უცხოელი სპეციალისტები ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ
ფოტო: მანჩი გაბელია
თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი აგრძელებს 24-საათიან მონიტორინგს.
„თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრული პროცესების შესასწავლად, საქართველოში გერმანელი სპეციალისტები დღეს ჩამოვიდნენ.
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 16:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ძალიან მძიმე პროცესებია, რასაც მოლდოვას მაგალითზე ვხედავთ. ეს პროცესები არ გვიკვირს, სააკაშვილი გვყავდა, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, შემდეგ სხვა ქვეყნის გუბერნატორი გახდა და ამით ამაყობდა
„იქნება ეს პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა მოქმედებდნენ. სინამდვილეში, ავლენენ რომ მათი მთავარი მიზანია სხვა ქვეყნის გუბერნიად ქცევა. ეს პროცესები არ გვიკვირს, სააკაშვილი გვყავდა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, შემდეგ სხვა ქვეყნის გუბერნატორი გახდა და ამით ამაყობდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
01 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დელეგაციამ საქართველოს მთავრობას გაუზიარა მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ
„25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ“.
01 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 ივნისი 2026, 16:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: მე ველოდები ახლა „ნაცმოძრაობის“, მისი ფილიალების და სააკაშვილის მომხრე „ენჯეოების“ ძალიან მკაცრ დაგმობას იმაზე, რომ ის ანტი ამერიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს
მე ველოდები ახლა „ნაცმოძრაობის“, მისი ფილიალების და სააკაშვილის მომხრე „ენჯეოების“ ძალიან მკაცრ დაგმობას იმაზე, რომ ის ანტი ამერიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც დონალდ ტრამპი ბანგლადეშელ ხარს შეადარა.
01 ივნისი 2026, 16:04
პოლიტიკა
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
01 ივნისი 2026, 16:04
პოლიტიკა
ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის
„ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე“.
01 ივნისი 2026, 15:55
საზოგადოება
ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა
31 მაისს, კომპანია არემჯის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.
01 ივნისი 2026, 15:55
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალებზე: ბოლო ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც პარტია ირჩევს დესტრუქციულ დღის წესრიგს პოლიტიკაში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს დესტრუქცია როგორც ბუმერანგი ისე უტრიალდება უკან
ბოლო ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც პარტია ირჩევს დესტრუქციულ დღის წესრიგს პოლიტიკაში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს დესტრუქცია როგორც ბუმერანგი ისე უტრიალდება უკან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
01 ივნისი 2026, 15:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის სტატუსზე: ტრამპის მიმართ დამოკიდებულება - ასეთი აგდებული, არ არის ახალი
„ტრამპის მიმართ დამოკიდებულება - ასეთი აგდებული, მასხარაობა ამ თემაზე, არ არის ახალი. სააკაშვილს გამოუჩნდნენ სერიოზული კონკურენტები ამ პერსონალურ კრიტიკაში. დიდი ხანია ჩვენ ამის თაობაზე ვიცით. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაშიც იციან. გაცილებით უფრო მძიმე შეფასებები, ყოველგვარი მასხრობის გარეშე ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კრიტიკა აღარ არის უკვე, ეს არის პირდაპირ გალაშქრება ზუსტად იმ განწყობით, რომელიც აქვთ“, - მიიჩნევს ვოლსკი.
01 ივნისი 2026, 15:48
საზოგადოება
შიო მესამე: 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა
დღეს არ არის შემთხვევითი, რომ წელს, ამ საიუბილეო წელს სულიწმიდის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სოფელ ფოკაში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
01 ივნისი 2026, 15:47
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: უნდა ნახოთ ერთი იმ ალიანსის ჩატში რა ხდება
„უნდა ნახოთ ერთი იმ ალიანსის ჩატში რა ხდება რა, რასაც არ ვპასუხობთ - რაღაც სისულელე, ბოდვები ალიანსის წევრების მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მიშაზე თავდასხმები, რასაც არ ვპასუხობთ, ვითმენთ“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 15:27
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
01 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 15:08
პოლიტიკა
საგარეო უწყება: 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან
2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
01 ივნისი 2026, 14:56
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები
„ნაცმოძრაობა“ თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:54
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია
ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
01 ივნისი 2026, 14:39
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანიისგან არ მიუღია, თუ რატომ არ განხორციელდა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია თუ რატომ არ განხორციელდა გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ.
01 ივნისი 2026, 14:37
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მდინარაძე: პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც, ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია
„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.


