imedi /  26 მაისი 2020, 23:24 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: 2011-12 წლებში სტრასბურგში საქართველოდან იმდენი საჩივარი შედიოდა, რომ ახალი იურისტების მოყვანა დასჭირდათ

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

2011-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მახსოვს ის დრო, როდესაც სტრასბურგში საქართველოდან საჩივრების რიცხვი გაიზარდა, რადგან მაშინ ვიყავი ერთადერთი იურისტი, რომელიც საქართველოდან შემოსულ საქმეებს განიხილავდა. რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი. ყველა საქმე ერთმანეთზე უფრო კომპლექსური და სერიოზული იყო. 2011-2012 წლებში წლიურად იყო 400-500 ახალი საქმე. პრაქტიკულად ყველა საქმე ეხებოდა სიცოცხლის უფლების ხელყოფას და წამების აკრძალვის პრინციპის ხელყოფას. მახსოვს, რომ დღეში რამდენჯერმე იღებოდა ჩემი ოთახის კარი და ე.წ. დამტარებელს მოჰქონდა ძალიან ბევრი ქართული საქმე, რომლებიც ჩემს მაგიდაზე იყრიდა თავს. ყველა ეს საქმე ეხებოდა საპატიმროს, C ჰეპატიტს, ეპიდემიებს, ტუბერკულოზს, ცემას, წამებას. ადამიანები ქვეყნის შიგნით ვერ პოულობდნენ სამართალს. ყველამ, მათ შორის სტუდენტებმაც იციან, რომ უშეცდომო ხელისუფლება არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს უშეცდომო ადამიანი. თუმცა ჩვენ მაშინ გვქონდა ისეთი განცდა, რომ ეს იყო არა შეცდომები, არამედ მასობრივი დარღვევები და ქვეყანაში არ არსებობდა ადგილი, სადაც ეს უფლებები გამოსწორდებოდა. ამიტომ ეს საქმეები მიდიოდა სტრასბურგში. ამით ირღვეოდა ეს პრინციპი, რომელზეც დგას ევროპული სასამართლო - სახელმწიფოებმა თავის დროზე ეს სასამართლო შექმნეს არა იმისთვის, რომ მან ჩაანაცვლოს ეროვნული მართლმსაჯულების სისტემა, არამედ იმისთვის, რომ თუ სადმე, ცალკეულ შემთხვევაში ადამიანი ვერ იპოვის სამართალს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ევროპულ სასამართლოს. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო პირიქით - ვერავინ პოულობდა სამართალს ქვეყნის შიგნით და ყველა მიდიოდა სტრასბურგში. ეს იყო ერთადერთი გზა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 08:58

რეგიონი

გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თორნიკე შენგელია

07 ივლისი 2020, 08:41

სპორტი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა

თორნიკე შენგელიას ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და არც წინასწარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

07 ივლისი 2020, 08:27

საზოგადოება

ეროვნული გამოცდები გრძელდება

საგამოცდო ცენტრებში გუშინდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93% მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი სიცხე დაუდასტურდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

07 ივლისი 2020, 08:17

სამართალი

ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები 50 წლამდე კაცს თავისა და მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

07 ივლისი 2020, 08:03

საზოგადოება

დღეიდან სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების შემოწმება იწყება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა დარბაზის ვენტილაციას, აკრძალული იქნება 10 კაცზე მეტის ჯგუფური ვარჯიში.

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.