გიორგი ცუცქირიძე სააკაშვილზე: მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: IMEDI
როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, - წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად „ნაცოპოფლანგის“ მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა.
„ჩემი პოზიცია ნამახვანჰესზე, ისედაც ცნობილია. ნებისმიერი მსხვილი პროექტი და კონტრაქტის პირობები საზოგადოებისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს, მთავარი პრობლემა მაინც გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაა, რომელიც ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრავდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, საერთაშორისო ტენდენციებთან და განსაკუთრებით მწვანე ენერგის ერთიან კონტექსტში, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამ თემის ინტერპრეტირების, განსაკუთრებით მისი პოლიტიზირების თვალსაზრისით. ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად ნაცოპოფლანგის მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა. ამ ადამიანის ტრანსფორმაციის და გარდასახვის უნარი გასაოცარია. როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პროზაული მოწოდებით - ხელები შორს ქართული ბუნებისაგან. რაც მთავარია მისთვის ახლა თურმე გაცილებით პრიორიტეტული საქართველოს ბუნების გადარჩენა გამხდარა, ვიდრე თურქეთისათვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. ერთიც უნდა ითქვას, მის ბუნებისადმი გაღვიძებულ სიყვარულს თავი რომც დავანებოთ, მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა, რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!, ან თუნდაც დღეს მის მიერვე მართული ნაცმო, რუსეთთან ღია ფლირტში არაერთგზის შემჩნეულ პოლიტსუბიექტებთან ერთად, რადიკალიზაციით და დესტაბილიზაციით, რომ ცდილობს ქვეყნის არევას?“ - წერს ანალიტიკოსი.
ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.


