დავით ზალკალიანი: ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გეზი ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენ აქვს აღებული, ამ მიზნის მიღწევაში ერთიანი უნდა იყოს
დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„პარლამენტის პირველი რეზოლუცია სწორედ საგარეო ურთიერთობებს ეხება და საგარეო პოლიტიკის ძირითად სტრატეგიულ კურსთან არის სრულ თანხვედრაში“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია და დოკუმენტში განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს ძალიან მკაფიო გზავნილს საქართველოს ყველა პარტნიორის მიმართ იმის შესახებ, თუ საით მიდის ქვეყანა, რა არის მისი ძირითადი საგარეო პოლიტიკური კურსი და კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საერთო მიზნისთვის ქვეყნის შიგნით კონსოლიდაციის მნიშვნელობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისფულების, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა.
„პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, არის გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ასევე ქვეყნის შიდა კონსოლიდაციისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ამბიციური გეგმები, რომლებიც ამ რეზოლუციაშია და ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, ამ გეგმების შესასრულებლად აუცილებელია მთლიანად ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს გეზი და კურსი აღებული ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენ, უნდა იყოს ერთიანი ამ მიზნის მიღწევაში. წარმოუდგენელია, რომ თუკი ეს კონსოლიდაცია არ იქნა და თუკი ყველა ინსტიტუტი არ იქნა გაერთიანებული ამ მიზნის გარშემო, ჩვენ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პარალმენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება ერთგვარი გზამკვლევი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვის მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ გქვენება ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან მთავარი სახელმძღვანელო, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც ამ სტრატეგიის დოკუმენტში არის განსაზღვრული, იყოს სრულ თავსებადობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან“, - განმარტა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ამასთან, საგარეო უწყებას კონკრეტულ მიმართულებებზე ექნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
„ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება ახალი გარემოებებიც, რომლებიც რეგიონში შექიმნა, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ სწრაფი რეაგირების რეჟიმში. ქვეყანა სწარაფად უნდა რეაგირებდეს ახალ გამოწვევებზე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობასაც.
„ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. ევროკავშირს უნდა დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ჩვენი ფუნქცია. ამიტომ, ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან გაასმაგებულ ენერგიას, ყველა სტრუქტურის და ყველა ინსტიტუტის კონსოლიდაციას ამ მიზნის გარშემო, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვნელმა და დასძინა, რომ პარალმენტის მიერ მიღებული რეზოლუცია განსაზღვრავს იმ ძირითად გეზს და მიმართულებას, საითკენაც მიისწრაფვის საქართველო.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც გამოიკვეთა. პირველ რიგში ეს არის დეოკუპაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ასევე ის ამბიციური განაცხადი, რაც არის დაკავშირებული საქართველოს მზაობასთან, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებსთან დაკავშირებით. ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავება. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს, ასახულია საქართველოს პარლამენტის ამ რეზოლუციაში“, - განცხადა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცება.
საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი - ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:58
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
31 აგვისტო 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:43
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:41
საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.
31 აგვისტო 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
31 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
31 აგვისტო 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ, ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ
მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ. ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?
31 აგვისტო 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება
სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ
„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.


