http://imedi.ge/ /  17 ოქტომბერი 2020, 21:49 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ სამართლებრივად, კონსტიტუციით დადგენილია აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„2012 წლის მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულია გაერთიანებული. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა ადამიანის ღირსების შელახვის, წამების და ასე შემდეგ. არსებობს დანაშაულები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ - ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი საუშაო უძღოდა წინ. ახლა დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს, რადგან კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე. მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ გააუქმა, ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ამან ხელი შეუწყო რუსეთს, რომ განეხორციელებინა ამ ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება ბორდერიზაციის პროცესის წარმართვაში - ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული. ეს დანაშაულები შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი 2012 წელს შეფასებულიყო და ამ შეფასებას უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური რეაგირებაც.

„ვგულისხმობ პოლიტიკურ შეფასება და პოლიტიკურ სანქციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორც მოხდა ნიურნბერგის პროცესზე თავის დროზე გერმანიაში.

შეიძლება ის გასაქანი არ ჰქონდათ, როგორც ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით, ეს იყო იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“. 2012 წელს, ეს რომ მომხდარიყო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე, შემიძლია გითხრათ ევროპის ქვეყნებში არსებული ზოგადი მიდგომა - ზოგაგად, მიღებული არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი პარტიები, მაგალითად, როგორიც არის გერმანიაში ნეონაცისტური პარტია, იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ის არის ღია ცის ქვეშ, განეიტრალებულია მათი დანაშაულებრივი ზრახვები. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, მიგვაჩნია, რომ ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ვამბობთ არა სუბიექტური, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როდესაც ვსაუბრობ „ნაცმოძრაობაზე“, იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბუნებრივად გაჩნდებოდნენ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, თუ ამ ოპოზიციურ ნიშას „ნაცმოძრაობა“ არ დაიკავებდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივი გზის გარდა, პოლიტიკურიც არსებობს და ეს არის დამოკიდებული ქართველ ამომრჩეველზე, რომელმაც მაქსიმალურად თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ყველა სიახლე

რუმენ რადევი

19 ივნისი 2026, 01:04

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს

ბულგარეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, გარდა ამისა, მთავრობა არ ეთანხმება რუსი ეპისკოპოსის მიმართ დაწესებულ სანქციებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

მოჯთაბა ხამენეი

19 ივნისი 2026, 00:34

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მომლაპარაკებლებს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის უფლება დართო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას“.

19 ივნისი 2026, 00:19

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა.

შალვა გოგოლაძე

19 ივნისი 2026, 00:14

სპორტი

სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ

საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ. ამ თემაზე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი Live” ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წარმატებული სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა.

შალვა გოგოლაძე

19 ივნისი 2026, 00:04

სპორტი

შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს

ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა გოგოლაძე

18 ივნისი 2026, 23:58

სპორტი

სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი

თბილისში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გადაცემაში „იმედი LIVE“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის არის მშვიდობა.

შალვა გოგოლაძე

18 ივნისი 2026, 23:54

სპორტი

შალვა გოგოლაძე: 2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით

2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სპორტი ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იყო.

18 ივნისი 2026, 23:40

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:37

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში

ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:34

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება

დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ევრობიუროკრატთან პოლიტიკა ართულებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

18 ივნისი 2026, 23:33

მსოფლიო

ტრამპი: დიდი ალბათობით მხარს დავუჭერ ნეთანიაჰუს არჩევნებში, თუმცა უნდა ვნახო, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ ისრაელის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ალბათობით დაუჭერს მხარს, თუმცა მანამდე სურს ნახოს, თუ ვინ იქნებიან ნეთანიაჰუს კონკურენტები.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების. აქამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ევრობიუროკრატია არის მოუქნელი, არავისგან არჩეული ყოვლად წარმოუდგენელი წარმონაქმნი, რომლებიც იღებენ რაღაც რეზოლუციებს და სუვერენულ უფლებებს უზღუდავენ ცალეულ ქვეყნებს

ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ცენტრალიზაცია, იმდენად უნდა თავის ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი

ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში

რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 23:17

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა

ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.

18 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.

ჯეი დი ვენსი

18 ივნისი 2026, 22:29

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ტრამპის ისრაელელმა კრიტიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და შეხედონ რეალობას - ის ერთადერთი ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტისთვის ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ისრაელის მიმართ სიმპათია აქვს და რომ აშშ არის ერთადერთი „ძლიერი მოკავშირე“, რომელიც ისრაელს დარჩა.

ჯეი დი ვენსი

18 ივნისი 2026, 22:06

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია იმის შესახებ, რომ ირანს ნება დაერთოს, შეინარჩუნოს თავისი ბალისტიკური რაკეტების ნაწილი. ვენსის არგუმენტით, ირანს ისინი „თავდაცვისთვის“ სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

რუმენ რადევი ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივნისი 2026, 21:24

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება.

კახა კალაძე

18 ივნისი 2026, 21:21

საზოგადოება

თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.