imedi /  27 ოქტომბერი 2020, 23:09 / სანდო წყარო

დავით მაღრაძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო და იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა

დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე

საიდანაც დაიწყო ქართული სამონასტრო ცხოვრება, საიდანაც დაიწყო ქართული საბერმონაზნო ისტორია, უცბად აღმოჩნდა, რომ ის აღარ არის საქართველოს ტერიტორიაზე, აღარ იკითხება საქართველოს ტერიტორიაზე და აღშფოთებული ეს ძალა ისევ იგივეს აგრძელებს - აღშფოთებულია იმაზე, რომ „როგორ გაბედეთ, როგორ მიაკვლიეთ თქვენ ამ რუკებს, რომლებიც ჩვენ საგულდაგულოდ დავმალეთ“. აი ამაზეა აღშფოთებული და არა იმაზე, რომ გარეჯი აღარ იკითხება საქართველოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედთან“ დავით გარეჯზე საუბრისას განაცხდა.

პოეტის თქმით, ყოფილი ხელისუფლებისთვის ქართული კულტურის ძეგლისადმი ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

„ეს ის ძალაა, რომელმაც დამოუკიდებელი ტელეარხი დალეწა. თავზე გადაამტვრია ჟურნალისტებს კამერები, ჩამწერები და მიკროფონები - „იმედს“ ვგულისხმობ; ეს ის ძალაა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მხეცური მკვლელობის მერე შინაგან საქმეთა მინისტრ ფეხზე აუდგა პარლამენტში, აი ამ ძალის ელიტა და ტაშის ცემით მიეგება ამ მხეცური მკვლელობის ავტორს და შემოქმედს, და სულისჩამდგმელს და მერე მკვლელობის დამმალავს; ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო და იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა. ლტოლვილები გეტოში, მზის გულზე ჩაასახლა და იქ იცეკვა, აი ეს ის ძალაა. ამისგან რა გასაკვირია გარეჯის გასხვისება? მოულოდნელი ამბავი იყო რა თქმა უნდა და არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი. მაგრამ თავზარდამცემი არის ჩვენთვის და არა იმ ხალხისთვის, ვინც ამ ჩამონათვლის სულისჩამდგმელი, ავტორი და მესაძირკვლეა. მათთვის ძეგლი არის ერთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელიან. ეს ადამიანია მათთვის ძეგლიც, გარეჯიც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც და გელათიც. დანარჩენ ძეგლებს ისინი არ ცნობენ. ისინი საქართველოს სულიერ საყრდენებს არ აღიარებენ“, - განაცხადა მაღრაძემ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2025, 21:47

სამართალი

ვეტერანების შეურაცხყოფა და დარბევა, ახალგაზრდების პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა - საგამოძიებო კომისიამ კიდევ ერთი სხდომა დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშსწორება, არაადამიანური მოპყრობა და საზოგადოებაში შიშის გავრცელება.

 ილია ინჯია

18 ივნისი 2025, 21:39

პოლიტიკა

ილია ინჯია: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

18 ივნისი 2025, 21:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ბრიტანეთის საელჩომ თითქოს რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

არჩილ კალანდია

18 ივნისი 2025, 21:23

პოლიტიკა

არჩილ კალანდია შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. საერთო ჯამში, ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო

თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, - განუცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძე

18 ივნისი 2025, 21:19

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება - საპარლამენტო გუნდის მხრიდან ყველა საგამოძიებო ორგანოს სრული მხარდაჭერა ექნება ამ ბრძოლაში

[ნარკოდანაშაულთან] უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველა საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

ირაკლი კობახიძე

18 ივნისი 2025, 21:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში - მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

თორნიკე ჭეიშვილი

18 ივნისი 2025, 21:08

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ნარკოტრეფიკზე: საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. დღევანდელი ეპიზოდი არის მნიშვნელოვანი ეტაპი პრობლემის დამარცხების გზაზე

საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით.

დავით ჩიხელიძე

18 ივნისი 2025, 21:04

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, რაც მოკლე ფეხებიანი ტყუილია

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანი ტყუილია,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

ნინო ფოჩხუა

18 ივნისი 2025, 20:55

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული, წამსვე ფეიკს ფეიკზე უგონებენ - ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება

„ამათი საქმე როგორ არის ხომ იცით, ვინმე თუ გამოჩნდა დღის განმავლობაში, ასეთი დღეს მიშა მესხი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული და იხსენებდა იმ სისასტიკეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ ექცევიან და ფეიკს ფეიკზე უგონებენ“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

18 ივნისი 2025, 20:44

საზოგადოება

კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ნინო ლაცაბიძის ორგანიზებით კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

18 ივნისი 2025, 20:44

პოლიტიკა

ოპოზიციამ რევოლუცია ვერ მოაწყო - წარუმატებელ გეგმას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრი აღიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიზანი, ძალადობრივი რევოლუცია და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა - ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ბორის ჩელეყურუა აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციას აწყობდნენ, თუმცა მათი ქმედებები წარუმატებელი გამოდგა.

18 ივნისი 2025, 20:42

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.

18 ივნისი 2025, 20:30

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

18 ივნისი 2025, 20:30

პოლიტიკა

ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეთა პირადი ან პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არ ითხოვს - უწყება რამდენიმე NGO-ს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს

უწყება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს. ბიუროს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამოცანა გამჭვირვალობის დაცვაა კანონის ფარგლებში.

18 ივნისი 2025, 20:26

პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი - რატომ მოითხოვს დიპლომატიური უწყება თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ორგანიზაციის მონიტორინგს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი. დიპლომატიური უწყება ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებს ეხება და იმ ორგანიზაციის მონიტორინგს მოითხოვს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა.

18 ივნისი 2025, 20:24

პოლიტიკა

ქართულ-თურქული ურთიერთობები და საპარლამენტო კავშირები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ თურქეთიდან

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთში ვიზიტი დაასრულა.

18 ივნისი 2025, 20:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიას საეჭვო და თვითნებური გადაწყვეტილება - რა კითხვები აქვს გამოძიებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსება-პროკურატურა კვლევას აგრძელებს.

18 ივნისი 2025, 20:11

სამართალი

შსს-მ უპრენცენდენტო მასშტაბის ნარკოდანაშაული აღკვეთა - ამოღებული „ჰეროინის“ ფასი 85 მილიონს აჭარბებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია 1 ბრალდებული, თუმცა ძალოვანი უწყება დამნაშავეთა წრის გაფართოვებას არ გამორიცხავს.

18 ივნისი 2025, 19:28

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჰააგის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ უკრაინა ჰააგის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 ივნისი 2025, 19:08

პოლიტიკა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) წევრებს შეხვდნენ.