imedi /  10 სექტემბერი 2020, 21:13 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გამოირჩევიან საქმის კეთებით და არა საუბრით

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ წარვადგინეთ პროფესიონალების და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება, ჩვენთვის ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გამორჩეულები არიან საქმის კეთებით და არა საუბრით, შესაბამისად ამ კრიტერიუმებით ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ოცეული და ამ ოცეულით ჩვენ სერიოზულად გავაძლიერებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, არამედ საქართველოს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს და ეს იყო ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება - ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით.

22 სექტემბერი 2020, 21:37

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 450-ზე მეტი ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 451 ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია. ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 21:26

COVID19

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

22 სექტემბერი 2020, 21:25

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის ინსპექციის კანონი უახლოეს მომავალში შრომის ინსპექციის ძლიერ ინსტიტუტს შექმნის

პარლამენტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილავს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკითხს.

ედი რედმეინი

22 სექტემბერი 2020, 21:25

კულტურა

„ჯადოსნური ცხოველების“ მესამე ნაწილის გადაღებები განახლდა

„ეს ძალიან საინტერესოა და ახლა დავიწყეთ გადაღებები. ამდენი დრო გავიდა და ეს სრულიად ახალი პროცესია. ეს სრულიად ახალი ნორმაა“, - აღნიშნა მსახიობმა.

22 სექტემბერი 2020, 21:07

მსოფლიო

ლიბანში კიდევ ერთი მძლავრი აფეთქება მოხდა

ლიბანში, დედაქალაქ ბეირუთიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ეინ ქანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება ჰესბოლას შეიარაღების საცავში მოხდა. დაჯგუფების წარმომადგენელმა ადგილობრივ სააგენტოსთან, NNA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევა „ტექნიკურ შეცდომას“ უკავშირდება.

ვლადიმერ პუტინი

22 სექტემბერი 2020, 21:07

COVID19

ვლადიმერ პუტინი: საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება.

ნასერ ალ-ხელაიფი

22 სექტემბერი 2020, 20:55

სპორტი

შვეიცარიის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს

შვეიცარიის პროკურატურა საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი წერს.

პიტერ ზილინგერი

22 სექტემბერი 2020, 20:49

ეკონომიკა

პიტერ ზილინგერი: საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს მიმზიდველობა საყოველთაოდ ცნობილია

„ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი პერსპექტიულობასა და ბიზნეს გარემოს შორის. პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან პერსპექტიულია ბულგარეთის წყლები, ხოლო მეორე მხრივ, საყოველთაოდ ცნობილია საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს მიმზიდველობა, რაც ასახულია კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში“, - აღნიშნა ზილინგერმა.

22 სექტემბერი 2020, 20:46

მსოფლიო

ჩეხეთში სპოტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა ლიმიტს შეამცირებენ

ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. არსებული ინფორმაციით, ახალი რეგულაცია 24 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, იგეგმება ახალი წესების დანერგვა ბარებისა და რესტორნებისთვის - ამ ობიექტებს მუშაობის უფლება 22:00 საათამდე ექნებათ.

დარქნეტი

22 სექტემბერი 2020, 20:32

მსოფლიო

აშშ-სა და ევროპაში „დარქნეტის“ 179 სავარაუდო ნარკომოვაჭრე დააკავეს

„დარქნეტის ოქროს ხანა დასრულდა. ასეთი ოპერაციები ხაზს უსვამს ძალოვანი სტრუქტურების უნარს დაუპირისპირდნენ დარქნეტის სავაჭრო სივრცეების ანონიმურობასა და შიფრებს“, - ნათქვამია „ევროპოლის“ განცხადებაში.

22 სექტემბერი 2020, 20:21

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 7 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს. მათგან 98-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

22 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

შარლ მიშელი

22 სექტემბერი 2020, 20:03

COVID19

ევროკავშირის სამიტი გადაიდო

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.

22 სექტემბერი 2020, 19:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 6 861 211 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 200 005 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 19:49

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამეფო კარის თამაშები დროგონი

22 სექტემბერი 2020, 19:45

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ სიქველი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა

ახალი სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.