IMEDI /  18 მაისი 2020, 21:44 / სანდო წყარო

მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაწესდება

გურამ მაჭარაშვილი

მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ეს საკითხი ხვალ, ბიუროს სხდომაზე განიხილება.

გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა, რომ შესაძლებელია, გარკვეული ტიპის შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც დარჩეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, რათა პანდემიასთან ბრძოლის პოზიტიური შედეგი არ დავკარგოთ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ არ გახდეს აუცილებელი და დისკომფორტი არ შეექმნას საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, კანონმდებლობაში უნდა იყოს ისეთი ცვლილებები, რომელიც მისცემს საშუალებას მთავრობას, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე დააწესოს საკარანტინო ზონა.

„ან გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვა ტიპის უფლებების შეზღუდვა, თუკი ეს გახდა საჭირო COVID- 19- ის გავრცელებასთან დაკავშირებით'', - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2020, 14:00

COVID19

ხვალიდან საქართველოში დახურული სივრცის რესტორნებიც გაიხსნება

8 ივნისს საქართველოში შეზრუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან რესტორნები მუშაობას სრული დატვირთვით მუშაობას შეძლებენ. 1-ლი ივნისიდან საქართველოში მხოლოდ ღია სივრცის მქონე რესტორნებს შეეძლოთ სტუმრების მიღება, ხვალიდან კი დახურული სივრცის გამოყენებასაც შეძლებენ.

ნადეჟდა ევსტუხინა

07 ივნისი 2020, 13:53

სპორტი

დოპინგის გამოყენება კიდევ სამ რუს სპორტსმენს დაუმტკიცდა

დოპინგის გამოყენება კიდევ სამ რუს სპორტსმენს დაუმტკიცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Insidethegames ავრცელებს. მძლეოსნების, ნადეჟდა ევსტუხინას, ოლეგ ჩენისა და დავიდ ბეჯანიანის ანალიზებში აღმოჩნდა დეჰიდროქლორომეთილტესტერონის ნივთიერება მეტაბოლიტი, რომელიც ანდროგენულ-ანაბოლური სტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება.

07 ივნისი 2020, 13:17

მსოფლიო

ისრაელში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები დაიწყო

„არა - ანექსიას, არა ოკუპაციას, კი - მშვიდობასა და დემოკრატიას“ - ისრაელის ქუჩებში ამ წარწერებით ბანერები გამოჩნდა. მემარცხენე მომიტინგეები აპროტესტებენ ქვეყნის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას, რომლის თანახადაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირება უნდა დაიწყოს.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 13:03

საზოგადოება

მეუფე გრიგოლ კაცია, ბალდის ეკლესიის წინამძღვარზე: თუ მეტყვის მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს და იტყვის შემინდეთო დაუბრუნდება მღვდელმსახურების ჩატარების უფლება

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ბალდის ეკლესიის წინამძღვარს, მამა ათინოგენეს საღმრთო ლიტურგიის ჩატარების უფლებას მაშინ აღუდგენს, როცა სასულიერო პირი მიტევებას ითხოვს და უწმინდესს ლოცვებში მოიხსენიებს, - ასე გამოეხმაურა მეუფე გრიგოლ კაცია მის ეპარქიაში შემავალი ბალდის ეკლესიის წინამძღვრისთვის საღმრთო ლიტურგიის შეჩერება-აღდგენის საკითხს.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა. ,,სამწუხაროდ არის განხეთქილება. სამწუხაროდ, როცა მოვედი ამ ეპარქიაში დიდი აგრესია და დიდი სიძულვილი იყო. სამწუხაროდ ზოგი მეუფე პეტრეს მხარეზეა, ზოგი პატრიარქის მხარეზეა - სულ ვამბობ ჩვენ ვართ ქრისტიანები, შევუნდოთ, ვიყოთ ქრისტიანები, ვიყოდ ძმურად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

როლანდ კუმანი

07 ივნისი 2020, 12:58

სპორტი

რონალდ კუმანი: ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნება „ბარსელონას“ მწვრთნელობაა

ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ კლუბის მწვრთნელობაზე ოცნებობს და ეს ყველამ იცის. 57 წლის კუმანი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. ფეხბურთელობის დროს კი ამპლუით მცველმა, სხვადასხვა გუნდში გამართულ 535 შეხვედრაში 193 გოლი გაიტანა.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 12:54

საზოგადოება

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. ,,სინოდზე რა განიხილება პატრიარქი გვეტყვის მე არ ვიცი, თუ მეუფე პეტრე ასე გააგრძელებს როგორც აგრძელებდა დღემდე, თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას ჩვენ განვიხილავთ სინოდზე. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ მეუფე პეტრეს სინანულს, სამწუხაროდ ბევრი ამბობს რომ მე ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ჭეშმარიტება მარტო ღმერთია“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

07 ივნისი 2020, 12:49

სპორტი

მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების გამართვის ახალი თარიღები ცნობილია

მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების გამართვის ახალი თარიღები ცნობილია. Belta-ს ინფორმაციით, მხატვრული ტანმოვარჯიშეები მედლებს 2020 წლის 26-29 ნოემბერს კიევში გაითამაშებენ, სპორტულ ტანმოვარჯიშეთა პირველობას კი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მიიღებს.

07 ივნისი 2020, 12:49

COVID19

კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო, ბრაზილიის მთავრობამ ვებგვერდიდან გასული თვეების მონაცემები წაშალა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო, ბრაზილიის ხელისუფლებამ სამთავრობო ვებგვერდიდან გასული თვეების მონაცემები წაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გვერდზე მხოლოდ დღიური მონაცემები დაიდება და არა საერთო მაჩვენებლები, როგორც ამას ქვეყნების უმეტესობა აკეთებს.

07 ივნისი 2020, 12:37

საზოგადოება

7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა

„სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ - ამ სლოგანით 7 ივნისს მსოფლიო მეორედ აღნიშნავს სურსათის უვნებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა.

07 ივნისი 2020, 12:32

ეკონომიკა

„მაკდონალდსი“ ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნებში უმასპინძლებს

„მაკდონალდსის“ სტუმრობისას, მომხმარებელს დარბაზში უნდა ეკეთოს პირბადე, სავალდებულო ხდება დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგი. მომხმარებლებმა ხელები უნდა დაიმუშავონ სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდაც. აგრეთვე, კომპანია სტუმრებს სთხოვს შეკვეთის მიცემის შემდეგ, აიღონ პირამიდა და მზა მენიუს დაელოდონ მაგიდასთან.

ვილფრიდ ზაჰა

07 ივნისი 2020, 12:31

სპორტი

ზაჰას თქმით, სათამაშო დრო იმის გამო არ ეძლეოდა, რომ გაუვრცელეს ჭორი თითქოს, მთავარი მწვრთნელის ქალიშვილის საყვარელი იყო

„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვილფრიდ ზაჰამ, გუნდში გამოსვლის პერიოდი გაიხსენა და მისი უთამაშებლობის საკმაოდ სკანდალური მიზეზი დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Thesun ავრცელებს. ზაჰას თქმით, მას 2013 წელს გაუვრცელეს ჭორი, რომლის მიხედვითაც ის გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ქალიშვილის საყვარელი იყო.

ინდოეთი

07 ივნისი 2020, 12:28

COVID19

ინდოეთში ობიექტების მუშაობის განახლებამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსის 10 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში მთელი რიგი ობიექტების განახლებამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსის ახალი, 9,971 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა მოლების, სასტუმროებისა და რელიგიური შეკრებების ადგილების გახსნისთვის ემზადება. ინდოეთი 10 კვირაა, ლოქდაუნის რეჟიმით ცხოვრობს.

07 ივნისი 2020, 12:04

COVID19

სომხეთში კორონავირუსს უკვე 200 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 შეადგინა. დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 766 ადამიანს დაუდგინდა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 13,130 შემთხვევაა აღწერილი, 4,014 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

07 ივნისი 2020, 12:01

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაშ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 134 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯამში კორონავირუსით 467,673 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 226,731-ს უტოლდება.

ვანგ ჟიგანგი

07 ივნისი 2020, 11:49

COVID19

პეკინი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჩინეთისკენ თითის გაშვერისგან და ვირუსის პოლიტიზირებისგან თავი უნდა შეიკავოს

ოფიციალური პეკინი გეგმავს, მეტად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესში და სხვა ქვეყნებთან გააძლიეროს თანამშრომლობა კვლევების მიმდინარეობისას. „ვაქცინის შემუშავება კვლავ ფუნდამენტური სტრატეგიაა ახალი კორონავირუსის დასაძლევად”, - განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ჟიგანგმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

07 ივნისი 2020, 11:42

მსოფლიო

ავსტრალიაში დიდი თეთრი ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა

3-მეტრიანმა დიდმა თეთრმა ზვიგენმა, ახალ სამხრეთ უელსში, სერფერი მოკლა, - ამის შესახებ განცხადება ავსტრალიის შტატის პოლიციამ გააკეთა. BBC-ის ინფორმაციით, ზვიგენმა 50-დან 60 წლამდე კაცს ფეხზე უკბინა, რამდენიმე მესაზღვრე გმირულად ცდილობდა, რო კაცს დახმარებოდა თუმცა საბოლოოდ, როცა კაცი სანაპიროზე გამოიყვანეს ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა.

პრემიერ-ლიგა

07 ივნისი 2020, 11:20

COVID19

პრემიერ-ლიგაში კორონავირუსზე ტესტი 1195 ადამიანს ჩაუტარდა

ინგლისის პრემიერ-ლიგაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. პრემიერ-ლიგის განცხადებით, ტესტი ინფექციაზე, 4-5 ივნისს, 1195 მოთამაშეს და თანამშრომელს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს, 2 მატჩით განახლდება.

კონორ მაკგრეგორი

07 ივნისი 2020, 11:18

სპორტი

კონორ მაკგრეგორი: გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო

„გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა საოცარი ამბებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ეს ფოტო დედაჩემთან ერთადაა გადაღებული ლას-ვეგაში, ერთ-ერთი ტიტული მოგებისას. მეგ, მე შენ მიყვარხარ, რასაც ისურვებ ყველაფერი შენია!“ - ამ სათაურით ირლანდიელმა დედასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ენტონი ჯოშუა

07 ივნისი 2020, 11:11

მსოფლიო

ენტონი ჯოშუა: რასიზმი პანდემიაა

მძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით წარსდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph ავრცელებს. მსოფლიო ბოქსის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ უამრავ სპორტსმენს შორის, ვინც აქციებზე შენიშნეს. როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს ჯოშუა აქციაზე, რომელიც ვატფორდში გაიმართა, სკუტერით მივიდა.