არჩილ თალაკვაძე: უმანდატო და მარგინალი პოლიტიკოსები ხევენ იმ პოლიტიკოსების მანდატებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღო
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
სამწუხაროდ, იმ კომიკურ რეალობაში ვართ, როცა დამარცხებული პოლიტიკოსები არჩევნებში მანდატის მქონე და ბარიერგადალახულ პოლიტიკოსებს ასწავლიან ჭკუას და კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ძალადობითა და გაყალბებით ყოფნის გამოცდილება აქვს და დღესაც დესტაბილიზაციით სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ნაწილი, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები კი არჩევნების შედეგად ისედაც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.
„დღეს იმ რეალობაში ვართ, როცა უმანდატო და მარგინალი პოლიტიკოსები ხევენ იმ პოლიტიკოსების მანდატებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღეს. დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, სადაც ნაწილმა გადალახა ბარიერი, მიიღო საზოგადოების მხარდაჭერა და ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, თუ პატივს ვცემთ დემოკრატიას და კანონის უზენაესობა მათთვის არის ამოსავალი. ამის მიუხედავად ამ ოპოზიციაში არის 2 პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელსაც თუ ისტორიას გადავხედავთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვება პრაქტიკულად არასოდეს ჰქონია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რევოლუციის გზით, ხავერდოვანი რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და შემდეგ 2007 წელს უკვე რეალურად წააგო დემოკრატიული არჩევნები, გააყალბა, დარჩა ხელისუფლებაში და მას შემდეგ 2012 წლამდე სანამ საზოგადოებამ ეს ხალხი არ გააძევა და „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ძალისხმევით არ გაიყვანა საზოგადოებამ, მათ მუდმივად ჰქონდათ ხლეისუფლებაში გაყალბებით და ძალადობით დარჩენის გამოცდილება. შესაბამისად, მათ აქვთ დღეს იგივე ინსტიქტები და იგივე გენეტიკური კოდი, როცა თვლიან, რომ ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით და ძალადობით უნდა დაბრუნდნენ და ეს ნათელია ყველა მათი ლიდერის განცხადებიდან, დაწყებული, როცა ისინი „ადუღებდნენ“ სხვადასხვა რეგიონს. ეს ხალხი მიდრეკილია დესტაბილიზაციისკენ. მეორე ჯგუფი არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც წინა პარლამენტში ჰქონდა საკმაოდ დიდი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამ არჩევნებში მათ განიცადეს სრული ფიასკო, სავარაუდოდ იმ სტრატეგიით, რაც ლიდერებმა აირჩიეს, შესაბამისად, დღეს რომ ხმამაღლა გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან ის ადამიანები და ხალხს ეუბნებიან - არ შევალთ პარლამენტში, რეალურად რომც მოინდომონ, ეგ ადამიანები მაინც ვერ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს არის ხალხი, რომლებიც სიაში ნუმერაციით ცნობილია, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, ვართ იმ მოდელირებულ რეალობაში, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს ახევინებენ მანდატებს და ადამიანებმა ვინც არჩევნებში ზღვარი ვერ გადალახეს ეუბნებიან საზოგადოებას, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, მათ მანდატები არც მიუღიათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განცახდებით, რეალურად ოპოზიციაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალებია, თუმცა, ისინი შანტაჟის ქვეშ არიან. „ამ ორ პოლიტიკურ ძალას ლოგიკურად არ უნდა მისი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რადგან ერთს პარტიული ცხოვრების სრულიად საპირისპირო გამოცდილება აქვს და მეორე რეალურად ვერ შედის, ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ეს არის პოლიტიკური შანტაჟის კლასიკური მაგალითი, როცა პარტიები, რომელთაც არ აწყობთ დემოკრატიული პროცესი, სტაბილური მმართველობა და აშანტაჟებენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს იმით, რომ ისინი ოპოზიციაშიც კი უმცირესობაში არიან, ცოტა მხარდაჭერა აქვთ მიღებული და ამ ორ რადიკალურ პარტიას აქვს მის მიერ კონტროლირებული მედია და ფინანსური რესურსი, რომლის წარმომავლობაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა და სავარაუდოდ, მომავალშიც დადგება. სწორედ ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებებში დავინახეთ ეს განსხვავება, რომ რადიკალური პოლიტიკური ცენტრების მიუხედავად, ოპოზიციაში არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც პატივს სცემს დმეორკატიას, სურს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა და რომელიც, მე ვფიქრობ, მივა იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, როცა ჩაერთვება საპარლამენტო პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება
ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.
მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან
„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
22 სექტემბერი 2026, 13:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ
გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 12:58
ეკონომიკა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
22 სექტემბერი 2026, 11:52
საზოგადოება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
22 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა
სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.


