imedi /  30 დეკემბერი 2020, 18:36 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტია, რომ პარლამენტში იყოს პოლიტიკური პროცესი და არა ქუჩაში

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ვინც თავისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს, გარწმუნებთ, ის პარტიები გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს და ეს მოხდება ძალიან მალე, სულ რაღაც 10 თვეში, როდესაც ისინი, როგორც მინიმუმ, 1/3-ით დაკარგავენ მხარდამჭერებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე,მ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველმა საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა, როდესაც პანდემიის მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე მივიდა, 9 პარტიას მისცა ხმა და მხარი დაუჭირა სტაბილურ მმართველობას.

თალაკვაძის განცხადებით მოსახლეობის ეს გადაწყვეტილება იმაშიც გამოიხატა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოწოდების მიუხედავად, ისინი რუსთაველის გამზირზე არ გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მათ უჭერდნენ მხარს.

„ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტია, რომ პარლამენტში იყოს პოლიტიკური პროცესი და არა ქუჩაში. პარალამენტში იყვნენ პოლიტიკოსები და არა ქუჩაში, თუმცა ვინ არის ქუჩის პოლიტიკოსი და ვინ არის პარლამენტის პოლიტიკოსი, ამაზე საზოგადოებამ უკვე თავისი პოზიცია დააფიქსირა. პანდემიის მიუხედავად ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა არჩევანი, მათ ხმა მისცეს 9 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ასევე, ხმა მისცეს მთავარს, ყველა მათგანმა აირჩია სტაბილური მმართველობა და ყველა მათგანმა თქვა, რომ ეს პარტიები უნდა იყვნენ პარლამენტში. როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ქუდზე კაცი იხმო და ყველა თავის მხარდამჭერს უთხრა, მობრძანდით რუსთაველზე, რომ ავრიოთ ქვეყანა და ახალი არჩევნები ჩავატაროთო, ვნახეთ, რომ იქ ძალიან ცოტა ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 900 ათასზე მეტს ჰქონდა მხარი დაჭერილი ამ პარტიებისთვის, ვინც ხალხს ეძახდა რუსთაველზე, ეს არ არის ინდიკატორი? სხვა რა უნდა ვკითხოთ მოსახლეობას? “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანამ მიიღო რეალობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, რომ იყოს ოპოზიცია, რაც აბსოლუტურ უთანხმოებაში მოდის დემოკრატიასთან.

„საზოგადოებამ დაავალა ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, გაეწიათ ოპონირება ხელისუფლებისთვის, მიეღოთ კანონები, ემსჯელათ და ყოფილიყო ოპოზიცია. ჩვენ მივიღეთ ახლა რეალობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია. ეს არის დემოკრატიასთან აბსოლუტურად უთანხმოებაში და შესაბამისად, იმ ხალხის არჩევანი, რომელმაც დაავალა ამ პარტიებს პარლამენტში ყოფნა, არის იგნორირებული და ის ადამიანები, მათ ხმას აღარ მისცემენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.

22 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს

მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თორნიკე ჭეიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ

„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.

22 სექტემბერი 2026, 11:12

მსოფლიო

დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ

დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.

22 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო

პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.

22 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.