imedi /  10 ივლისი 2020, 16:31 / სანდო წყარო

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნებში სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი, ამის რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს. იგივე ინფორმაცია ყოველი არჩევნების წინ შეიძლება, გავრცელდეს. იგივე პრობლემა ევროპაშიც არსებობდა 2019 წელს, რომ თითქოს, შეიძლება, რაღაც ჩარევები ყოფილიყო.

დღეს პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ დღეს შეიძლება, სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში. გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 22:19

COVID19

პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნია

12 აგვისტო 2020, 22:16

COVID19

თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

12 აგვისტო 2020, 22:07

სამართალი

თბილისში კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა

48 წლის კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ მისი მამა იყო. კაცმა იქვე მდგარ მანქანის მძღოლს მეტრომდე ჩაყვანა სთხოვა, მაგრამ მძღოლს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და წაყვანაზე უარი უთხრა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 22:02

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში , დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინგლისი დინოზავრი

12 აგვისტო 2020, 22:00

ტექნოლოგიები

ინგლისელმა მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

აღმოჩენა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა გააკეთებს. ისინი გასულ წელს, სოფელ შანკლინთან ნაპოვნ 4 ძვალს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ და დაადგინეს, რომ ისინი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობ სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ჯორჯ სოროსი

12 აგვისტო 2020, 21:30

მსოფლიო

ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 21:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: დაახლოებით ერთ საათში გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება

დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს, - ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით შესაძლოა ითქვას, რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში.

კორონავირუსი ტესტი

12 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

მესტიაში გამოკვლეული 600 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პირველ არხს“ განუცხადა. მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევა ლენჯერს უკავშირდება. ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სვანეთში აღებული ნიმუშიდან 600 უკვე გამოიკვლიეს.

მიხეილ ჩხენკელი

12 აგვისტო 2020, 21:14

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ამ მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს

„ეს უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ორგანიზაცია დავასრულოთ

12 აგვისტო 2020, 21:09

პოლიტიკა

ია მეტრეველმა, სოსო მანჯავიძემ და გიორგი იაკობაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს

ორგანიზაციის მიზანი ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებაა. ორგანიზაცია აქტიურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

მიშელ ბაჩელეტი

12 აგვისტო 2020, 21:07

მსოფლიო

გაერო: ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო

12 აგვისტო 2020, 20:58

COVID19

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯილეხის სიმპტომებით მოთავსებულ ქალს კორონავირუსიც დაუდგინდა

ქალს, რომელიც გუშინ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯილეხის სიმპტომებით მოათავსეს, დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მედიკოსებმა „ქრონიკას“ განუცხადეს, 42 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ის შვილმა მოიყვანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყარაჯალარიდან არის, ექიმებმა ჯილეხზე ტესტთან ერთად კორონავირუსზე ნაცხიც აუღეს. ორივე ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ქალს ჯილეხიც და კორონავირუსიც აქვს.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 20:44

პოლიტიკა

სტივენ ბიგანი: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია,“ - განაცხადა ბიგანმა.

ივანე მაჭავარიანი

12 აგვისტო 2020, 20:38

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

12 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

რა ვითარებაა ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში

მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის თემში საკარანტინო მდგომარეობა გამკაცრდა. პოლიცია რეგიონში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს. სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

ემანუელ მაკრონი

12 აგვისტო 2020, 20:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

12 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა სჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 20:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ უსაფრთხოებასა და, ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.

12 აგვისტო 2020, 20:12

საზოგადოება

IRI-ს კვლევის მიხედვით, „იმედი“ საზოგადოებრივი ნდობის რეიტინგის ლიდერია

გამოკითხულთა უმეტესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კვლევის მონაწილეებს ორი მედიასაშუალების დასახელების უფლება ჰქონდათ. „იმედი“ პირველ არჩევნად გამოკითხულთა 40%-მა დაასახელა, სულ კი ტელეკომპანია რესპოდენტთა 55%-მა ახსენა.

12 აგვისტო 2020, 20:10

COVID19

შვეიცარიაში 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება

შვეიცარიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს.