12 ივლისი 2021, 23:54 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირიდან ,,ქართული ოცნების’’ ოფისთან

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა“ უუნაროა, რომ პროაქტიული დღის წესრიგი შექმნას, ამიტომ მათ უხარიათ, როცა ამ ქვეყანაში ვიღაცა კვდება, უბედურია, ან უჭირს და ყოველ ჯერზე ცდილობენ ადამიანების პირადი ტრაგედიებით ივაჭრონ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ტყუილებს და ჰგონიათ, რომ ამ მდაბიო ქმედებით შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას’’ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერს სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე.

,,ჯერ თქვეს, წინა დღეს გამოეწერა კლინიკიდანო, მერე გაავრცელეს ინფორმაცია ომის ვეტერანიაო, რომ ადამიანების ემოციებზე მოეხდინათ გავლენა და საპროტესტო მუხტი აეწიათ. სიმართლე არ იმალება და აქაც ჩაფლავდნენ. ფაქტია, რომ 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას ძალადობის ფაქტზე 5 ადამიანია სისხლის პასუხისგებაში მიცემული, მისი გარდაცვალება კი ერთი ტრაგიკული ისტორიაა, რომლის მსგავსიც სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ, არაერთხელ გვინახავს. ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე. მათ არც ჟურნალისტის პროფესია ადარდებთ, არც პედაგოგის და არც ჯარისკაცის.’’- წერს თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ქართველი საზოგადოების მხრიდან არასოდეს ექნება მხარდაჭერა პირადი ტრაგედიებით მოვაჭრე ძალას, რისი მაგალითიც არის დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია.

,,საზოგადოება კი გაზრდილია, შეუძლებელია ჩვენი მოტყუება, ამიტომ როგორც არ უნდა შეფუთონ აქციები, მათ არასდროს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. მატყუარა და პირადი ტრაგედიებით მოსარგებლე ადამიანებს არასდროს დაუჯერებს ხალხი და რაც უფრო დიდ ტყუილს და მავნებლობას იკადრებენ, მით უფრო მკაცრი და მტკივნეული პასუხი გაეცემა ქართველი ხალხის მხრიდან, ამის დასტურია, რომ დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირიდან ,,ქართული ოცნების’’ ოფისთან.’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.

პარლამენტიდან საპროტესტო აქციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, 11 ივლისს გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ყველა სიახლე

ანდრეი სიბიგა

28 ივლისი 2026, 22:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.

დონალდ ტრამპი ლინდსი გრემი

28 ივლისი 2026, 22:03

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია

ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

28 ივლისი 2026, 21:11

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 20:57

კულტურა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.

28 ივლისი 2026, 20:52

კულტურა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.

28 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“

ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

28 ივლისი 2026, 20:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

28 ივლისი 2026, 20:37

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.

28 ივლისი 2026, 20:32

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

28 ივლისი 2026, 20:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

28 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

28 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

28 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.