პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 15:23

პრემიერი: ვხედავთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმაზე, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან

ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ლევან მახაშვილი

10 ივნისი 2026, 15:18

ლევან მახაშვილი: ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც სრულიად აღრეული აქვთ საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო. სრული პოლიტიკური „დომხალია“ ამ ინტერესებში და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები არის უპირატესი

ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც სრულიად აღრეული აქვთ საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო. სრული პოლიტიკური „დომხალია“ ამ ინტერესებში და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები არის უპირატესი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რადიკალების პოზიციასთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით, თვლიან, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ.

ნინო წილოსანი

10 ივნისი 2026, 15:15

ნინო წილოსანი: რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი დამოკიდებულება არ არის ახალი. მთელი თავიანთი საქმიანობის პერიოდში ისინი დემონსტრირებას უკეთებენ როგორ არიან მზად საკუთარი ქვეყნის ინტერესი დათმონ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ

რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი დამოკიდებულება არ არის ახალი. მთელი თავიანთი საქმიანობის პერიოდში ისინი დემონსტრირებას უკეთებენ როგორ არიან მზად საკუთარი ქვეყნის ინტერესი დათმონ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

10 ივნისი 2026, 15:13

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე ქვეყანას უპირისპირდება, სწორედ ამ ქვეყნის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ მერე საქართველოს მთავრობას

„გახსოვთ, თავიდან ეს იყო რუსეთი, ამბობდნენ, რომ პრორუსული ხელისუფლებააო, ახლა ეს არის ირანი და პროირანული ხელისუფლებააო, ცოტა ხნის წინ ჩინეთზე იყო დიდი აქცენტი. ხვალ რაღაც ახალი ქვეყანა რომ გამოჩნდეს, იმ ქვეყნის მიმართ ლოიალობას დაგვწამებენ. და რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება იმისთვის, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან თავი მოიწონონ და დაანახონ, რომ აი, ჩვენ ვართ თქვენი მთავარი დასაყრდენი და ეს ხელისუფლება ცუდია. ეს ერთი. ეს არის ასევე მონური ფსიქოლოგიის გამოვლინება“, - განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი ფავლენიშვილი

10 ივნისი 2026, 15:11

ირაკლი ფავლენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში რჩება. სამწუხაროდ ჩერგოლეიშვილი პიროვნულ ემოციებს ვერ ახტება და მუდმივად თავს ესხმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებზე მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:59

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:57

ირაკლი კობახიძე: სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხზე, როცა კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს

„სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და ამას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი - ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ასეთის არსებობის შემთხვევებში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:55

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოს განუცხადა, რომლის თანახმად ბანკი საქართველოს 372 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}