imedi /  17 ივნისი 2020, 15:07 / სანდო წყარო

ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, საქმე სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.

„სავარაუდოდ ეს უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა გარკვეული პერიოდით ადრე. ვვარაუდობ, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები სამართალდამცველებს“, - ამბობს საძაგლიშვილი.

გვარამია სუს-ში სავარაუდოდ 16:00 საათზე მივა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

16 ივნისს რამზან კადიროვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.

ამირან გამყრელიძე

06 ივლისი 2020, 21:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება: თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პატიმრებს აწამებდნენ

„დღე არ გადის, რომ სააკაშვილის აღიარებას არ მოვუსმინო, გუშინ ვნახე მისი გამოსვლს სტუდენტებთან, სადაც ის აღიარებს, რომ ისინი აწამებდნენ პატიმრებს

მიხეილ სააკაშვილი

06 ივლისი 2020, 21:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მორიგ სკანდალში გაეხვა

სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ისევ სკანდალშია. უკრაინული ვებ გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს - ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.