imedi /  20 იანვარი 2021, 22:09 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძემ სიტყვა გატეხა, რის გამოც სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს.

„რამდენი ხანი შეიძლება ადამიანს თვალებში ვერ უყურებდე იმიტომ, რომ საკუთარი სიტყვა გატეხე, მე ხომ ამას სულ ვილაპარაკებ, ყოველდღიურად ვილაპარაკებ, ყველა სიტყვის გამტეხ ადამიანზე ამას ვილაპარაკებ, რამდენი ხანი გამიძლებენ? ვახო მეგრელიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა გიორგი ვაშაძესთან, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანურად ერთმანეთთან, როცა ჩვენ უცნაურობა დავინახეთ, ამ უცნაურობის შესახებ ვთქვით საჯაროდ. დღეს, ამ უცნაურობას დაემატა ის, რომ ბატონი სერგო ჩიხლაძე ტელევიზიაში მივიდა და არაცივილურად დატოვა ის მაგიდა, სადაც ის იჯდა, ერთ-ერთი სტუმარი ვახო მეგრელიშვილი იყო, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს არაცივიულურობა საჯარო სივრცეში. ჩვენ საჯარო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, აქ მაშინვე ჩანს ვინ იტყუება და ვინ არა, აქ მაშინვე ჩანს ვის აქვს პარტნიორებთან საუბრის მორალური უფლება და ვის არა, ვინ გარბის და ვის არ ეშინია და ახლა მე შეშინებულს ვგავარ? ჰკითხეთ აბა, რატომ არ ზის აქ, რატომ გითხრათ უარი. ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ვაშაძეს შესაძლოა, „მოქალაქეებთან“ ერთად არ სურდა შეხვედრა, ხვიჩია პასუხობს, რომ მათ ეს უნდა სცოდნოდათ და „გაუგებდნენ“.

„შეიძლება, მაგრამ ეს უნდა ვიცოდე და შემეძლო გამეგო პირად საუბარშიც და საერთოდ არ ჩავაყენებდი უხერხულ სიტუაციაში ბატონ გიორგის, როგორც ახლა არ ვაპირებ, „ლელო“ ჩავაყენო უხერხულ სიტუაციაში. „გირჩმა“ დავისახეთ მიზნად, ქართული პოლიტიკური სპექტრი დაგველაპარაკებინა ერთმანეთს, მართლა საუბარი დაგვეწყო ერთმანეთთან, მე ვფიქრობ, ჩვენ ეს წარმატებით გამოგვივიდა და ბატონმა გიორგი ვაშაძემაც იცის, რომ ეს წარმატებით გამოგვივიდა. გიორგი ვაშაძეს ამ წარმატების უკან წაღება უნდა. მე არ მჯერა იმ ოპოზიციის, რომელიც ერთმანეთთან არ ლაპარაკობს, ერთმანეთთან არ ჯდება, პირიქით, ჩვენი სიძლიერე არის ლაპარაკი. ეს არის ადგილი, ეს არის პროფესია, სადაც ან საჯარო სივრცეში ლაპარაკობ, ან გაქრები, და გიორგი ვაშაძესაც მოუწევს ამ წესების დამორჩილება. მან გაბედა პირველმა ამ საქციელის ჩადენა და ის სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ეს არასდროს გაბედოს, მან ელექტორალურად უნდა ნახოს ზიანი საკუთარი სიტყვის გატეხის გამო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:12

თემა

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

23 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.

23 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს

„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.

23 აგვისტო 2026, 14:37

მსოფლიო

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.

მოჰსენ რეზაი

23 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.

23 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.