imedi /  28 მაისი 2020, 13:12 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც მაღალია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თქვენ იცით, რომ არც ოქრუაშვილი, არც უგულავა, არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები. ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი, - ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რურუას გათავისუფლების მოტივით „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს იტყვიან, მაღალია იმის შანსი, რომ დეპუტატებმა ცვლილებები მათ გარეშეც მიიღონ.

„ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი: 1 ვარიანტია, რომ ამ 2 პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა ესეც არ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ზუსტად ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ცვლილებების არ მიღება უფრო მეტად ოპოზიციურ პარტიებს დააზიანებს, რადგან 77/73 სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში მათი წარმომადგენლობა ახალ პარლამენტში იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 120/30-ზეს მიღების შემთხვევაში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 10:09

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

14 ივლისი 2020, 10:06

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების სწრაფად განახლებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 09:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

„იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ ვუმკლავდებით ეფექტიანად პანდემიას. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამის გაგრძლებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ . ვმსჯელობთ თუ როგორი იქნება პანდემიის პირობებში ჩვენი მომავალი თანამშრომლობა და ინტენსივობის შენარჩუნება, რაც დღეს ნატოსთან ძალიან მაღალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საუბარი იქნება აგრეთვე უსაფრთხოებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.