ლადო პაპავა: ირაკლი ღარიბაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარმატებული აღმოჩნდეს
ლადო პაპავა
ფოტო: Imedi.ge
ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს.
„რა თქმა უნდა, დღეს არც 2013 წელია, არც 2014, არა მარტო ქრონოლოგიურად ვგულისხმობ, რომ სხვა თარიღებია, არამედ დღეს, პანდემიური კრიზისია. პირველ რიგში, ეს კრიზისია დასასრულებელი, თანაც ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ გამოწვეულია მედიცინით, ამიტომ მედიცინამ უნდა დაძლიოს ეს კორონავირუსი, ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდები და მერე ეკონომიკასაც ეშველება, რომ ფეხზე დადგეს. ამიტომ, ეს პრობლემები დღეს არის პრიორიტეტული, მაგრამ ხედვა უნდა არსებობდეს, ქვეყანა საით მიდის. საერთოდ, მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს არ უყვართ გრძელვადიანი ხედვა და რატომ, იმიტომ, რომ პოლიტიკური ციკლი არის ხანმოკლე - 4 წელიწადში ერთხელ პარლამენტში არჩევნებია, ხოლო მთავრობის წევრი, შეიძლება, იმ 4 წელიწადზე ადრეც შეიცვალოს. ამიტომ, მთავრობის წევრებისთვის, ტურიზმი უფრო ადვილი განსაჭვრეტია, ხარჯიც ნაკლები უნდა და შედეგიც მალე ჩანს. ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ტურიზმი არ უნდა იყოს 10-წლიან გეგმაში. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რაც მე პრემიერ-მინისტრს გავუზიარე შეხვედრის დროს და იმედი გამოვთქვი, რომ მას, რადგან ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ფეხზე უნდა დადგეს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი - მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. უნდა დავიწყოთ ქვეყნის გადაყვანა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, რომლის გარეშეც ქვეყანაში დიდი დამატებული ღირებულება ვერ შეიქმნება და ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ყოველთვის იქნება მწირი. ამას სჭირდება დრო და სწორედ ამას სჭირდება 10-წლიანი ხედვა. პრემიერ-მინისტრთან მქონდა შეხვედრა და მე საკმაოდ კმაყოფილი გამოვედი, რადგანაც მივხვდი, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი აზრები ემთხვეოდა. მისი წინადადებები გავიზიარე და მანაც გაიზიარა ჩემი“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.
ლადო პაპავამ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, შეიქმნა სტრატეგია 2020, ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მერე მოვიდა ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომლის პოლიტიკური ნება არ იყო და პრიმიტიულ სქემებზე გადაიყვანა საქართველოს ეკონომიკა.
„ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ვხედავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნება აქვს. ხოლო დანარჩენი, როგორ შეფასდება, ეს უნდა შეფასდეს პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე. ეს არ უნდა იყოს გაყინული დოკუმენტი, ეს უნდა იყოს ცვალებადი, ყოველწლიურად განახლებადი“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 13:23
მსოფლიო
Reuters: ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა
ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 მარტი 2026, 13:20
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუსლიმი თემის წევრები.
12 მარტი 2026, 13:20
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში, ყველანაირ წნეხს ვუძლებთ
რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არ დაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
12 მარტი 2026, 12:57
მსოფლიო
პიტერ სიიარტო უკრაინას გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
12 მარტი 2026, 12:54
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში - რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდებიან, ვის დაურეკავენ საშველად, 2008 წელს ვიხილეთ, ვინ გვიშველა
ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
12 მარტი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მარტივია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ბრიუსელმა იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგეს, პირველი - მათ უარი უნდა თქვან საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული დამხობის მცდელობებზე
ეს გახლავთ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხი - თუ რა საკითხებზე მსჯელობენ, რა აქვთ სათხოვარი, რაზე მიმართავენ. ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ამგვარად უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერი გამოსვლის შესახებ, რომლის დროსაც მან განაცხადა: „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში. ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს”.
12 მარტი 2026, 12:51
რეგიონი
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, - ინფორმაციას შ.პ.ს. ბათუმის წყალი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:46
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმებების ვადის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
12 მარტი 2026, 12:46
საზოგადოება
ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან
სასურველ დროს საირიგაციო წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:44
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის ზრდას.
12 მარტი 2026, 12:43
საზოგადოება
აშშ-ში, ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინო წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.
12 მარტი 2026, 12:42
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია
სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა. ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში
ISFED-ი ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან თავისუფალი მედია, რომელიც აგრესორისგან დაცვას ცდილობს. ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
12 მარტი 2026, 12:40
კულტურა
რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.
12 მარტი 2026, 12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თავს რომ გვაცოდებდნენ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. ჭამენ, სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ და საზოგადოებას თავს აცოდებენ, ვშიმშილობთო
გუშინ დავრწმუნდით, რომ თავს რომ გვაცოდებდნენ, რომ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ ვშიმშილობთო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
12 მარტი 2026, 12:36
მსოფლიო
AP: იაპონიის დროშის ქვეშ მცურავი გემი სპარსეთის ყურეში დაზიანდა
იაპონიის დროში ქვეშ მცურავმა კონტეინერმზიდმა სპარსეთის ყურეში დაზიანება მიიღო. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა
მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
12 მარტი 2026, 12:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში
საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ თქვენ რა გიკვირთ, ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
12 მარტი 2026, 12:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად
„ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამიტომ ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა ორგანიზაციას. აი ასე, ფულის მფლანგველობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება რომ ხდება, ამიტომაც ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს წევრები ვართ, მაგრამ ვხედავთ საპარლამენტო რეზოლუციებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი ჩაწერეს პოლიტპატიმრად. იმ ხალხს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ხომ ფაქტია, რომ ღირებულებითად აცდენილები ვართ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ რა უნდა ავუხსნათ? ქალბატონ გოშევსკას, რომელიც გუშინ გამოდიოდა [ევროპარლამენტში დებატებზე] რა უნდა ვუთხრათ? უბრალოდ შეყვარებულია სააკაშვილზე. რა ვქნათ? ხედავს ამ ადამიანს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. ეს დამოკიდებულება აქვს. რა ვქნათ, როგორ გადავარწმუნოთ, როგორ გადავიყვანოთ იმ ქარიზმით შეპყრობილობისგან, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს? მერე ეს ხალხი გამოდის და ქართველ ხალხზე სერიოზული სახით გვესაუბრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


