IMEDI /  27 ოქტომბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: ქალბატონი წულუკიანი აშკარად პანიკაშია იმის გამო, რომ იცის ამ არჩევნებს აგებს

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

ქალბატონი წულუკიანი აშკარად არის პანიკაში იმის გამო, რომ იცის აგებს ამ არჩევნებს. ახლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„თვითონ აკეთებენ ამას, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები. რა თქმა უდნა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში იქნებიან ისეთებიც, რომელთაც არ მოსწონთ შეიძლება ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, არის გაუგებარი,. ერთი რამ გამოჩნდა, მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რაღაცას ან გააყალბებენ, ან იძალადებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. არ გამოუვათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2020, 14:03

COVID19

ამირან გამყრელიძე: საწოლები მარტო საქართველოსთვის არაა პრობლემა, საფრანგეთს რომ გაუჭირდა, გერმანიაში გადაჰყავდა პაციენტები

საუბარია როგორ გაქვს მენეჯმენტი აწყობილი, რომ საწოლი არ დაიკავოს იმ ადამიანმა, ვისაც შეიძლება თავისი მონიტორინგი და მკურნალობა შეიძლება სახლში ან კოვიდსასტუმროში ანუ საავადმყოფოში წვებოდეს ადამიანი, ვისაც მართლა სჭირდება ინტენსიური დახმარება“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

24 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: COVID19-ზე პირველ რიგში ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია

​​​​​​​FDA-ამ მისცა გადაუდებელი დასტური რომ COVID19-ის სამკურნალოდ გამოიყენონ მონოკლონურ ანტისზეულებზე დამყარებული კოქტეილი, რომლითაც დონალდ ტრამპს უმკურნალეს, თუმცა ეს იქნება გამოყენებული მცირე მასშტაბით, უფრო დიდი იმედია ვაქცინა, - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2020, 14:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს

„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

24 ნოემბერი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სალონების მუშაობის შეზღუდვაზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მიიღებენ გადაწყვეტილებას

სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:42

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი

„ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრ ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას

როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2020, 13:38

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით

ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გასტანს, ჩვენ არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონის უნივერისტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც სიკვდილიანობის, ასევე ინფიცირების ზრდის მიხედვით.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:36

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს იმ რიცხვებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:29

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებს სჭირდებათ გაფრთხილება, ისინი ნამდვილად გმირულ საქმეს აკეთებენ

ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან დისტანცია, რადგან ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, შესაბამისად, თუ მთავრობის ხათრით არა, თუ იმ რწმენით არა, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს და მომაკვდინებელია, ექიმების პატივისცემით მაინც გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:28

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:25

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:25

COVID19

მაია ცქიტიშვილი: განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის

„ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს“.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:21

COVID19

რამდენი საწოლია მობილიზებული კოვიდპაციენტებისთვის - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი

ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:15

COVID19

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში შემცირდეს სამუშაო საათები, შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 12:59

COVID19

მთავრობამ სისტემური „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება არ მიიღო

დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედიასაშუალებებით და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინ ან დღეს მთავრობა სისტემურ ლოკდაუნს გამოაცხადებდა. „კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

24 ნოემბერი 2020, 12:53

რეგიონი

„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს. „ლეოგრანდთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. „დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ეს მოუშუშებელი ტკივილია როგორც ქალაქისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის. ვუსამძიმრებ მათ. მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:44

რეგიონი

საგარეჯოს სოფლებში - ყანდაურასა და ბადიაურში წყლის სისტემის მოწყობას 14 მილიონი მოხმარდება

მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

24 ნოემბერი 2020, 12:34

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 2 138 828 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 031 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 634 671 პაციენტი.

გიორგი ღოღობერიძე

24 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდი პანიკური შეტევისგან - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე - კანკალი, მეოთხე - ქოშინი, ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:14

COVID19

აჭარაში COVID-19-ით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ისგან 390 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა 576 ახალი შემთხვევა და ​გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი. გარდაცვლილებს შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე. ის ამავე კლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა. ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა.