თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული.
თეა წულუკიანის თქმით, მტკიცებულებებად გამოყენებული იყო ასევე იმ 33 მოწმის ჩვენებები, რომელიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე.
ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთი კონკრეტული მტკიცებულების დაბრუნების საქმეში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა და ამ მტკიცებულების მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების დიდი როლია.
„ამერიკული მხარე დაგვეხმარა ერთი კონკრეტული მტკიცებულების საქართველოში დაბრუნების საქმეში. საუბარია 12 აგვისტოს გორში ჩამოვარდნილ რუსულ ისკანდერზე. რა თქმა უნდა, არსებობდა ვიდეო და ფოტომასალა, რომ ამგვარი იარაღი რუსეთის მიერ გორში იქნა გამოყენებული, მაგრამ სტრასბურგში რომ ჩავდიოდით სხდომებზე, რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო პირები ცინიკურად მოგვიგებდნენ ხოლმე, რომ ეს ფოტოშოფი და დამონტაჟებული მასალაა, ვინაიდან ჩვენ თვითონ ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც რა თქმა უნდა აფეთქდა, არ გვქონდა და არც ვიცოდით სად იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში მოცემული ისკანდერი გატანილი იქნა ქვეყნიდან, ისე რომ ამის დოკუმენტური კვალი არ არსებობდა. შესაბამისად, მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით მიგვეკვლია, თუ სად არის. ამის მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების როლი არის დიდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პირველი ნაწილები, რომლებიც აღმოვაჩინეთ საქართველოში, ერთერთ მიტოვებულ საწყობში.
შემდეგ გავყევით კვალს და როდესაც უკვე დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ ჭურვის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 2018 წელს, 800 კილო ტვირთი დავაბრუნეთ საქართველოში. შესაბამისად, ამ ერთი მტკიცებულების მოპოვებაში მადლობა ეკუთვნის აშშ-ს, ჩვენს ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს. დანარჩენი მტკიცებულების მოპოვებაში მედიის როლი იყო დიდი, იმ ადამიანების, რომლებიც 2008 წლის ომის მოვლენებს საკუთარი სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ და ჩვენ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად გვქონდა გამოყენებული. ასევე, ის 33 მოწმე, რომელიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე, რა თქმა უნდა მათი ჩვენებები იყო მტკიცებულებები. ასევე მტკიცებულებები შეაგროვა ჩვენთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის საქმეს თავის დროზე იძიებდა და რა თქმა უნდა, მათ დროს იყო შექმნილი საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ დღეს დადგა გამარჯვება და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, იარაღი, რომელიც ბევრ ისკანდერზე უფრო ძლიერია და რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქვია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 15:27
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა და თბილისში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას შეუწყო ხელი.
15 აპრილი 2026, 15:22
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მსურს გარკვეული კრიტიკა გამოვთქვა ჩვენი საელჩოების მუშაობის გამო - როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით უამრავ რესურსს ხარჯავს, კარგი იქნება, საელჩოები აქტიურად მუშაობდნენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული საელჩოების მუშაობა გააკრიტიკა.
15 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს
დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.
15 აპრილი 2026, 15:09
პოლიტიკა
ზარქუა: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩაფლავდები
რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას
15 აპრილი 2026, 15:06
სამართალი
პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 15:02
რეგიონი
სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი“.
15 აპრილი 2026, 14:57
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფაზე თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს
„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსით მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს“, - დასძინა მადიარმა.
15 აპრილი 2026, 14:45
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 14:40
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
15 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია
ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა, როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.
15 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება
ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.
15 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც
ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 აპრილი 2026, 14:18
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ“.
15 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 14:12
საზოგადოება
ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
15 აპრილი 2026, 14:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.
15 აპრილი 2026, 14:08
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.
15 აპრილი 2026, 14:07
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.
15 აპრილი 2026, 14:03
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება
„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.


