შალვა პაპუაშვილი: ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.
მისი თქმით, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მიერ გამოვლენილია 13 დარღვევა, საიდანაც 7 უკავშირდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, 2 არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, 2 - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, 1 - მუქარა, 1 - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ცესკოს წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
„ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ, დაკვირვების ობიექტი თანაბრად იყოს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობა, ხოლო ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლსა ან აღქმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, სხვა წყაროებთან ერთად, ხშირად ეყრდნობიან, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტიის განცხადების მიხედვით, 3 ადგილობრივი ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშებში, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს უნდა მოიცავდეს, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი.
ამასთან, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობისა და ორგანიზაციიების შიდა სტანდარტების დარღვევები ერთმანეთისგან გამიჯნონ.
ორგანიზაციების შუალედური ანგარიშების დეტალური ანალიზი იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
06 ივლისი 2026, 23:26
მსოფლიო
მედია: ხუთი ქვეყანა სერბეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბლოკავს - უარის თქმის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მდგომარეობას უკავშირდება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბელგრადის უარი, დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო
ნიდერლანდების მთავრობა მხარს არ უჭერს ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მე -3 კლასტერის გახსნის გზით.
06 ივლისი 2026, 23:23
მსოფლიო
პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: „და შრეკი სად არის?“, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
06 ივლისი 2026, 22:07
პოლიტიკა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
06 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის შედეგს „ცაში ბრძოლა“ გადაწყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო და საზღვაო სივრციდან საჰაერო სივრცეში გადავიდა და აღნიშნა, რომ სწორედ „ცაში ბრძოლა“ განსაზღვრავს კონფლიქტის შედეგს.
06 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა უნდა მოხდეს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩაერთოს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
06 ივლისი 2026, 21:17
სპორტი
ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან - ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი, ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ
ვიხილე საჯარო კომენტარები ფიფას დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციას ეხება, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ფიფას მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპს, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.
06 ივლისი 2026, 21:07
მსოფლიო
ლუკაშენკო: ჩვენ არ გვჭირდება ომი, ცუდია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს - ჩვენ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რითაც, როგორც ჩანს, უარყო კიევის შიშები იმის შესახებ, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს საომარ მოქმედებებში ჩასართავად.
06 ივლისი 2026, 21:01
საზოგადოება
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
„აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის ამსხველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში“.
06 ივლისი 2026, 20:56
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ - სასამართლო პროცესები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო შეურაცხყოფას შორის - სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმების საფუძველზე რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა.
06 ივლისი 2026, 20:55
პოლიტიკა
ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუცია და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მორიგი განცხადებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რიგი პოლიტიკური აქტორებისგან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას. კერძოდ, საქმე ეხება ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, სადაც ქვეყნის წინააღმდეგ ისევ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებია.
06 ივლისი 2026, 20:45
პოლიტიკა
განაჩენი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე - ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ - საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
06 ივლისი 2026, 20:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი
ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
06 ივლისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ბრიტანეთი პოლიტიკური შემოწირულობების წესებს ამკაცრებს - ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს ხედვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური შემოწირულობების წესები გამკაცრდა იმ ქვეყანაშიც, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის არჩევის გამო თავს ესხმის „ქართული ოცნებისთვის“ ლონდონის თავდაცვა და უსაფუძვლო თავდასხმა ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია.
06 ივლისი 2026, 20:37
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის ცნობილი სრუტე - ბევრს არაფერი სმენია მასზე, მაგრამ ეს არის ფულის უზარმაზარი მანქანა
ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ფულის უზარმაზარ მანქანად“ მოიხსენია.
06 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივი რეაგირების მსოფლიო პრეცედენტებად წარმოჩენას, რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სენეგალის, ბრიტანეთის, კორეის და საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოების პრეცედენტებად გასაღებულ ამბებზე გამოძიება იმის გამოა დაწყებული, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს ფიზიკურად მძიმე ზიანი მიადგათ, ან სულაც დეპუტატებმა არა პარლამენტში, არამედ საჯარო სივრცეში იძალადეს.
06 ივლისი 2026, 20:35
პოლიტიკა
„მოკავშირეები ანკარაში“ - მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ხვალ გაიხსნება და მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
06 ივლისი 2026, 20:25
პოლიტიკა
რა პოტენციალს ხედავს საქართველო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში - მიხეილ ყაველაშვილის გზავნილები „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს ღონისძიებიდან. „ქრონიკის“ ჟენევიდან
როგორ უნდა დაბალანსდეს ინოვაციები ეროვნულ ინტერესებთან და ადამიანის უფლებებთან. ხელოვნური ინტელექტი-პერსპექტივა და გამოწვევები- ამ საკითხების შესახებ ხედვა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საინაუგურაციო დიალოგის მონაწილეებს წარუდგინა.
06 ივლისი 2026, 20:22
პოლიტიკა
წნეხი ეკლესიაზე და ლგბტ პროპაგანდაში ჩართვის მცდელობები. კონკრეტული გვარები და ვიზიტები - რა მოთხოვნებს უყენებდნენ საპატრიარქოს ბრიუსელიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ ითხოვდა საქართველოს ეკლესიისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერას - საპატრიარქო წლების წინანდელ შეხვედრას და იმ დროს ბელგიის პირველ დიპლომატთან შეხვედრას იხსენებს.
06 ივლისი 2026, 20:15
ეკონომიკა
ანაკლია - მხოლოდ ქართული პორტი. სტრატეგიული პროექტის მართვის სადავეები სრულად საქართველოს ხელში რჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობა მზარდ ტვირთბრუნვას, „შუა დერეფნის“ გაზრდილ როლს და ამ მხრივ ანაკლიის პორტის სწრაფად განვითარების საჭიროებას ასახელებს.
06 ივლისი 2026, 20:11
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.


