IMEDI /  01 ოქტომბერი 2021, 16:33 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: ფაქტობრივად სააკაშვილი ბავშვობადაკარგული ჯამბაზია, რომელიც ახლა, ამ ასაკში და ამ როლში თამაშობს დახუჭობანას

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

დღეს დილას, როცა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ „ფეიკი“ გავრცელდა, იყო ცხადი და ცალსახა, რომ იყო მონტაჟი და ამ ვიდეოს ზემოქმედების კვალი ემჩნეოდა და არ იყო ავთენტიკური, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ადამიანს, რომელსაც ერქვა საქართველოს პრეზიდენტი ამ დონეზე დაეცა. ფაქტობრივად სააკაშვილი ბავშვობა დაკარგული ჯამბაზია, რომელიც ახლა, ამ ასაკში და ამ როლში თამაშობს დახუჭობანას. ეს სამარცხვინოა...“, - აღნიშნა დავითულიანმა.

მისი თქმით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი კურორტზეა დასავლეთ უკრაინაში ლვოვის ოლქში და „რიქსოსში“ ისვენებს. „ის ამ დონეზე დაეშვა და თავის ამომრჩეველს კადრებს უმდარეს, ყალბ ვიდეოს ასაღებს და ამით ჰგონია, რომ ტემპერატურას აწევს და მობილიზებას გააკეთებს. ჩემთვის ის იქნება სამწუხარო, რომ მან არ მოახდინოს გავლენა თავის მხარდამჭერებზე და მათ ჩათვალონ ეს სწორ ქმედებად. სამარცხვინოა ასეთი რამ რატომ უნდა აკადროს ამომრჩეველს და ასეთი სულელური სპექტაკლი დადგას“, - განაცხდა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 15:34

სპორტი

ბექა საღინაძემ ​საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის „ლიონს“ ზაფხულში პრო დე2-ის „ორიაკიდან“ შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

თამარ გაბუნია

18 ოქტომბერი 2021, 15:32

COVID19

თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის

მისივე განმარტებით, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ "დელტა შტამთან" მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 15:26

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს

„3+3 ფორმატზე {საუბრისას} აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - აღნიშნა მან.

18 ოქტომბერი 2021, 15:26

სპორტი

ნიკა ამაშუკელმა, შესაძლოა, მსოფლიო თასზეც იმსაჯოს

მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით, ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, - ამის შესახებ რაგბის კავშირი წერს.

კანიე უესტი

18 ოქტომბერი 2021, 15:19

ტაბლოიდი

კანიე უესტი „ბალენსიაგას“ სამოსითა და უცნაური ნიღბით დააფიქსირეს. ფოტოები

კანიე უესტი პაპარაცებმა იტალიაში, ვენეციაში დააფიქსირეს. 44 წლის ამერიკელი რეპერის ვიზუალმა ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო. მას „ბალენსიაგას“ შავი სამოსი და ფეხსაცმელი ეცვა, ასევე, ეკეთა ნიღაბი, რომელიც, ყურების ჩათვლით, თვალების გარდა, მთელ თავს უფარავდა.

18 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

18 ოქტომბერი 2021, 15:08

მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს საჩუქრად ლიონელ მესის მიერ ხელმოწერილი მაისური გადასცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა რომის პაპს საჩუქრად ლიონელ მესის მიერ ხელმოწერილი მაისური გადასცა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:57

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობას ემსახურება

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და აშშ-ის მთავრობას საქართველოს სახელით იმ უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული და წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის მიმართ, ისინი იჩენენ. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობას ემსახურება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენდნენ აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 14:38

თავდაცვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა

„ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 14:33

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოებას განიხილავს

ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოებას განიხილავს, მათ შორის ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესების საკითხს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:29

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვართ აშშ-თან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე

მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც არის საფუძველი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, შეკავებისა და ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

18 ოქტომბერი 2021, 14:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, დასწრებით სწავლა არ შეჩერდება

მეხუთე ტალღის ყველა მონაცემი გვაქვს, უარესდება სიტუაცია. დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის, რომ დღეს კორონავირუსის შემთხვევების ნაკლები რაოდენობაა, განპირობებულია იმით, რომ კვირას მიმართვიანობა ნაკლებია და ნაკლები რაოდენობის ტესტი ტარდება.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განაცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ

სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ. ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობისდამი ვიდეომიმართვაში.

18 ოქტომბერი 2021, 14:21

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

18 ოქტომბერი 2021, 14:13

სამართალი

სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბურჭულაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისსა და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე

თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე. 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, - განცხადა კახა კალაძემ.