imedi /  17 ივნისი 2020, 15:47 / სანდო წყარო

საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე BBC წერს

BBC რამზან კადიროვი გიორგი გაბუნია

„რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს“, - სტატიას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი საქართველოში სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

„ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავა. განცხადების თანახმად დაკავება „შეკვეთილი მკვლელობის ორაგანიზაციის“ გამოძიების ნაწილია.

განცხადებაში არც ჟურნალისტია ხსენებული და არც კადიროვია და უწყება მოსახლეობას „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“, რათა მათ საქმეში სიმართლის დადგენა შეძლონ. უსაფრთხოების ძალებმა მეტი ინფორმაცია ინტერპოლის არხების მეშვეობით მოითხოვეს.

იმავე დღეს, ბატონ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ Open Caucasus Media-ს განუცხადა, რომ ვ.ბ. ჟურნალისტის მოსაკლავად რამზან კადიროვის ბრძანებით გამოაგზავნეს და სუს-მა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან შეიტყო“, - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე მომხდართან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერის კომენტარია მოყვანილი, რომელიც კადიროვმა გუშინ Telegram-ზე გაავრცელა: „დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს. გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩემს მტრად დარჩება“, - დაწერა კადიროვმა.

BBC იმ ინციდენტსაც იხსენებს, რა დროსაც გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო ლექსიკა იხმარა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

16 ივნისს რამზან კადიროვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა. კადიროვი ამას უარყოფს.

ყველა სიახლე

16 მაისი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ჩიკაგოში კატა ცეცხლმოკიდებული შენობის მეხუთე სართულიდან გადახტა. ვიდეო 🐈

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში კატა ცეცხლმოკიდებული შენობის მეხუთე სართულიდან გადახტა.

16 მაისი 2021, 00:29

ტაბლოიდი

ჩინეთში ლეგენდარული „ტიტანიკის“ ასლი შექმნეს

ჩინეთში, ბრიტანული ლანერის „ტიტანიკის“ ასლი შექმნეს, ამის შესახებ France24 წერს. გამოცემის ცნობით, პროექტის მთავარი სპონსორი ინვესტორი სუ შაოცზიუანია, რომელსაც ლეგენდარული საკრუიზო ლაინერის აგების სურვილი 1997 წელს ფილმ „ტიტანიკის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

16 მაისი 2021, 00:05

სპორტი

56 წლის მყვინთავმა სუნთქვა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეიკავა და ახალი რეკორდი დაამყარა. ვიდეო

56 წლის მყვინთავმა სუნთქვა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეიკავა და ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც „გინესის მსოფლიო რეკორდები“ იუწყება, ხორვატიელმა მყვინთავმა წყლის ქვეშ 24 წუთისა და 37 წამის განმავლობაში შეძლო სუნთქვის შეკავება. მათივე ცნობით, მყვინთავმა წინა რეკორდი 34 წამით გააუმჯობესა

მელინდა გეითსი

15 მაისი 2021, 23:44

ტაბლოიდი

ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა, განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო

ამერიკელი მულტიმილიარდერის ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა - მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ამირან გამყრელიძე

15 მაისი 2021, 23:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის კიდევ 100 ათას დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, ხოლო 500 ათას დოზას შეიძენს

საქართველო წითელი ჯვრის მეშვეობით „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს, ხოლო ჩინეთში საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, 500 ათას დოზას შეიძენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

15 მაისი 2021, 22:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემი პოზიციაა, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით დანიშნული

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი კვლავ დისკუსიის საგანია, რაზე შეთანხმება კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას მოხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

15 მაისი 2021, 22:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე მხარეები სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან

„ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებებისა და შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

15 მაისი 2021, 22:10

მსოფლიო

ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ეს კონფლიქტი 1948 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც სიონიზმის დამფუძნებელი მამების წინაშე დადგა საკითხი, საერთოდ რა არის ებრაული სახელმწიფოს არსი, რამდენად უნდა იყოს ეს სახელმწიფო ებრაელთათვის, თუ უნდა იყოს სხვა ერებისთვისაც. ან კონფლიქტის გამწვავების უშუალო მიზეზი იყო აღმოსავლეთ იერუსალიმში აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლების მცდელობა,

ვიქტორ ყიფიანი

15 მაისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ღაზას სექტორი ირანის თაღის გავლენის არეალშია და შესაბამისად „ჰამასი“ ამ ტერიტორიიდან მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ

ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე ილაპარაკა და ისრაელსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას

„ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2021, 21:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე დადებითი იქნება

გვსურს, რომ პროექტში, რომელსაც ვენეციის კომისიას გავუგზავნით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ერთიანი პოზიცია გვქონდეს და ვფიქრობ რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 21:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიორგი გახარია გადადგა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა მდგარიყო და მადლობა ღმერთს ეს თავად გააკეთა

გახარიას წასვლაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გაუგონარი მოხდა. მე უფრო მეტად დამაფიქრა იმან, რომ კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა „ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს დაა დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა და მადლობა ღმერთს რომ გადადგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე: ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ

ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ, - ამის შესახებ „ქრონიკას“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 20:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეჭვი მაქვს. რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანია პოლიტიკური ცხოვრება, პარლამენტი, აუტანელი გახდეს და საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი

„ნაცმოძრაობა“, ზალიკო უდუმაშვილის პირით აცხადებს, რომ პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში ტრიბუნას გამოიყენებენ იმისათვის, რათა დესტრუქცია გაგრძელდეს, ეს რეალური სურათია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსზე: ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან

ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში საარჩევნო კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

15 მაისი 2021, 19:59

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კუდღელაურში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კუდღელაურში ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. დამწვრობა მიიღო 89 წლის ქალმა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას

დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას, - ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გურამ ფალავანდიშვილი

15 მაისი 2021, 19:41

სამართალი

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხეს

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის მან პოლიციის შენობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ნათია თურნავა

15 მაისი 2021, 19:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. 17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება. ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

შსს

15 მაისი 2021, 18:46

სამართალი

შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების ინსტალაციის დარბევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.