IDFI: ეკონომიკის სამინისტროში 2016 წელს გაცემულმა პრემიამ და დანამატებმა 2 740 867 ლარი შეადგინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, ორგანიზაცია 2015 წლის მარტიდან აწარმოებდა სასამართლო დავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია. დავა წარმოებდა თავდაპირველად თბილისის საქალაქო, შემდგომ კი სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საბოლოოდ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის გაცემა.
„თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც 2017 წლის 30 მაისს IDFI-მ იძულებითი აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოპოვება IDFI-მ მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ უწყებას 2016 და 2017 წლებშიც მიმართა. 2016 წელს უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით, 2017 წელს კი ჩვენ მიერ 2015 წელს სასამართლოში გასაჩივრებული საკითხის მსგავსად, მათ კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ IDFI-ის განცხადება. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს აკეთებს, რომელიც მოიცავს სასამართლო დავის შედეგად მიღებული ინფორმაციის, უწყების მიერ ჩვენთვის 2016 წელს მოწოდებული მონაცემებისა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პროაქტიურად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შედარებით ანალიზს.
"მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაციის ღიაობა, უწყება უარს აცხადებდა ან არასრულყოფილად გასცემდა იგივე შინაარსის ინფორმაციას მომდევნო წლებისთვის. კერძოდ, განსხვავებით 2014 წლის მონაცემებისგან, რომელიც IDFI-მ მხოლოდ სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვის გზით შეძლო მოეპოვებინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ინფორმაცია 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მოგვაწოდა მხოლოდ ჯამური სახით, თანამდებობის პირების სახელისა და გვარის თუ პრემიის მიღების კონკრეტული თვის მითითების გარეშე.
ცდომილება შეინიშნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სხვდასხვა პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას შორის, რომელიც ერთი და იმავე პერიოდში გაწეულ ისეთ ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება, როგორიც არის უწყებაში გაცემული პრემიები და დანამატები. კერძოდ, სასამართლოს ძალით მიღებული ინფორმაციით 2014 წელს უწყებაში გაიცა პრემია და დანამატი 2 479 487 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წელს მიღებული ინფორმაციით აღნიშნული ხარჯი 2 740 867 ლარს შეადგენდა.
ერთმანეთს არ შეესაბამება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები მინისტრის შრომის ანაზღაურების შესახებ. სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცმებით მინისტრზე 2014 წელს გაიცა შრომის ანაზღაურება 75 000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად 2014 წელს გიორგი კვირიკაშვილი მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურება 81 250 ლარს შეადგენდა.
- 2011 წლიდან 2015 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი. მიუხედავად აღნიშნულისა ყოვეწლიურად იზრდებოდა პრემიისა და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურებაში. 2011 წელს გაცემული პრემიის და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურების 29,1%-ს შეადგენდა, ხოლო 2014, 2015 წლებში კი შესაბამისად 46,4 და 42,6%-ს.
- 2011 წლიდან 2016 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ გაწეული სატელეფონო, ე.წ. „როუმინგული“, სამივლინებო, ისევე როგორც ავტოპარკის განახლების ხარჯები“, - ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 04:02
მსოფლიო
ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო
28 თებერვალი 2026, 03:52
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი პატივს გვცემს, რუსეთი პატივს გვცემს - ისინი მცემენ პატივს და მეც პატივს ვცემ მათ
ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრა.
28 თებერვალი 2026, 03:42
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვსურს ერთიანობა, თუმცა ერთიანობისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.
28 თებერვალი 2026, 03:20
მსოფლიო
მარტა კოსი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში: იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანება რთულდება
უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.
28 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
The Irish News: MI5-ს BBC-ის ლონდონის სათავო ოფისში ჰქონდა კაბინეტი, რომელიც ახალი თანამშრომლების შესამოწმებლად გამოიყენებოდა
ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს, MI5-ს, ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისში სპეციალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა ჟურნალისტის შემოწმებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფარული თვალთვალის საკითხებზე მომუშავე ტრიბუნალს მიეწოდა, - წერს ჩრდილოირლანდიური გაზეთი The Irish News-ი.
28 თებერვალი 2026, 02:21
მსოფლიო
ტრამპი: ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია - ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.
28 თებერვალი 2026, 01:46
მსოფლიო
მერცი: დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.
28 თებერვალი 2026, 00:54
მსოფლიო
ტრამპი კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას: ეს არავინ იცის, შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 00:17
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა.
28 თებერვალი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკომისიაში აღიარეს, რომ უკრაინამ რეფორმების ტემპი შეანელა
ევროკომისიაში გამოთქვეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების ტემპი შეიძლება შენელდეს.
27 თებერვალი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპმა კუბის შესაძლო „მეგობრული ხელში ჩაგდების“ იდეა გააჟღერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული ხელში ჩაგდების“ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
27 თებერვალი 2026, 23:36
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.
27 თებერვალი 2026, 23:36
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია - არ ვართ კმაყოფილნი იმით, თუ როგორ აწარმოებენ ირანელები მოლაპარაკებებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკმაყოფილოა თეირანის პოზიციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.
27 თებერვალი 2026, 23:01
სპორტი
ირაკლი მეძმარიაშვილმა სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციების სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო საწვრთნელი პროცესების დაგეგმვაზე ისაუბრეს; ასევე განიხილეს წაღკაძორის დახურულ კორტებზე ქართველ ჩოგბურთელთა შეკრებების საკითხი.
27 თებერვალი 2026, 22:55
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: კოლექტიური „ნაცების“ მიერ ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილი წერილი, რომლითაც მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს - მცდელობაა, შური იძიონ ქართველ ხალხზე
კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციასა და რენეგატობაზე როდი მიუთითებს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.
27 თებერვალი 2026, 22:47
კულტურა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო
„ჯამბაზები“ პარმის ოპერის თეატრის სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი ფარხადინ კარიმოვის დირიჟორობით.
27 თებერვალი 2026, 22:42
მსოფლიო
ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას „დრუჟბას“ აღდგენა არ სურს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენით.
27 თებერვალი 2026, 22:26
სპორტი
პირველი ტაიმის შედეგად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიის ნაკრებს 39:32-ს უგებს
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი კოპენჰაგენში მიმდინარეობს. პირველ ტაიმში ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს უგებს. ამ დროისთვის ანგარიში 39:32-ია.
27 თებერვალი 2026, 22:18
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.
27 თებერვალი 2026, 22:00
რეგიონი
გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.


