imedi /  03 სექტემბერი 2020, 17:20 / სანდო წყარო

გიორგი ხოჯევანიშვილი: დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდზე დგომით ჩვენ გავიმარჯვებთ და ყველა ერთად ვიქნებით საქართველოს გამარჯვების ფრონტზე

გიორგი ხოჯევანიშვილი

გიორგი ხოჯევანიშვილი

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან ერთად და მომავალში მქონდეს საშუალება წარმოვადგენდე პარლამენტში ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს, რა თქმა უნდა გორთან ერთად, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ორი წლის წინ დაწყებული საქმიანობა მხარის გუბერნატორის პოზიციაზე ჩემთვის გამორჩეული იყო იმით, რომ მართლაც აღმოჩენა იყო კასპის მუნიციპალიტეტი. ნებისმიერ ცივილიზებული ერის ისტორიას დაამშვენებდა იმდენი ციხესიმაგრე, ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც მარტო კასპის მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი. ჩვენი ქვეყნის ძლიერებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდნენ აქაური თავისუფლებისმოყვარე, მშრომელი, გაუტეხელი და პატრიოტი ადამიანები. ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ გენერალი მაზნიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი სააკაძე, ყველასთვის, კასპელებისთვის ყველასთვის საამაყო ქართველი. თევდორე მღვდლის ისტორია, რომელიც კასპში განვითარდა, მთელი ქვეყნისთვის სამაგალითო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების კვალზე გაიზრდებიან ნამდვილი სასიქადულო და წარმატებული ქართლელი, კასპელი ადამიანები და ახალგაზრდები“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამ კეთდება.

„ჩემთვის პატივი იყო, რომ ორი წელი ამ პროექტებს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, ბევრი ინიციატივაც სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. როდესაც ხვალინდელ წარმატებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნო ტექნოპარკი, პროფესიული კოლეჯი, ახალი სტადიონი. ეს ის პროექტებია, რომელიც ჩემი წინამორბედის და მოქმედი მაჟორიტარის, ირაკლი მეზურნიშვილის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ჩვენ ერთად, გუნდური მუშაობით შევძელით ამ პროექტების რეალიზება და საამაყოც არის, როდესაც ჩვენ განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს მხარდაჭერილი.

კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია. საჭიროა პროფესიონალი ადამიანები და სწორედ ასეთ პროფესიონალ ადამიანებს გადაამზადებს პროფესიული კოლეჯი. გვერდით, იმავე სივრცეში იქნება ტექნოპარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვადასხვა ინოვაციურ იდეას დააფინანსებს“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, ოკუპაცია განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა კასპსა და გორში.

„რა თქმა უნდა, უნდა შევეხოთ დევნილების საკითხს და ოკუპაციას, რომელიც მართლაც განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა კასპსა და გორში. დავეთანხმები წინა გამომსვლელებს და გეტყვით, რომ ჩვენ ერთობით, ერთად დგომით შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი განათლება, კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და შრომა, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვეზარება და პირიქით ამისთვის ვართ მიმართულები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ვიქნები ჩართული იმ პროექტების რეალიზებაში, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის ტურიზმი, ეკონომიკის გაძლიერება, სოფლის მეურნეობა და აუცილებლად ერთობლივად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ.

არ დაგიმალავთ ასევე და გეტყვით, რომ კასპელი სპორტსმენები მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანები არიან, ვისაც ყოველთვის ვუცხადებდი მხარდაჭერას და შემდგომი წლების განმავლობაშიც ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ დღეს ჩვენ კასპში გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელზეც ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღიზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდზე დგომით ჩვენ ერთად ყველა გავიმარჯვებთ და ერთად ვიქნებით ყველა ფრონტზე, მათ შორის საქართველოს გამარჯვების ფრონტზე“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.

31 აგვისტო 2026, 08:59

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.