imedi /  03 სექტემბერი 2020, 16:13 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, რათა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შევქმნით იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისაც

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დიდი პატივია აქ, ჯამბაკურ-ორბელიანის სახლ-მუზეუმში ყოფნა. გარდა ამისა, ლამისყანაში საოკუპაციო ხაზიდან აქვე, ხელის გაწვდომამდე. დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის სამშობლოში ყოფნა და თქვენთან საუბარი და რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოში ყოფნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა.

„შეუძლებელია, ამ გარემოში, ამ სახლ-მუზეუმში, არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო და არ გავიხსენოთ ის გმირი ქართველები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის სიცოცხლე დადეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ - კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოსა თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც იქნება ყოველდღიურად ჩვენთვის, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ, ეკონომიკა გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე, გაძლიერდეს და კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ თითოეული დღე ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის იქით, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა, ნახონ ეს სხვაობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის მიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ კასპში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ დღე, როდესაც ვდგებით და ვიწყებთ ჩვენს სამუშაო დღეს, განსაკუთრებით კასპში, არ არსებობს არანაირი მიღწევა ან წარმატება, რომელიც არ იქნება განპირობებული ოკუპაციით. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე ეს არ არის მხოლოდ მიწა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში გახდნენ დევნილები. შეუძლებელია ჩვენ ქვეყნის გამარჯვებაზე ან წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი. ამიტომ, წარმატებული, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება არის დაცული, ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მიზანს ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვაღწევთ - ვაღწევთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არ ის ერთადერთი გზა როგორ შეგვიძლია დავძლიოთ ჩვენ ეს ოკუპაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში უახლოეს პერიოდში განხორციელდება, მათ შორისაა: შიდა გზებისა და საირიგაციო სისტემის მოწესრიგება, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და სხვ.

„ყველა ის საქმე, რომელიც დაგვიწყია და ერთად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, აქ კასპში, არის კონკრეტულად მიმართული კონკრეტული ადამიანებისთვის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საგზაო ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე წესრიგშია ამოყვანილი და დღეს რაიონული ცენტრიდან სოფელში შეძლება ნორმალურად მივიდეთ, მაგრამ სოფლის შიდა გზები მოსაწესრიგებელია ბევრგან და კიდევ ბევრია სამუშაო. სასმელი წყალი - რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებული პრობლემაა. წელს, მაგალითად, დაიწყება კასპში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 1 წლის თავზე, კასპის მუნიციპალიტეტში 400 ჰა მიწას მორწყვადს გახდის. რა თქმა უნდა, ასეთი საქმე კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დაიწყება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება ასევე კასპში და ეს ხომ პირდაპირ ადგილობრივ მუნიციპალურ ბიუჯეტში შემოსავალია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ეს ფული დახარჯოთ უფრო ეფექტურად. საერთოდ, ადამიანი პირველ რიგში როდესაც კასპში ვართ, ფერმერი, გლეხი, იქნება სახელმწიფოს, მთავრობის ყურადღების ცენტრში, სანამ ის ფეხზე არ დადგება და არ გაძლიერდება და არ შეძლებს თავის მეზობელზე თუ ნათესავზე იზრუნოს. ჩვენ მოსახლეობას უნდა მივეხმაროთ, რომ ყოველდღიური ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინონ ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ იმ პროგრამებით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იშრომოს, იღვაწოს და შექმნას უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე. კასპში ბოლო 2 წლის განმავლობაში 436 ჰა ბაღები არის განახლებული პროგრამით - „დანერგე მომავალი“. ეს, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა დარჩეს არც ერთი ძველი ბაღი. დღეს კი ვამბობთ, რომ დავუდგებით გლეხს გვერდით და არასტანდარტულ ვაშლს მივიღებთ იმისთვის, რომ ადამიანის შრომა დაფასდეს, მაგრამ გვერდზე ხომ არის თანამედროვე ბაღი, რომელიც ამ პროგრამით - „დანერგე მომავალი“ არის გაკეთებული და სულ სხვა სტანდარტებისაა, მას დახმარებაც არ სჭირდება, ევროპული ბაზრისთვის გამზადებული პროდუქტია. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში მოგეხმაროთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ ქართლში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის დაღუპული ბიჭები და ის ხალხი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მშვიდობიანად.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ოკუპაცია არ არის რაღაც ერთი მოვლენა და გამქრალი. ყველამ კარგად იცით და თქვენზე უკეთესად არავინ იცის, რა ხდება - ადამიანების მოტაცება, დატყვევება, დაპატიმრება. დღესაც გვყავს 3 ქართველი, რომლებიც მძიმე დღეში არიან და რომელთაც ყოველდღიურად დახმარება სჭირდებათ. ამიტომ შრომა, კეთილსინდისიერება, ქვეყანაზე ფიქრი და რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მძიმე ყოველდღიური შრომით, იმისთვის რომ ის წარმატებები და ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ იყოს ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორის და კასპის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში.

„არჩევნები არის კიდევ ერთი ეტაპი იმისთვის, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც დაწყებული გვაქვს. გიგი ხოჯევანიშვილი არის ამ კუთხის ღირსეული შვილი. ეს კაცი რამდენიმე წელი იყო გუბერნატორი. არავინ მასზე უკეთესად არ იცის კასპში, გორში, სად რა პრობლემაა. ამ კაცს ხვალინდელი დღიდან, არჩევნების მეორე დღიდანვე შეუძლია დაჯდეს და დაიწყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქ არსებობს და დარწმუნებული ვარ, თქვენი ღირსეული ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში. ადგილობრივ ხელისუფლებაზე კიდე ახლა ის ადამიანია, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გექნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც მთავარია ღირსეულ და სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს, გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 12:48

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ზერეკიძე

19 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ირაკლი ჭეიშვილი

19 აპრილი 2026, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება

ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

19 აპრილი 2026, 11:13

საზოგადოება

კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.