გოგა ხაინდრავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დღეს საქართველოს აქვს დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს
გოგა ხაინდრავა
ფოტო: IMEDI
„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოს, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივად ედავოს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელმაც საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოს, საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივად ედავოს რუსეთს. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული და გრძელი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ იმ საშინელ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის მსოფლიოში, ევროპაში, აშშ-ში. მაგრამ დღეს ქართულ სახელმწიფოს გააჩნია დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს.
ამავდროულად, ამასთან დაკავშირებით ის აბსოლუტური ისტერიკა, რომლის მოწმენიც ვართ საქართველოში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რამდენიმე მიმართულებით მინდა, ამ საკითხს შევეხო. პირველი: ესაა პათოლოგიური მატყუარების გაერთიანება. გარდა იმისა, რომ მოძალადეები, უტიფრები, ვიგინდარები და უღირსები არიან, პათოლოგიური მატყუარები არიან. ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას სიცრუე მოახვიონ თავს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ეს დოკუმენტი იწყება, ისევე როგორც ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს ბოკერიამ, მისმა ძმებმა და სააკაშვილმა, რითიც, ფაქტობრივად, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, ჩემს ფილმშიც არის ეს შესული, რომ ცეცხლი დილის 07:00 საათზე გახსნა სააკაშვილმა „გრადებიდან“ ცხინვალის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელიც იმ დროისთვის იყო, სეპარატისტების მოქმედებას, სამხედრო დაჯგუფებების კონცენტრაციას საქართველოში, დაწყებული ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფებით, რომელიც ჯავის ტერიტორიაზე იმყოფებიდა და სხვა რუსულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობას იღებდნენ, ფართომასშტაბიანი ინტერვენციისთვის საბაბი, რა თქმა უნდა, 7 აგვისტოს დილით ცეცხლის გახსნა იყო. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება სააკაშვილის მხრიდან. ამას სათავეში ედგა ფე-ეს-ბე-ს ოფიცერი ალასანია, რეალურად, ეს იყო ერთობლივი გეგმა, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა. მიუხედავად ამისა, ამ რეზოლუციის მიღება, მისი ხელმოწერა, ამით საკუთარი დანაშაულის აღიარება ქვეყნისთვის იყო ზიანი და არა – „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ზუსტად იმავე აბზაცით იწყება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის გამო 8-დან 12-მდე ჩადენილი დანაშაული, სისასტიკე, გადამწვარი ქალაქები, ნაწამები ადამიანები იმ სათვალავში არ შედიან. ის ბარბაროსობა, რომელიც რუსეთმა აქ 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე ჩაიდინა, ბოკერიასა და სააკაშვილის კისერზეა იმიტომ, რომ ამის გამო ჩვენ პასუხს ვერ მოვთხოვთ. არადა, კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა გორში, ხეობაში. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოსა და ყველა ჩვენგანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. „სამართალმა პური ჭამა“. როგორც ამბობენ, სამართალი ურმით დადისო. სამართალი მოვიდა და დადგა ჩვენი სახელმიწიფოს კართან“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 10:33
საზოგადოება
14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება
14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
11 ივნისი 2026, 10:29
ტაბლოიდი
ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა
მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.
11 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა
რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:22
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს
22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
11 ივნისი 2026, 10:21
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.
11 ივნისი 2026, 10:16
რეგიონი
თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.
11 ივნისი 2026, 10:15
რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება
სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.
11 ივნისი 2026, 10:13
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება⚽
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).
11 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა
ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 09:25
მსოფლიო
ირანმა აშშ-ის დაბომბვის საპასუხოდ ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ, მათ 12 ბალისტიკური რაკეტით იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ავიაბაზა დაბომბეს.
11 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" მიმდინარეობს. საზეიმო კონცერტი ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა.
11 ივნისი 2026, 09:14
რეგიონი
ახალციხეში ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
რეაბილიტაცია დიდიმამიშვილის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსსა და შალვა ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობას უტარდება. მიმდინარეობს ნათენაძისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე წრიულებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
11 ივნისი 2026, 09:09
რეგიონი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ვინაიდან ხანგრძლივი სამუშაოებია საჭირო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა უზრუნველყოს გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.
11 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
11 ივნისი 2026, 08:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური ალიანსის დაშლას აფასებს. მისი თქმით, ალიანსის დაშლის მიზეზი მისი წევრების პოლიტიკური ეგოა.
11 ივნისი 2026, 08:46
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციისთვის დაწესებულ წესებს.
11 ივნისი 2026, 08:30
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივნისს საქართველოში
11 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
11 ივნისი 2026, 08:15
სპორტი
ქვემო ქართლსა და კახეთში სპორტული ობიექტებისთვის სპორტის სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეიძინა
ინვენტარი მოიცავს როგორც სავარჯიშო, ისე საშეჯიბრო ატრიბუტიკას. მინისტრი სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ობიექტების მომარაგების პროცესი 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.
11 ივნისი 2026, 08:11
საზოგადოება
ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბნის რამდენიმე კვარტალში კორპუსების მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ისნის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოხდება საცხოვრებელ უბნებში მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი, რომლის მიზანია, ტერიტორიის გათავისუფლება და მისი ეტაპობრივი გარდაქმნა თანამედროვე რეკრეაციულ და ნაწილობრივ საპარკინგე სივრცედ.
11 ივნისი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება. ოფიციალური თბილისი კი ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.


