ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი და ანდერს კნაპე ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას დადებითად აფასებენ
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი
ანდერს კნაპე
ფოტო: COE
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას დადებითად აფასებენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაცია დადებითად აფასებს საქართველოს თავმჯდომარეობის ინოვაციურ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები. კონგრესის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ მიუხედავად კოვიდმაპდემიისა შეძლო თავმჯდომარეობის ღირსეულად წარმართვა.
„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო საქართველოდან, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგმართავთ დღეს, როდესაც სრულდება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადა. ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მუშაობა თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად რთული იყო თქვენთვის მუშაობა COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში. თუმცა, თქვენ შეძელით ძალიან კარგად შეგესრულებინათ თქვენი სამუშაო. ბედნიერი ვარ, რომ თებერვლის თვეში მომეცა შესაძლებლობა ოფიციალური ვიზიტით ვწვეოდი საქართველოს და შევხვედროდი ახალგაზრდებს, ევროპისა და საქართველოს მომავლის განსახილველად. ვიზიტის დროს, ასევე შევხვდი მინისტრებს, ვიცე-პრემიერს, თბილისის მერს და საქართველოში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ასოციაციის ხელმძღვანელობას.
ეს ვიზიტი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მოხარული ვარ, რომ თქვენ მიყვებით დეცენტრალიზაციის პროცესს, ითვალისწინებთ კონგრესის რეკომენდაციებს და თვალყურს ადევნებთ კონგრესის მიერ თქვენ ქვეყანაში გასული წლების მანძილზე განხორციელებულ მონიტორინგისა და პოსტ-მონიტორინგის აქტივობებს. მე თქვენი მადლიერი ვარ ამისთვის.
ასევე მადლიერი ვარ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ახორციელებს კონგრესის სამუშაოში ჩართვისა და საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მომეცემა საშუალება დავბრუნდე თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობილი ადამიანებით. ველი თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ!“ - აცხადებს ანდერს კნაპე.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი მადლობას უხდის საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის.
„ასევე მსურს მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ზალკალიანს და მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს ამ რთულ პერიოდში მინისტრთა კომიტეტის ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მინისტრთა კომიტეტი კონვენციის სისტემის უტყუარობისა და სიცოცხლისუნარიანობის გარანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. მე პირადად მივიღე მონაწილეობა როგორც 27 თებერვალს თქვენ მიერ ორგანიზებულ დიდ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს, ასევე ამ კვირაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაში, ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივებია და მე მინდა ეს მოგილოცოთ. თქვენ ამ ურთულეს პირობებში გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ.
მადლობა საქართველოს!“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 09:30
საზოგადოება
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა - ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების მოწვეულ სტუმრებს შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
26 მაისი 2026, 09:26
საზოგადოება
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.
26 მაისი 2026, 09:23
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 მაისი 2026, 09:21
საზოგადოება
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:19
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
26 მაისი 2026, 09:12
პოლიტიკა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:07
საზოგადოება
ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში
26 მაისი ჩვენი იდენტობის, დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის კიდევ ერთი საზეიმო დღეა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
26 მაისი 2026, 09:05
საზოგადოება
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:56
პოლიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:54
პოლიტიკა
მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:53
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:48
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:46
საზოგადოება
„დღის პირველი ნახევარი იქნება ძირითადად საბავშვო აქტივობებით დატვირთული, ხოლო მეორე ნახევარი მიეძღვნება უფროსებს - სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შეფები ვიზიტორებს 26 მაისისთვის შექმნილ მენიუებს შესთავაზებენ“ - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში
თბილისის მერიის სახელით ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ორბელიანის მოედანზე, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.
26 მაისი 2026, 08:38
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
26 მაისი 2026, 08:30
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:26
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
26 მაისი 2026, 08:19
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
26 მაისი 2026, 08:13
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა. აქტივობები დილიდან საათიდან დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამები დახვდებათ.


