imedi /  30 მაისი 2020, 22:44 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიციის ეს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის ეს ჯგუფი არჩევნებს ნებისმიერ თემაში გაცვლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ოპოზიციის ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა„ და „ევროპული საქართველო“ მოძებნიან ნებისმიერ თემას, რომ ეს ცვლილებები ჩააგდონ, ამის მიზეზი კი რეიტინგებია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ეს ჯგუფი პარლამენტში უფრო ნაკლები რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე დღეს არიან. შესაბამისად, არ აწყობთ ნორმალური არჩევნები.

„ჩვენი პირობა ძალაშია და თქვენ ამას ნახავთ, როდესაც დაახლოებით ერთ თვეში მოვა კენჭისყრის პერიოდი. თქვენ დაინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას 120/30-ზე როგორც ამაზე შეთანხმება იყო.

რას იზამს ოპოზიცია, ამის სცენარებიც შეიძლება განვიხილოთ - ოპოზიციასაც აქვს ვალდებულება, რომ მხარი დაუჭიროს. თუ ის ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს, არ დაუჭერენ მხარს, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ ეს ცვლილებები მაინც გავიდეს და ამ შემთხვებაში რჩებიან იზოლაციაში.

ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“, გასულია საკონსტიტუციო ცვლილებები, ისინი რჩებიან სერიოზულ მინუსში და ამაში ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასს გადაიხდიან არჩევნებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო. ახლა კი ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 17:24

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

გიგა ბოკერია

02 ივლისი 2020, 17:22

პოლიტიკა

გიგა ბოკერია რომელიმე რაიონში მისი მაჟორიტარობის კანდიდატურის დასახელებას არ გამორიცხავს

„უკვე შეთანხმება გვაქვს ვინც იყრის კენჭს ვაკის რაიონში და შეთანხმება რატომ უნდა დავარღვიოთ ძალიანაც რომ მინდოდეს ჩემს უბანში კენჭისყრა? არათუ არ ვიყრი, არავინ არ იყრის ელენე ხოშტარიას გარდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

02 ივლისი 2020, 17:20

რეგიონი

რუსლან აბაშიძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა დუშეთში, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

02 ივლისი 2020, 17:15

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის მხარის რწმუნებული ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კუჭავა

02 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. კუჭავამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ვერ მიღებით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდებოდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ კრიტიკას რადიკალური ოპოზიციის მიმართ ვისმენთ.

ლუიზა ვინტონი

02 ივლისი 2020, 17:11

COVID19

გაეროს ელჩი: კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს

საქართველოს რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჟურნალისტებს განუცხადა. ლუიზა ვინტონის თქმით, ვირუსზე წარმატებული რეაგირება შესაბამისი სექტორების აღდგენას შეუწყობს ხელს.

სტოკჰოლმი

02 ივლისი 2020, 17:08

მსოფლიო

შვედეთი საზღვრებს საქართველოს და კიდევ 13 ქვეყანას გაუხსნის

შვედეთი საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს. საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, მონტენეგროს, რუანდის, სამხრეთ კორეის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენების ვალდებულება არ ექნებათ.

02 ივლისი 2020, 17:07

COVID19

უკრაინაში ბოლო-დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით 900-მდე ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 889 ადამიანს დაუდასტურდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსი 45 887ადამიანს დაუდგინდა, 1 185 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა

02 ივლისი 2020, 16:58

ეკონომიკა

ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი ევროკავშირის დახმარებით უფრო მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს დაასაქმებს

„პროექტს ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს. „კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის - „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება - დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.

ეკომიგრანტები

02 ივლისი 2020, 16:55

რეგიონი

113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

უწყების ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები ამ დრომდე დაკანონებული არ ჰქონდათ.

02 ივლისი 2020, 16:51

საზოგადოება

თიბისის Live-სესიები - აქ. ახლა - გრძელდება

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

ევროპარლამენტი

02 ივლისი 2020, 16:50

მსოფლიო

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა საოფისე ტექნიკა მოპარეს, როდესაც ისინი ბრიუსელიდან მოშორებით, დისტანციურად მუშაობდნენ. მძარცველები იქექებოდნენ დოკუმენტებში და ამტვრევდნენ სეიფებს, რათა ძვირადღირებული ნივთები წაეღოთ.

02 ივლისი 2020, 16:48

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ გერმანიის ელჩს ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა

მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ Covid-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

02 ივლისი 2020, 16:42

COVID19

5 ივლისიდან ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდება

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

02 ივლისი 2020, 16:39

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შავკანიანი იესო

02 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ბრიტანულ ტაძარში „საიდუმლო სერობის“ ვარიაციას განათავსებენ, რომელზეც იესო შავკანიანად არის წარმოდგენილი

ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვარიაციას მოათავსებენ, რომელზეც ქრისტე შაკვანიანად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტილოს განთავსება ტაძარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად გადაწყვიტეს. მისი ავტორი მხატვარი ლორნა მეი უოდსვორტია, რომელმაც ნამუშევარი 2009 წელს დახატა. ქრისტეს პროტოტიპი მისთვის იამაიკელი ტაფარი ჰინდსი გახდა. „ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქრისტეს სავარაუდოდ ახლოაღმოსავლური ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მხატვრები მას ტრადიციულად თავისი წარმოსახვის შესაბამისად გამოსახავდნენ. მე ის ისევე „ზუსტად“ წარმოვადგინე, რამდენადაც სწორია იდეა იმის შესახებ, რომ იესო ფლორენტიელს ჰგავს“, - განმარტა მხატვარმა.

ხუან გუაიდო

02 ივლისი 2020, 16:28

მსოფლიო

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო

ბრიტანეთის მთავრობა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. Evening Express-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო განიხილავდა დავას ვენესუელის შიდაპოლიტიკური კონფლიქტის მხარეებს შორის, რომლებიც ინგლისის ბანკში შენახული 930 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების კუთვნილებაზე დავობდნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანი; ვახტანგ გომელაური

02 ივლისი 2020, 16:27

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა.

02 ივლისი 2020, 16:26

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. დაბა ტამისში რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებიდან 27 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მცხეთის-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრცია ავრცელებს.

გიორგი ახვლედიანი

02 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი სიტუაციის არეულობა და დაპირისპირებაა

ყველაზე გაუგონარი, არაადექვატური და აბსურდულია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო გარემო ყოფილიყო უკეთესი, მათ არჩევნებში წარმატებული შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შანსი ჰქონოდათ, უცებ აღარ იღებენ მონაწილეობას საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში, არც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობაში, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.