12 ივლისი 2021, 15:17 / სანდო წყარო

კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს: ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს მტერს აძლევს ხელს, არაა მოსაწონებელი იმ ადამიანებისგან, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დებთ თავს

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

„ქალბატონო სალომე, დანაშაული ყველგან ხდება და სამწუხაროდ, საქართველო არაა ერთადერთი, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, თუ როგორ დავიცვათ, ჩვენი, ეროვნული სიმბოლიკის გარდა, ის სიმბოლიკა, რომელიც ჩვენი ხალხის არჩევანია და კონსტიტუციითა განსაზღვრული. სჯობს, ამაზე ვიმსჯელოთ, რათა შემდგომში, მსგავსი რაღაც არ მოხდეს და დადგინდეს, ვინ როგორ დაისაჯოს მსგავსი ქმედებისთვის და არა ის, თუ ვინ ვის დაახია თავზე დროშა“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილის განცხადებას.

კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ უმჯობესია, ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხში.

„ძალიან კარგად იცით, როგორი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაგირება ამასთან დაკავშირებით, ნუ ცდილობთ, შეურაცხყოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია - ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აქ გამოსვლები, სამწუხაროდ, არაფერში არ გაძლევთ ხელს. არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა, კარგი იყო, მაგრამ ვერ ნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება, ეს დავიცვათ და პასუხი ვაგებინოთ, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე, თუ საჭიროა, საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, რათა შემდეგ ჯერზე, უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა, რომელიც ჩვენი ევროატლანტიკური გზის კონსტიტუციური ნორმაა. ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არა ჩვენს ქვეყანას, არამედ, ჩვენს მტერს აძლევს ხელს, ნამდვილად არაა მოსაწონებელი იმ ადამიანებისგან, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დებთ თავს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ტრიბუნა გაათავისუფლებინეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა. პარლამენტის შესასვლელთან დაწყებულმა ხმაურმა, მალევე, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა. ამ პროცესების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიც დაიკავეს.

ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.