რომან გოცირიძე: ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშულოდ გამოაცხადონ?!
რომან გოცირიძე
ფოტო: Facebook
„ნაციონალური მოძრაობა„ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება ერევა სასამართლო პროცესებში და ეს ყველამ იცის.
„გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშულოდ გამოაცხადონ?! - შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ სალომე ზურაბიშვილმა რომ გიორგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა, ყველამ იცის.
იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ. ჩვენ ვიცავდით ჩვენს პრინციპებს, რომ მხოლოდ შეთანხმების მთლიანი შესრულება მოგვცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიგვეღო კენჭისყრაში. ამავე დროს, პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს მორიგი ტრიუკებისგან და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება, მოეტყუებინა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.
სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
26 თებერვალი 2026, 01:21
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 01:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
26 თებერვალი 2026, 00:59
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“
ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.
26 თებერვალი 2026, 00:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
26 თებერვალი 2026, 00:40
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა
მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 00:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: BBC-ის სიუჟეტი კამიტზე, ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, სარეცხი მანქანები გააქვთ ქვეყნიდან, რომ დრონები დაამზადონო - ეს არის ის „ფაქტები“, რაზედაც დგანან. სრული მარაზმია
რა ხდებოდა 2022 წლიდან, ვინმე დაინტერესდა რუსეთის ეკონომიკა რა ვითარებაში იყო? სტაბილური ზრდა ჰქონდა და სრულიად მანიპულაციაზე იყო ის განცხადებები აწყობილი, რაზედაც მათივე მოსახლეობამ ხმა ამოიღო, როდესაც შვიდჯერ და რვაჯერ ძვირად იგივე ქვეყნის - რუსეთის ბუნებრივ რესურსებს ყიდულობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას.
26 თებერვალი 2026, 00:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ მზად ვართ, თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის სრულიად დავივიწყოთ, რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადგან წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო, ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო, ფაქტია
ჩვენ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის, სრულიად დავივიწყოთ რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, იმიტომ, რომ წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო ფაქტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინებზე საუბრისას. კირცხალიას თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ღირსეულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდება.
26 თებერვალი 2026, 00:29
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია ამ ბოროტებასთან მიმართებით სრულიად არარელევანტურია, ვინაიდან თითოეული მათი ნაბიჯი იყო თავდასხმა დამოუკიდებელ ქვეყანაზე, საქართველოზე
პასუხი არის ძალიან მარტივი, ცოტა მეტი წვალება უწევთ და ძალიან ბევრი ფიქრი კოლექტიურ ლომჯარიასთან, გიგაურთან ერთად ამ საკანონმდებლო ბაზას როგორ აარიდოს თავი, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წამყვანის კითხვას, თუ რატომ აწუხებს ევროკავშირს და არამხოლოდ ევროკავშირს „ენჯეოების“ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული კანონები.
26 თებერვალი 2026, 00:14
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, იმიტომ რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ
რაც შეეხება ყულევს და ასეთ დიდ პროექტებს, ყველაფერი რაც გარანტია სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ურტყამენ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ჩამოქცევისკენ.


