IMEDI /  06 ივლისი 2021, 23:30 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში თესავდნენ ძალადობას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიო განცხადებები. არ ვიცი ამაზე მკაფიო და მძაფრი განცხადება როგორ შეიძლება გაკეთდეს. ძალადობის მიმართ ჩვენი პოზიცია რჩება ასეთივე მკაფიო. ძალადობასა და აგრესიაზე, ამ ორი დღის განმავლობაში, საუბრობდნენ ის ძალები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თესავენ აგრესიასა და ძალადობას, იდეოლოგიურ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. მათ არავითარი უფლება არ აქვთ ისაუბრონ აგრესიასა და ძალადობაზე. ეს არის აგრესია საკუთარი ქვეყნის მიმართ, საკუთარი ქვეყნის ღირებულებების მიმართ, ეკლესიის მიმართ და ა.შ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ბუნებრივია ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 18:59

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდის საკითხზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროცესში ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში, ხასან ხალილი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 18:44

მსოფლიო

მედია: თალიბებმა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქი თითქმის სრულად დაიკავეს

სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქის, ლაშქარგაჰის 10 დასახლებიდან 9 უკვე თალიბებმა დაიკავეს. ქალაქის მცხოვრებლები Associated Press-თან სატელეფონო საუბრისას ჰყვებიან, რომ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ისინი „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ - სახლებში იმალებიან და გარეთ საჭირო მარაგისთვისაც ვერ გადიან.

ნაფტალი ბენეტი

03 აგვისტო 2021, 18:36

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ირანმა იცის, რა ფასს ვაკისრებთ მათ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება

ირანის მიერ ომანის მახლობლად ისრაელურ ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ოფიციალური თეირანი გააფრთხილა.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 18:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

„როდესაც ორი ძირითადი კანდიდატი დგება არჩევნებში, ასეთ დროს ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია პირველივე ტურში მოგება, მაგრამ ასეც და ისეც, რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, ამ არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს. ამას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი, საფუძველია ის, რომ უამრავი რამ გაკეთდა თბილისში ამ ოთხი წლის განმავლობაში. გაკეთდა ყველაფერი ძალიან ხარისხიანად. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმის, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი ოპოზიციიდან და რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

03 აგვისტო 2021, 18:12

მსოფლიო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტერორისტებმა 17 ადამიანი მოკლეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფება „დემოკრატიული ძალების ალიანსის“ წევრებმა სულ მცირე 17 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

03 აგვისტო 2021, 17:59

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანიამ განახორციელა

„ჩვენ არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მათი არცერთი შუალედური თუ არჩევნების წინა კვლევა, არ დამთხვევია იმ შედეგებს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ საარჩევნო ურნებთან გამოხატა. შესაბამისად, ვიცით, რომ ეს არის წინასწარ, ერთგვარად პროვოცირებული აქტივობა. მათი სურვილია, მათთან დაკავშირებულ რადიკალურ ოპოზიციას ხელი შეუწყონ. ამ შემთხვევაში გვაქვს ასევე ის თანხვედრა, რომ არამარტო კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ დაკლებული პროცენტები ნაწილობრივ გადანაწილდა გახარიას გუნდზეც. ის ტანდემიც ძალიან კარგად იკვეთება „ნაციონალებსა“ და გახარიას შორის“, - განაცხადა მიქანაძემ.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2021, 17:47

კულტურა

თეა წულუკიანის თქმით, შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან ექსპონატებს დროებით გაიტანენ, შენობას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კულტურის მინისტრმა მეუფე ვახტანგს ასევე აცნობა, რომ მუზეუმის შენობის ევაკუაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ხელოვნების მუზეუმის დაზიანებული შენობის აღდგენის პროცესი.

ბადრი ჯაფარიძე

03 აგვისტო 2021, 17:43

პოლიტიკა

ევროკავშირის საელჩოში ოპოზიციასთან შეხვედრები მიმდინარეობს

„შეთანხმება არის ძალაში. „ქართული ოცნების“ დემარში არ ნიშნავს, რომ იგი განთავისუფლდა იმ ვალდებულებებისგან, რომელიც ამ შეთანხმებით აქვს აღებული. ამიტომ, ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მოდერატორები, შეთანხმების ერთგულები ვრჩებით. „ქართული ოცნება“ მისი ხრიკებით ვერ გამოძვრება იმ ვალდებულებებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო“, - განაცხადა პარტია „ლელო საქართელოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 19 აპრილის დოკუმენტის ანულირება, საზოგადოებამ აღიქვა ისე, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის სწორი, სამართლიანი და თამამი გადაწყვეტილება იყო

19 აპრილის დოკუმენტის ანულირება, საზოგადოებამ აღიქვა ისე, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის სწორი, სამართლიანი და თამამი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ გვიწევდა შეთანხმების პირობების ცალმხრივად შესრულება. ბევრ რეფორმაზე დღესაც არ ვამბობთ უარს და ბევრი რამ შევასრულეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო მისი მთავრი არსი და მიზანი.

გიორგი ვაშაძე

03 აგვისტო 2021, 17:38

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მისაღწევი გვაქვს ორი მიზანი - საკონსტიტუციო ცვლილებები სექტემბერში და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა

ჩვენ მისაღწევი გვაქვს ორად ორი მიზანი - საკონსტიტუციო ცვლილებები სექტემბერში და ის, რომ „ოცნების“ მიერ 43%-ზე ნაკლების აღების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა

„წინა წლებთან შედარებით კვლევის შედეგებში განსხვავება არის ის, რომ პროცენტებს გვაკლებდნენ ჩვენ და პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ამატებდნენ. ამ შემთხვევაში დაგვაკლეს ჩვენ, ცოტა დაამატეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას მოუმატეს მეტი. ეს ადასტურებს და ამტკიცებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ტყუილი მოიგონა

თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძე

03 აგვისტო 2021, 17:27

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების გადახედვა არანაირ განხილვას არ ექვემდებარება

„ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული პოზიცია წარუდგინა, თუ რატომ გავედით ამ ხელშეკრულებიდან და რომ ამ ხელშეკრულებას აღარ დავუბრუნდებით“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე.

03 აგვისტო 2021, 17:26

COVID19

ირანში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ირანში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 39 019 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 378 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას უზრუნველყოფს

„ბევრი მსგავსი ნიუანსი არის, რაც ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ წარსულის გამოცდილება გვაქვს მკაფიო და ნათელი, რომ სულ გაყალბებული მონაცემები იდებოდა, რომ ეს კვლევაც ვერანაირ სანდოობასა და მის ხარისხს ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც ცდებოდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ჯეფ ბეზოსი

03 აგვისტო 2021, 17:14

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსის ქონება $13.5 მილიარდით შემცირდა, თუმცა კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის აქტივების მოცულობა $13.5 მილიარდით შემცირდა, თუმცა ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას უდგას სათავეში.

გურამ მაჭარაშვილი

03 აგვისტო 2021, 16:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება დაიწყება ოპოზიციიდანაც

ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც - უკვე მომწიფდა სიტუაცია, როცა აუცილებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს დესტრუქციულ ძალას ოპოზიციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დეესკალაცია შემცირებულიყო და ამას ამომრჩეველი სწორად შეაფასებს.

ნაფტალი ბენეტი

03 აგვისტო 2021, 16:57

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი ევროკავშირს: არ შეიძლება ადამიანის უფლებებზე საუბრობდეთ და ამავე დროს პატივისცემას უცხადებდეთ მკვლელსა და ჯალათს, რომელმაც ირანის რეჟიმის ასობით მოწინააღმდეგე მოკლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ევროკავშირი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი რანგის წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბორის ჯონსონი

03 აგვისტო 2021, 16:18

მსოფლიო

ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.