IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს 2011-2017 წლების ხარჯებს აქვეყნებს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების (2011-2017) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და აპარატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის მოხმარების და ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2014 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირი აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა.
„2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კერძოდ, 2012 წლის მდგომარეობით, დასაქმებული იყო 101 საშტატო და 2 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 76 საშტატო და 5 შტატგარეშე თანამშრომელი. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აპარატში განსაზღვრულია 73 საშტატო ერთეული. თუმცა, იმავე პერიოდისათვის შტატით ფაქტიურად დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 31-მდე. მიუხედავად იმისა, რომ, 2017 წლის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მგავსი მოცულობის სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტის სტატუსით ფორმირება, წარმოშობს აპარატში დამატებით მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებს, რაც ხელს უწყობს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.“- ნათქვამია კვლევაში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად გარკვეულწილად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი.
წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.
2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის - 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის - 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის - 4400 ლარს.
როგორც მიღებული მონაცემები აჩვენებს 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. 2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეებზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებ,"- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულინფორმაციაში.
აქვე მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის, საწავავის და სამივლინებო ხარჯების მონაცემები: 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე სულ ირიცხება 15 ავტომობილი, რომელთაგან 10 განპიროვნებულია მოსამართლეებზე, ხოლო 2- განპიროვნებულია სამართლებრივი უზრუნველყოფის და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსებზე. ამასთან, როგორც წერილით ირკვევა სასამართლოს ბალანსზე ირიცხება 2001 წელს შესყიდული "mercedes benz " e230 მოდელის ავტომობილი, რომელიც დაკარგულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ძიებას.
2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლებაზე ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2017 წელს - 460,5 ათასი ლარი და 2016 წელს 179,5 ათასი ლარი.
2012-2016 წლებში საწვავის მოხმარებაზე ყველაზე მაღალი ხარჯი გაწეულია 2012 წელს 143,3 ათასი ლარი. 2014 წლის შემდეგ ეს ხარჯი ყოველწლიურად გარკვეულწილად იკლებს და 2016 წელს 100,5 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის საწყის 8 თვეში საწვავის ხარჯი შეადგენს 73 ათას ლარს.
2017 წლის საწყის 8 თვეში ყველაზე დიდი თანხა 8470,2 ლარი დაიხარჯა 2017 წლის 22-27 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ვიზიტში სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:
- საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მათ შორის, სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს;
- საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ სარგოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა;
- საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვა. კარგი პრაქტიკის სახით, სასამართლოს მიერ მხედველობაში შეიძლება იქნას მიღებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესები;
- საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს აპარატის საშტატოს ნუსხაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური ფორმირება, რაც გამორიცხავს აპარატში მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოზიციების ხელოვნურ შექმნას და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 00:02
პოლიტიკა
გლენ დისენი: საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში - საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა
საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში, საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა.
03 ივნისი 2026, 23:54
პოლიტიკა
პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება
გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო, ეს სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.
03 ივნისი 2026, 23:41
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ, რომ დავინახოთ, ჩვენ რაც არ უნდა ცუდი ბალანსი გვქონდეს მხარდამჭერებსა და შემომტევებს შორის, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ
ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ჩვენი ხალხი დაიცვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
03 ივნისი 2026, 23:37
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს
აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
03 ივნისი 2026, 23:36
მსოფლიო
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება
სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან - ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 23:22
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული. რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი
სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.
03 ივნისი 2026, 23:17
მსოფლიო
„ჯერჯერობით“ - მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასა და გრენლანდიასთან მოლაპარაკებები კუნძულის „კოლექტიური თავდაცვის“ მიზნებისთვის გამოყენების შესახებ „სწორი მიმართულებით მიდის“.
03 ივნისი 2026, 23:08
მსოფლიო
Deutsche Welle: გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება
გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 21:51
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
03 ივნისი 2026, 21:48
მსოფლიო
რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომი დასრულებულია და აშშ-მა გამარჯვებას მიაღწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ირანთან ომი „დასრულებულია“ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გამარჯვებას“ მიაღწია.
03 ივნისი 2026, 21:45
პოლიტიკა
აჰმედ ჰუსენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანადის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ისტორიას, კულტურას და დემოკრატიისადმი ხანგრძლივ ტრადიციულ ერთგულებას
დიდი პატივი და სიხარული იყო ჩემთვის, რომ შევუერთდი ძალისხმევას იმ მიმართულებით, რათა მეტი კანადელი პარლამენტარი ჩართულიყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც საქართველოსა და კანადის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - განაცხადა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
03 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული, - განუცხადა „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
03 ივნისი 2026, 21:17
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.
03 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ კვლავ ნატოში ვართ, თუმცა ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
03 ივნისი 2026, 20:58
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:57
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდი „ქართუს” მორიგი მასშტაბური პროექტი მთაწმინდის ფერდობზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდ ქართუს კიდევ ერთი პროექტი დასრულების ეტაპზეა. მთაწმინდის ფერდობზე ჩატარებულ სამუშაოებს, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის ვიცე-მერთან ერთად გაეცნო, მათ გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 20:56
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას
CNBC-სთან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპთან რთული დიალოგის არსებობა, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა დააკნინა.
03 ივნისი 2026, 20:52
სამართალი
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დეტალები „ქრონიკაში“
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
03 ივნისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ვაშინგტონის გზავნილმაც დაპირისპირება გამოიწვია - მსჯავრდებული სააკაშვილი კი, გარეთ მყოფთა კრიტიკას აგრძელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”, - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადების ეს პასაჟი, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზია.
03 ივნისი 2026, 20:41
მსოფლიო
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.


