ბექა ძამაშვილი: რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჰქონდა მცდელობა, პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა
ბექა ძამაშვილი
ფოტო: Imedi
რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, რომ თითქოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათ არ ეხებათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, სადაც მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა.
მისი თქმით, ზაზა გახელაძის საკითხი ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილებოდა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, რომ თითქოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათ არ ეხებათ, არ არის მათი პასუხისმგებლობა, რადგან ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. თუმცა, ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება და გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი, რომ მათ ეს ნარატივი ვეღარ განავითარონ. ჩვენ მითითება გავაკეთეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც წერია, რომ რუსეთი ახორციელებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მითითების შემდეგ რუსეთს არაფერი დარჩა სათქმელი იმის გარდა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არ აღიარებენ. ეს არის მკვეთრი დემონსტრაცია, თუ როგორ უყურებს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. ჩვენ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების იმედი გვაქვს.
ზაზა გახელაძის საკითხი ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილებოდა. როდესაც თბილისში დავბრუნდებით და სხვა მონაწილეები თავის საცხოვრებელ ადგილებზე, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ, რამდენად სწრაფად მოხერხდება გათავისუფლება ამ დისკუსიის მეორე ჯგუფის ფარგლებში. როგორც ასეთი კონკრეტული შეპირება ჩვენ ამ საკითხს დავაფიქსირებთ ყველა შესაძლებელ ფორმატში. აქტიურად გამოვიყენეთ ჟენევის ეს რაუნდიც. როდესაც დავბრუნდებით. გვექნება შესაძლებლობა. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ამას ოკუპანტი ძალა და რამდენად სწრაფად გაათავისუფლებს ზაზა გახელაძეს“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ლაშა დარსალია ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში იმყოფება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 13:25
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:18
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 13:13
სამართალი
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 12:57
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს სთავაზობს არა დიალოგს, არამედ 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას
მისი შეფასებით, მოსკოვის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს, თავი კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანოს და საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებისკენ უბიძგოს.
03 ივლისი 2026, 12:40
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:07
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:06
მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინისთვის MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად მათი ჩამოწერა გადაწყვიტა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Mig-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აღარ გადაეცემა. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:03
საზოგადოება
პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება.
03 ივლისი 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 11:43
კულტურა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
03 ივლისი 2026, 11:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ პიტ ჰეგსეტის გეგმა ევროპაში ჯარების შემცირებასთან დაკავშირებით დაბლოკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნატოს სამხედრო ხელმძღვანელებთან ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შემცირების შესახებ „სკანდალურ“ განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმა საბოლოოდ დაბლოკეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
03 ივლისი 2026, 11:36
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური პროფესიული კურსი გაიარეს
პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.
03 ივლისი 2026, 11:32
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
03 ივლისი 2026, 11:31
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: შუა აზია XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შუა აზიის სახელმწიფოებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
03 ივლისი 2026, 11:28
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას: ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ. ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეს თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო
საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მით უმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში. მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.
03 ივლისი 2026, 11:16
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
03 ივლისი 2026, 11:06
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამჟამად ზაჰესის იზოლატორშია. დღესვე გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო იმსჯელებს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
03 ივლისი 2026, 10:59
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი დააკავა
დანიელმა მემარჯვენე აქტივისტმა ლარს კრაგ ანდერსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დანიაში პოლიციის მიერ მისი დაკავების ამსახველი კადრები.


