imedi /  30 დეკემბერი 2020, 00:31 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრი დავით გარეჯზე: მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე ისაუბრა. ამ თემაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქმეზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი. როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს. არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის დარღვეული. რეალურად, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთ რუკას გამოიყენებდნენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დროს. ეს არის 1938 წლის რუკები. შემდეგ მიდის სპეკულაციები. ზოგი ახსენებს 29 წლის რუკას, ზოგი ახსენებს 37 წლის რუკას, 42 წლის რუკას და ა.შ. მანიპულირებენ, როგორც გამოცდილი, გაწაფული თაღლითები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ამ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი, რომ ამ რუკის მიხედვით რომ გაეტარებინათ, მაგალითად ჩიჩხიტური და ის ქედი, რომელზეც არის დღეს დავა და რეალურად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ 2006 წელს (კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დადგნენ იქ?), არ იქნებოდა დღეს სადაო“, - განაცხადა მინისტრმა.

მან საქმის გამოძიებასთან საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, რომ პროკურატურა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

„რა თქმა უნდა, ჩემი ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი არის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ ისეთი მიამიტები არ ვართ, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ის ორი კარტოგრაფი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მხოლოდ მათ დონეზე გადაწყდა რაიმე. ადამიანი უნდა იყოს ძალიან დიდი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ადასტურებენ, რომ ეს მონაკვეთი, დავით გარეჯის ერთი ნაწილი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს“, - განაცხადა მინისტრმა.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 ივნისი 2026, 01:22

მსოფლიო

ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, თეირანი „კონცეპტუალურად“ დათანხმდა, მისცეს აშშ-ს ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება და შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები.

12 ივნისი 2026, 01:09

სპორტი

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

12 ივნისი 2026, 00:40

სპორტი

მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩში რაულ ხიმენესმა სხვაობა ორამდე გაზარდა

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უპირატესობა განიმტკიცა. მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა.

12 ივნისი 2026, 00:35

სპორტი

ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ

ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 23:59

მსოფლიო

ტრამპი ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევას აანონსებს და მიანიშნებს, რომ ხელმოწერა მალე ევროპაში შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა „დიდი შეთანხმების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა ირანთან ომი დაასრულოს და მიანიშნა, რომ მას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.

11 ივნისი 2026, 23:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა

ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.

11 ივნისი 2026, 23:20

სპორტი

ხულიან კინიონესმა მექსიკის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა

მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გავიდა. მატჩის ანგარიში მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა გახსნა.

11 ივნისი 2026, 23:07

პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება

ნანა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.

11 ივნისი 2026, 22:32

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

11 ივნისი 2026, 22:31

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.

11 ივნისი 2026, 22:01

სპორტი

მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება

მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 21:40

მსოფლიო

ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

ვიქტორ ჯაფარიძე

11 ივნისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.

11 ივნისი 2026, 21:08

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს

ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.

11 ივნისი 2026, 20:54

ეკონომიკა

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

11 ივნისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.

11 ივნისი 2026, 20:40

ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.

11 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.