imedi /  23 ივნისი 2020, 23:24 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები რადიკალური ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

8 მარტის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმით, შეთანხმებას ცალსახად არღვევენ.

„ისინი პირდაპირ და უხეშად არღვევენ 8 მარტის შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, მათ ნაბიჯებს არ აქვს გამართლება და ეს არის პირდაპირ უდიერი დამოკიდებულების დამოკიდებულება ელჩების მიმართ. შესაბამისად, ბუნებრივია ელჩებს ექნებათ ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა ოპოზიციის ამ ნაწილის ისედაც შელახულ რეპუტაციას კიდევ უფრო გააფუჭებს, რაც საკმაოდ ცუდია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ჯანსაღი განვითარებისთვის. კობახიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს იმ ცვლილებების მიღებაზე, რომლებიც თვითონ მოითხოვეს, რაც მათი არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი მაგალითია.

„ისინი აბსოლუტურად აჭრილები არიან, ვერაფერზე თანხმდებიან, ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება. ერთად სხედან ე.წ. პროდასავლური და თვითაღიარებული პრორუსული პოლიტიკური ძალები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთლიანობაში ოპოზიციაში, რაც თავის გამოხატულებას ჰპოვებს საბოლოო ჯამში ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე. ძალიან მძიმე იქნება შედეგები, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ იმის გამო რომ ისინი არიან, წარსულ რომ თავი დავანებოთ, ძალიან არათანმიმდევრულები და ავლენენ მუდმივ უპრინციპობას“, - მიიჩნევს კობახიძე.

კობახიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს და მას 116 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება.

„წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ამ 116 დეპუტატიდან უცბად მხარს არ უჭერს ამ ცვლილებებს. ეს იქნებოდა პირდაპირ და ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ალბათ ასეთ რამეს ვერც ერთი დეპუტატი ვერ გარისკავს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის, რომ 116-ვე დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი კანონპროექტის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით რისკს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით“, - განმარტავს კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 21:37

მსოფლიო

Reuters: ირანი აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება

როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.

17 აგვისტო 2026, 21:34

სპორტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადიდან და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადიდან და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026“-ზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.

17 აგვისტო 2026, 21:19

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.

ანდრის კულბერგსი

17 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

17 აგვისტო 2026, 21:00

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს

ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.

17 აგვისტო 2026, 20:52

ეკონომიკა

უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.

17 აგვისტო 2026, 20:24

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს

გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.

17 აგვისტო 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

17 აგვისტო 2026, 19:45

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.

17 აგვისტო 2026, 19:39

რეგიონი

მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.

17 აგვისტო 2026, 19:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის N 133-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველი სატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდებოდა.

17 აგვისტო 2026, 18:31

მსოფლიო

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

17 აგვისტო 2026, 18:00

საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ 16 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.