www.imedi.ge /  24 ივნისი 2021, 14:07 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე მივა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე მივა, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას მმართველ გუნდს, 23% „ნაციონალურ მოძრაობას“, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ მისცემდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც აწყობს. ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით. იმ კვლევაზე დაფუძნებით, რომლის მიმართაც არის ნულოვანი ნდობა, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს კვლევა არის ჰაერიდან მოტანილი, არცერთი ციფრის განხილვას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ აჩვენებს რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიას. მათ „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას მაქსიმალურად რეკლამირება სურთ იმიტომ, რომ ის ამ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსშია, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი გახარიას არეკლამებენ, რომ რაღაცნაირად 1-2% წაართვას „ქართულ ოცნებას“. ამით გაიშიფრა „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

მანანა კობახიძე: პატივი მივაგეთ უწმინდესს. მან დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში და ასე სიყვარულით ვაცილებთ ჩვენ, მადლიერი ქართველი ხალხი

ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი ტკივილია სრულიად საქართველოსთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ადამ შამუთაძე

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მუფთი: გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას ილია მეორის გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, - განაცხადა ადამ შამუთაძემ.

ზაზა ვაშაყმაძე

21 მარტი 2026, 17:21

საზოგადოება

საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა მიაგეს

დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

21 მარტი 2026, 17:17

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და კათოლიკური ეკლესიის სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადეს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

სარა მალალი

21 მარტი 2026, 16:48

საზოგადოება

კენტერბერის არქიეპისკოპოსი: დაკრძალვის წინა დღეს, გულისტკივილით ვიხსენებთ მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას კენტერბერის არქიეპისკოპოსი, სარა მალალი გამოეხმაურა. როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, ის ლოცვით გამოხატავს თანადგომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მრევლის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ.

21 მარტი 2026, 16:43

საზოგადოება

შსს: ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

21 მარტი 2026, 16:39

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, დუბაის საამიროს მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი უსამძიმრებს ქართველ ხალხს.

21 მარტი 2026, 16:37

საზოგადოება

საპატრიარქო: გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია

„ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

21 მარტი 2026, 16:30

საზოგადოება

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

„ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისდაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდანგამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით“

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 16:26

მსოფლიო

ორბანი: ჩვენი ამერიკელი მეგობრები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ბრიუსელმა ბოლო 20 წელიწადში ევროპა ისეთ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გაგრძელება შეუძლებელია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, ამერიკელები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ბრიუსელმა ბოლო 20 წელიწადში ევროპა ისეთ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გაგრძელება შეუძლებელია.

21 მარტი 2026, 16:24

საზოგადოება

საპატრიარქო: კვირას, 15:00 საათზე ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით

„ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

21 მარტი 2026, 16:17

საზოგადოება

საპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის

„12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას“.

21 მარტი 2026, 16:04

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„კვირას, დილის 08:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით. წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 15:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპული დემოკრატია კვდება წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპული დემოკრატია კვდება წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ.

21 მარტი 2026, 15:48

საზოგადოება

ტრაპიზონის მერმა, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში 19 მარტს ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ჰამდულლაჰ ჩუვალჯი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ეწვივნენ. სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 15:20

მსოფლიო

ორბანი: ჩეხმა ხალხმა თავისი არჩევანი დაგვანახა, მათ ფანჯრიდან მოისროლეს ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია. ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის ჩეხეთში გასული წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაიხსენა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პრემიერ ანდრეი ბაბიშის მთავრობა მოვიდა.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

21 მარტი 2026, 15:10

საზოგადოება

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე: მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპი

21 მარტი 2026, 14:58

მსოფლიო

ორბანი: დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლეთის სამყარო უკეთეს ადგილად იქცა. გაქრა გენდერული პროპაგანდა და „ვოუქიზმი“. ქრისტიანობა სიამაყით დაბრუნდა, როგორც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების საკითხს შეეხო.

21 მარტი 2026, 14:53

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო. ილია II-ის ღვაწლისა და აფხაზეთის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, დევნილი მოქალაქეები დღეს თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

21 მარტი 2026, 14:46

რეგიონი

ალავერდში, წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.