ბექა დავითულიანი ავტობუსების შესყიდვის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: კონკრეტული არხებისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკაა, რომ სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, რაღაც შავი ჩააწვეთონ
ბექა დავითულიანი
ფოტო: Imedi.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი, გადაცემა „იმედის ფაქტორში“ სტუმრობისას, გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ერთ-ერთი ტენდერის დროს, ავტობუსების შეძენისას, დედაქალაქის მერიამ „60 მილიონი ლარი გაფლანგა“.
„ესაა კლასიკური მაგალითი - სადაც ყველაზე კარგად მიდიხარ, უნდა მოვიდნენ და რაღაც გააფუჭონ, სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, ზუსტად იქ უნდა ჩაწვეთდეს რაღაც შავი. ეს ამ არხებისა და მათი მეპატრონეების ჩვეულებრივი პოლიტიკაა. თუ არ ვცდები, სიუჟეტის დასასრულს, ავტობუსის ქარხნული ფასი 215 ათასი ევრო ეწერა. ამ დროს, ხმას ქვემოთ უწევდნენ, რომ ეს არ გაგვეგო. იქამდე, საუბარი იყო, როგორ შეიყვანეს თურქეთში წარმოებული ავტობუსები ამავე ქვეყნის ქალაქებში უფრო იაფად და ვითომ, ჩვენ ისინი უფრო ძვირად ვიყიდეთ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
მისივე განცხადებით, დედაქალაქის მერიამ, ტენდერის დროს შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, ყველაზე ოპტიმალური შეარჩია, თუმცა, არა - ავტობუსების ხარისხის ხარჯზე.
„ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა ზომის ავტობუსები არსებობს. არის 8 და არის 12-მეტრიანი ავტობუსები. ჩვენ ვიყიდეთ 12-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც, ცხადია, 8-მეტრიანზე ძვირია. ამას დაემატება ის, რომ ჩვენ არ გვიყიდია დაბალი კომპლექტაციის ავტობუსები, იმიტომ რომ თბილისში ავტობუსების სტანდარტი საკმაოდ მაღალია. ჩვენი პოლიტიკის ნაწილია, რომ, რამენაირად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. ყვითელი ავტობუსების გამო, გამონაბოლქვი იდგა თბილისის გზებზე. დღეს ისეთი მაღალი სტანდარტის ავტობუსები გვყავს, როგორიც აღმოსავლეთი ევროპის ბევრ ქალაქს არ ჰყავს - უამრავი კომფორტით. ახალი ავტობუსები EBRD-ის დაფინანსებითა და სტანდარტებითაა შეძენილი. ამ პროცესის ყველა ეტაპში EBRD-ის წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები. ტენდერი იყო ღია და ამ ღია ტენდერში რამდენი კომპანიაც შემოვიდა და რა ფასებიც შემოგვთავაზეს, EBRD-თან ერთად, შევარჩიეთ ყველაზე იაფი ვარიანტი, რომელიც დადგენილ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. დავიწყეთ MAN-ის ავტობუსებით, რომელიც თავიდანვე, მაღალი სტანდარტი იყო. შევარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური, იაფი ვარიანტი, ოღონდ - მაღალი კომპლექტაციის“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
მან ასევე გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს შეძენილი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები და აღნიშნა, რომ მსგავსი სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობა საკუთარი ავტომობილებით მგზავრობაზე უარს არ იტყვის და ავტობუსებით სარგებლობას არ დაიწყებს.
„რას გვთავაზობენ? რომ ისევ „ბოგდანი“ ვიყიდოთ, რომელშიც სკამი არ დგას, მერე აქ, ადგილზე მივადუღოთ სკამები და ამით ვატაროთ ხალხი? ამით ხომ ვერ გადმოვიყვანთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხალხს, თუ ეს ტრანსპორტი არ იყო კომფორტული. გავაკეთეთ ავტობუსის ხაზები, ზედ დავაყენეთ კომფორტული ავტობუსები, დავაგეგმარეთ და ვაგეგმარებთ ქვეითთა სივრცეებს... მგონია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და სწორი მიმართულება, რაც ამ წლების განმავლობაში გავაკეთეთ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 13:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.
31 ივლისი 2026, 13:16
მსოფლიო
FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა
ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.
31 ივლისი 2026, 13:04
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 ივლისი 2026, 12:56
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
31 ივლისი 2026, 12:43
მსოფლიო
აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 12:37
რეგიონი
სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
31 ივლისი 2026, 12:16
მსოფლიო
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ
ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 11:48
მსოფლიო
POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.
31 ივლისი 2026, 11:44
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:41
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს
გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.
31 ივლისი 2026, 11:39
საზოგადოება
,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.
31 ივლისი 2026, 11:32
ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.
31 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:11
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები
ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 11:09
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა
2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
31 ივლისი 2026, 10:59
სამართალი
სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:54
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.


