ვრცელდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ივანე ბურდული ქრთამის სანაცვლოდ ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვს
ივანე ბურდული
ფოტო: Facebook
საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკოდან დემარშით წასული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, ხატია ფერსაშვილისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.
აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არაა, თუმცა „კვირა“ აცხადებს, რომ ჩანაწერი ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა.
ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.
- ვერ გადაიბირე ვერავინ?
- ვაიმე, მესამედ მეკითხები უკვე
- რა, თუ გადაიბირე ვინმე, რა უბედურებაა, ვერ გავიგე?
- წამოდი-მეთქი, გეუბნები და არ მოდიხარ და მეტი რა გითხრა, ვერ გავიგე.
- სად წამოვიდე?
- სად წამოხვიდე და გეუბნები, სადაც წამოხვიდე, შეჩემა.
- შენთან ერთად ტელევიზიებში ვირბინო?
- იცი, რა არის? ორი ვარიანტი გაქვს.
- აბა?
- დაწერე განცხადება და გაქრი. მართლა გეუბნები. დაწერე განცხადება, გაქრი, თქვი, რომ არაფერს არ ვაკეთებ. ეგ იქნება ა, და იქნება ბ - დაწერე განცხადება, გამოდი, დაა***. ხო, პირველ შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, მეორე შემთხვევაში მიიღებ - 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გითხრა?! თუ არადა, იჯექი და შეყურე ტრ**** მაგ ყლ****, იხილე რა 5 საათამდე რაღაცა ფურცლები ვიღაცების დაწერილი საჩივრები, ანძ*** ორი ხელით არასამუშაო დროს და იჯექი დილის 10-დან 6 საათამდე, რავი, შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.
- და ვიდგები ქუჩაში ხვალიდან.
- გინდა ქუჩაში იდექი, გინდა სახლში იჯექი, მაგრამ გეუბნები, რომ პირველი, ა შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, ბ შემთხვევაში მიიღებ 500-ს ან რა ვიცი, შეიძლება, 700 ლარიც, არ ვიცი, მარგამ ბევრს, არ არის ცოტაზე საუბარი, საუბარი არის ბევრზე, მეტი რა ვქნა.
ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბურდულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე მიუთითებს მამუკა მდინარაძეც და აცხადებს, რომ ამ კავშირზე მეტყველებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოებიც, სადაც ბურდული „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთადაა.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 15:02
პოლიტიკა
ირაკლი შატაკიშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში საქართველოს შედეგზე: ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები
„საქართველო იმყოფება ურთულეს რეგიონში, ირგვლივ ყველგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორმა, პრაგმატულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, თანმიმდევრულმა, გონივრულმა პოლიტიკამ უზრუნველყო საქართველოში ეკონომიკური ზრდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი მმართველობითი რეფორმა გაატარა, უპრეცედენტო მასშტაბით ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. სწორედ ამ მშვიდობაზე დაფუძნებულმა სწორმა ეკონომიკურმა განაპირობა ის, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ევროკომისიის კვლევის შედეგებიც განსხვავებულს არ ამბობს. ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები”, - განაცხადა შატაკიშვილმა.
03 ოქტომბერი 2026, 14:54
მსოფლიო
The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს
რუსეთი გეგმავს ზამთარში უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 14:50
პოლიტიკა
დმანისის 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მოქალაქეები არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ. სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა ხმას ტრადიციული მეთოდით აძლევს.
03 ოქტომბერი 2026, 14:41
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
03 ოქტომბერი 2026, 14:39
სამართალი
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომელთა მტკიცებით ბადრაგებმა დავითაძეზე იძალადეს. პენიტენციური სამსახურის განმარტებით კი „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
03 ოქტომბერი 2026, 14:38
მსოფლიო
მედია: პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის
პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის. ინფორმაციას პორტალი mezha.net ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 14:37
პოლიტიკა
ცესკო მოქალაქეებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის უბნებზე არსებულ წესებს შეახსენებს
არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, საინფორმაციო ბრიფინგები იმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
03 ოქტომბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
ახმეტაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული. სოფელ კასრისწყალში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ტარდება. უბანზე 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათი აქტივობა საშუალოა.
03 ოქტომბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
12:00 საათის მონაცემებით, წალკასი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 200-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა
საკრებულოს დღევანდელ შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტი, 4 უბანი წალკაშია გახსნილი - 3 ადგილზე კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ტარდება.
03 ოქტომბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა.
03 ოქტომბერი 2026, 14:14
მსოფლიო
The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ
დიპლომატები კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს მიზანმიმართულად დაიწყებს. ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებთან პირად საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 13:58
მსოფლიო
AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება
საუდის არაბეთი და იემენის სამთავრობო ძალები უახლოეს დღეებში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავენ. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 13:33
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას გაეცნო.
03 ოქტომბერი 2026, 13:22
მსოფლიო
AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები პარასკევს კემპ დევიდში რამდენიმე საათით საიდუმლოდ შეიკრიბნენ, რათა ირანთან ომისა და იემენში საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის კონფლიქტის ფონზე სამომავლო ნაბიჯები განეხილათ. ინფორმაციას AXIOS-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 12:21
მსოფლიო
Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
ტენესიში ინიექციის გზით სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მსჯავრდებული კრისტა პაიკი მძიმე მდგომარეობაში, უგონოდ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი პაიკის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 12:18
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, სათათბირო სხდომაზე, ერთხმად მიიღო.
03 ოქტომბერი 2026, 12:12
რეგიონი
ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს
ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს, რომელშიც თეატრალური დასები და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობენ.
03 ოქტომბერი 2026, 12:00
საზოგადოება
თბილისობის სადღესასწაულო პროგრამა 12:00 საათზე იხსნება
რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები.
03 ოქტომბერი 2026, 12:00
ტექნოლოგიები
ხელოვნურმა ინტელექტმა 217 წლის წინ ნაპოლეონის ბრძანებით დაწერილი დაშიფრული წერილი ექვს საათში გაშიფრა
ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით 217 წლის წინ დაწერილი დაშიფრული წერილი გაშიფრა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით მომზადდა და რომლის შინაარსის სრულად აღდგენა მკვლევრებმა აქამდე ვერ შეძლეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 11:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ევროკომისიის კვლევის პარალელურად შეუძლიათ, გამოვიდნენ და თქვან, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის არა ის, რაც მათმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად საპირისპირო - მივეჩვიეთ, რომ სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას
ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ და სწორედ ამის გამოძახილია ეს კვლევაც, მაგრამ ჩვენ გვესმის და ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას.


