოციალური დახმარების პაკეტის დეტალებმა თვითდასაქმების და უფრო კონკრეტულად არაფორმალური დასაქმების თემა საქართველოში აქტუალური გახადა.